EN KA

დადა

ბიზანტიური ქრისტიანობა - ჰუგო ბალი

ზოგი ვარაუდის მიხედვით დიონისე წარმოშობით ეგვიპტიდან კი არა,სირიიდან იყო. ვიცი, რომ ამის დამადასტურებელი ბევრი არგუმენტი არსებობს. ასეთ შემთხვევებ- ში უპირველეს ყოვლისა სირიელი მაღალი რანგის სასულიერო პირების ციტირე- ბას ახდენენ ხოლმე. მისი ლიტურგიის მრავალი შემადგენელი ნაწილი სწორედ სირიასთან კავშირზე მიუთითებს. სირიასთანაა დაკავშირებული მისი სწავლებაც, მაგრამ დიონისეს სულიერი სამშობლო ალექსანდრიაა, ელინისტური მეტროპოლი და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მოქცეული საპორტო ქალაქი, რომელიც სხვადასხვა კულტის არაჩვეულებრივი ნაზავის დათრგუნვას სიმბოლური უნივერ- სალური რელიგიის საშუალებით ცდილობდა. პტოლემაიოსის დროს აქ ეგვიპტური იერარქიის უმაღლეს პირს დაედო ბინა და ყველა ერის წარმომადგენელი კაბა- ლისტები კეისარ ადრიანესკენ მოილტვოდნენ. აქ ავრცელებდნენ თავის მოძღვრებას დიდი სიმბოლისტები კლემენსი და ორიგენეც, რომლებმაც ქრისტიანობა სპეკულა- ტიური რელიგიის რანგში აიყვანეს.

რაც შეეხება კატეხიზმოს შემსწავლელ სკოლას... ის წმინდა პანტენმა მეორე საუკუ- ნეში წარმართული საგანმანათლებლო დაწესებულებების საპირწონედ დააარსა და მკაცრად განაზღვრული აპოლოგეტური მიზანი დაისახა: უნდოდა, წარმართე- ბი ქრისტიანულ რწმენაზე მოექცია, ქრისტიანები კი წარმართული ფილოსოფიის სახიფათო გავლენისგან დაეცვა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ერთი მხრივ წმინდა წიგნების “ალეგორიული” განმარტება, მეორე მხრივ კი კატეხიზმოს მასწავ- ლებლების მხრიდან უცნობი საღვთო ლიტერატურისადმი შემრიგებლური დამოკ- იდებულება ისეთ შემთხვევებში, როცა ამ ლიტერატურის შინაარსი დამკვიდრებულ ტრადიციას ასე თუ ისე შეესაბამებოდა. ეს გზა იუდეველთათვის ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში გაკვალა ფილონ ალექსანდრიელმა. ცნობილია, რომ მის მიზანს ძველი ეკლესიის შორს მიმავალი ელინიზაცია და საბოლოოდ დიონისეს წინამძღოლობით ანტიკურობის სრული დამარცხება წარმოადგენდა.

... იერუსალიმი და ათენი: ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ქალაქი, რომელთა შერიგებასაც ალექსანდრიელები ლამობდნენ. პავლე და პლატონი ორ დაპირისპირე- ბულ ავტორიტეტს წარმოადგენდნენ აზრთა იმ ბრძოლაში, რომელიც 529 წელს იუს- ტინიანეს მიერ ათენის სკოლის ძალით დახურვასთან ერთად დასრულდა. ადრეული წარმართულ-ქრისტიანული პოლემიკის ისტორია ჯერ კიდევ საჭიროებს შესწავ- ლას. თუმცა ის, ვინც შემონახულ მასალებს ჩაუღრმავდება, ადვილად შეამჩნევს, რომ ეგრეთ წოდებული ნეოპლატონიზმი და კულტურათა დაპირისპირება იმაზე

გაცილებით უფრო არაჩვეულებრივ ფორმას იღებს, ვიდრე ეს ალექსანდრიის

აღზევების პერიოდში ხდებოდა. ახალი ხანის დასაწყისში წარმართული აკადე- მიები ქრისტიანებს თითქმის არ აქცევდნენ ყურადღებას და მათ ერთ-ერთ ისეთ აღმოსავლურ სექტად აღიქვამდნენ, რომელთა წევრებიც დიდ ქალაქებში იდებდნენ ბინას. იმპერატორების კულტისა და რომის სახელმწიფო რელიგიის ურთიერთო- ბა საოცარ დაპირისპირებებს წარმოშობდა. თუმცა ოფიციალური ფილოსოფია საკმაოდ ტოლერანტული იყო და ებრაელებისა და გალილეელების მიერ შესაძლო შეთქმულების პროვოცირება დიდად არ აღელვებდა. იმ დროს უამრავი საიდუმლო კულტი არსებობდა. იუდეა პატარა პროვინცია იყო. განა როგორ შეიძლებოდა, რომ იქ რამე განსაკუთრებული მომხდარიყო?

... როდესაც საქმე ქრისტიანულ მისტერიებს ეხება აღსანიშნავია, რომ სოლო- ნი, თალესი, პითაგორა და პლატონი ქურუმთა საიდუმლო მეცნიერებებს კარგად იცნობდნენ. ელევსინის მისტერიები ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მათ ხელახ- ალი აღზევება სჭირდებოდათ. ადრეული ქრისტიანები, ისევ და ისევ ცელსიუსის შემდეგ პერიოდში, ხშირად სტუმრობდნენ ეგვიპტელ ქურუმებს, ინდოელებისა და სპარსელებისგან კი განათლებას იღებდნენ.

... ნეოპლატონიზმი უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ ფილოსოფიური სკოლა და მას სწორედ ასეთად სურს ყოფნა. ადამიანებმა მალე შენიშნეს,რომ ინტელექტუალური ძალების ჰიპერტროფია დამღუპველია. მეცნიერების ცალმხრივი კულტი უპირისპ- ირდება ცხოვრების კანონებს. შესაძლოა გვიან, მაგრამ ადამიანი მაინც ცდილობს ანტიკური იდეალების კორექტირებას, კარგად გააზრებული ადამიანის ხატის ფან- ტასტიკური, არაჩვეულებრივი, ღვთაებრივი მხარის დანახვას. უფრო მეტიც. უნდა მოხდეს არა მარტო ძველი ღვთაებების კულტის არამედ ძველი ეზოთერიკის აღ- დგენაც. ჩნდება ქრისტიანობისთვის მისი იარაღის ჩამორთმევისა და საკუთარი მიზნებით გამოყენების სურვილი.

... რა ითვლებოდა ჯადოქრობად და კულტურის რომელი შემადგენელი ნაწილები მიიჩნეოდა მაგიურად? ანტიკურ პერიოდში მცხოვრებ მორწმუნე ადამიანს მისი და ღმერთის კავშირი მხოლოდ მაგიურ მოვლენად წარმოედგინა. წირვა მთლიანად ჯადოქრობად ითვლება. თუმცა როგორც ჩანს, უკვე უძველეს დროშიც არსებობდა დაყოფა იმ რელიგიას შორის, რომელიც მასებისთვის იყო განკუთვნილი და მის იმ ნაწილს შორის, რომელსაც მხოლოდ ნაზიარები პირები იცნობდნენ. კულტის ქვედა გრაფიკული დონე ზოგადი იყო, მაღალი და სულიერი კი მხოლოდ ქურუმე- ბისათვის ხელმისაწვდომი.

უშუალოდ მისტერიების დღესასწაული აუხსნელი ამაღლებული პროცედურები- სგან შედგება. მათი ამოუწურავი აზრი სწორედ რიტუალებსა და ცერემონიებში მდგომარეობს და მათ ღვთაებრივ გავლენას ვერავინ გაექცევა. ფარნებისა და შუქ- ის მოციმციმე სიმეტრია; ცხოველებისა და ბავშვების ხმების პრიმიტიული ნაზავი; მუსიკა, რომელიც ვირტუოზული შესრულებით სრულდება. ეს ყველაფერი შესძ- რავს სულს და მას თავის პირველად სამშობლოს ახსენებს. ყველაფრის საწყისის მონატრება მოიცავს შინაგან სამყაროს და ადამიანს ზესკნელსა და დედამიწის ზედაპირზე არსებულ და დიდი ხნის წინ დავიწყებულ სამოთხეში ჩააყვინთინებს. უცნაურად შენიღბული არსებები ასტრალური ნიშნებითა და სიმბოლოებით არ- იან მორთული და წრეში ტრიალებენ. თავისი მოძრაობებით მიწიერ სივრცეში ვასკვლავების სფეროს რბილ ჯადოსნობას ქმნიან.

... მაგიის შეცნობა სხვა რამაა, ვიდრე მხოლოდ გარეგნულად მომხიბვლელი მსახ- ურება. ის არსებული კულტურის მნიშვნელობის ცოდნასა და აუცილებლობას ნიშნავს.

... ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი მისტიკოსი, რომელიც საკუთარ დოგმებს ქმნის და რომელსაც საეკლესიო ნორმები თითქმის აღარც აინტერესებს. მას არა მარტო შუა საუკუნეებში, არამედ აქაც ვხვდებით. მისი პრინციპია აღქმის გარეშე დარჩენილი თავისუფლება. ის აახლოვებს ფარულ აჯანყებას ქურუმების წინააღმ- დეგ და სურს, ამით მუდმივად აკონტროლოს გარემოს სულიერი არსებობა და ის თემს დაუქვემდებაროს.”

1923 წელი

უკან დაბრუნება