ჩვენს შესახებ

დანართი არარეგულარული და დამოუკიდებელი, ინტერდისციპლინარული გამოცემაამისი ყოველი ნომერი ერთი თემის გარშემო იკვრება და მოიცავს სხვადასხვა ჰუმანიტარული თუ ზუსტი მეცნიერების ნაშროემბს. დანართის ნომრებზე ძირითადად  მოწვეული ავტორები მუშაობენ, თუმცა ხანდახან ხელახლა იბეჭდება კლასიკური ნაშრომები და მათი თარგმანები. დანართის ყოველ ნომერს, მოჰყვება მოწვეული მხატვრის სპეციალურად ნომრისთვის შექმნილი ნამუშევარი ან ნამუშევარის ბეჭდური ვერსია.დანართი ორენოვანია.


დანართის პირველი გამოცემა თან ერთვოდა რედაქტორების მიერ გამართულ გამოფენას. აქედან მოდის მისი სახელი და კონცეფცია. მას შემდეგ დანართი არა იმდენად კონკრეტულ პროექტს ერთვის თან, არამედ ზოგადად კონკრეტული დროისა და სივრცისთვის აქტუალურ თემას.დანართი 2011 წელს დაარსეს ელენე აბაშიძემ, ანა ჩორგოლაშვილმა და ნატუტა ბაგრატიონმა. 2015 წლიდან დანართის სარედაქციო ჯგუფის წევრია ირინე ჯორჯაძე. 2016 წლის ნოემბერს დანართის ონლაინ ვერსია ჩაეშვა და ის იარსებებს როგორც ონლაინ, ისე ბეჭდური სახით.


დანართი მთლიანად დონაციასა და გარე დაფინანსებაზეა დამოკიდებული. დაარსებიდან დღემდე დანართის ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა: 
ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს, BINZ39 და კუნსტჰალე ციურიხს.



დანართის საიტის გამართვისთვის დიდი მადლობა ანი ასათიანს.

უკან დაბრუნება