EN KA

დადა

სივრცის ორნაირი კონცეფცია - დავით კაკაბაძე

(აღმოსაველთი და დასავლეთი)

დასავლეთ ევროპის პლასტიკურ ხელოვნებას ახასიათებს შემდეგი წინადადება: “რელიეფი სულია მხატვრობისა”. ეს აზრი ეკუთვნის იმ ადამიანს, რომელ- მაც პირველად ჩამოაყალიბა იტალიის რენესანსის იდეა. ამით აღნიშნულია ის უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც აქვს ხელოვნებაში სივრცის განცდის გად- მოცემას და ნაჩვენებია ერთი საშუალებაც ამ განცდის გამოსახატავად. რელიეფით ირკვევა საგნის რეალური არსებობა სივრცეში. Aამდაგვარი დაკავ- შირება პლასტიკური ხელოვნებისა ბუნებასთან ერთი უმთავრესი მხარეა განსხ- ვავებისა აღმოსავლეთის და დასავლეთის ხელოვნებათა შორის. აღმოსავლეთის ხელოვნება ხასიათდება განყენებული ცნებით და ფორმებით. დასავლეთის ხე- ლოვნება დამყარებულია კონკრეტულ და მატერიალურ ფორმებზე. აღმოსავლეთის ხელოვნება მიილტვის მარადისკენ, დასავლეთის – დროულისკენ. აბსტრაქტულ და სპირიტუალურ წარმოდგენას აღმოსავლეთისას წარუდგება დასავლეთის კონკრეტული და მატერიალური აზრი.

აღმოსავლეთში ბუნება განყენებულ პროპორციებში და შესაძლებელი ფორმებით ისახება, დასავლეთში კი – ადამიანის მხედველობით და ინდივიდის განცდით იზომება.აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნებისთვის ბუნების გადმოცემა იმ სახ- ით, როგორც არსებობს, არასადეს არ ყოფილა მიზანი. დასვლეთის ხელოვნები- სთვის კი ბუნება თვით არის მიზანი. ხელოვნების ამ ორნაირ შინაარსს ახასიათ- ებს ორი სხვადასხვა წარმოდგენა სივრცეზე. აღმოსავლეთი განიცდის სივრცეს განყენებულ ფორმებში, დასავლეთი კი – კონკრეტულ სახეებში.

ხელოვნება შემოქმედებაშია. ის ვითარდება მხოლოდ განყენებულად განცდილ სივრცეში. Kკონკრეტულ ფორმებში განცდილი სივრცე ხელოვნების განვითარე- ბისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია და შემოქმედება ამ პირობებში ვერ აღ- წევს წმინდა გამოხატულებას. Aამის ნიმუშებს ბევრს იძლევა წარსული დროის ხელოვნება. Aაქ ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტულად განცდილ სივრცეზე დამ- ყარებული ხელოვნება ვერ ანვითარებდა შემოქმედებას (რომაელების, ინგლისის და ამერიკის ხელოვნება) და მხოლოდ განყენებული წარმოდგენა სივრცეზე ხელოვნების განვითარებისათვის საუკეთესო ნიადაგი იყო. Dდა არა ერთხელ ჩვენ ვხედავთ, რომ აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების გავლენა დასავლეთ ქვეყნებზე გადამწყვეტი იყო ამ უკანასკნელისთვის.

პლასტიკური ხელოვნება, რომელიც დამყარებულია “ტრომპელ’ოეილ”სისტემაზე, ეკუთ- ვნის დასავლეთ ქვეყნების გამოგონებას. Eეს სისტემა გადმოსცემს კონკრეტულ ფორმებში სტატიკურ სივრცეს. ხაზებიანი პერსპექტივა არის ერთი ამდაგვარი საშუალება ამ სისტემის გადმოსაცემად. ის ჩვენ გვაყენებს უძრავ მდგომარეობა- ში, განსაზღვრულ დროში, განსაზღვრული სივრცის მიმართ. “თრომპელ’ოეილ” სისტე- მა სრულებით უცნობია აღმოსავლეთის ხელოვნებაში. Aადამიანი, რომელიც განიცდის სივრცეს განყენებულ ფორმებში, ვერ დაკმაყოფილდება “ტრომპელ’ოეილ” სისტემის წარმოდგენით. მისთვის სივრცის განცდა არსებითი მოთხოვნილებაა და ბუნებირვი გრძნობა. Aამიტომ აღმოსავლეთის პლასტიკური ხელოვნება კონ- სტრუქტიული და მონუმენტურია. ის გადმოცემულია სივრცის განუსაზღვრელ მანძილსა და განუზომელ დროში. არქიტექტურული ფორმებიც გამოდინარეობენ სივრცის ამ ორნაირი განცდიდან. აღმოსავლეთის ფორმები – მრგვალ და სპი- რალურ ხაზებში, დასავლეთის – პირდაპირ ხაზებში. აღმოსავლეთი სივრციდან გამოდის და ქმნის სივრცის ახალ სახეს. დასავლეთი კი ბუნების სივრცისაკ- ენ მიისწრაფვის და მას ბაძავს. ნიმუშები: აღმოსავლეთში – კამარა, გუმბათი

(კტეზინფონის დარბაზი, აია-სოფია კონსტანტინეპოლში) და სპირალური კოშკი

(სამარა); დასავლეთში – გოთური წვეტიანი კოშკი. Uუფრო წარსულ ხანებში ეგვიპტე იძლევა განყენებული სივრცის ნიმუშებს, კლასიკური საბერძნეთი – კონკრეტული სივრცისას.ხელოვნების დაქვეითების ხანა ხასიათდება სივრცის გადმოცემის თვისებების დაკარგვით და მატერალური, ნატურალისტური ფორმე- ბისაკენ მისწრაფებით. ძლიერ დამახასიათებელია, რომ დასავლეთ ქვეყნებში ყოველთვის გრძნობდნენ უპირატესობას აღმოსავლეთის ხელოვნებისას. აღმო- სავლეთის ხელოვნება ყოველთვის იყო გამაცოცხლებელი და განმავითრებელი ფაქტორი დასავლეთის ხელოვნებისა. გოთური ხელოვნების “ვიტრაგე”, ქმნილება დასავლეთის ქვეყნის გენიისა, დამაყარებულია აღმოსავლეთიდან მომავალ იდე- აზე; ამ “ვიტრაგე”-ით იწურება გოთური არქიტექტურა. ვერსალის ბაღი, რომლითაც დამთავრებულია კონკრეტულ სივრცეზე აგებული არქიტექტურა, დამყარებულია სპარსეთის ბაღების გეგმაზე.

ჩვენს დროში ევროპა მდგომარეობით იძულებულია გააცოცხლოს და განავითა- როს თავისი ხელოვნება საკუთარი ძალებით.

ახალი ხელოვნების საჭიროება ნაკარნახევია თვით ახლად გარდაქმნილი ცხ- ოვრებით.დღევანდელი ცივილიზაცია უნივერსალურია. ის არის არსებობის მოთხოვნილება როგორც დასავლეთ ქვეყნებისთვის, ისე აღმოსავლეთში. დღე- ვანდელი აღმოსავლეთი უნდა ჩაერთოს ამ ცივილიზაციის საერთო მოძრაობაში იმ მოსაზრებით მაინც, რომელსაც ხშირად გამოსთქვამენ – ცხოვრების და ხე- ლოვნების იდეალის გასპეტაკებისთვის. ხელოვნება დამოკიდებულია ადგილო- ბრივ პირობებზე, ადგილობრივ საჭიროებებზე და საზოგადოდ იმ ცხოვრების მდგომარეობაზე, სადაც ის ვითარდება. ამიტომ ხელოვნებას აქვს ადგილობრივი სახე და ადგილობრივი ფორმები. ერთფეროვნება წინააღმდეგია ბუნების არსები- სა, მრავალსახიობა ცხოვრების საფუძველია. Gგანყენებულ ფორმებში ნაგრძნობი სივრცე – რომელშიაც ისახება სივრცის დინამიური განცდა იძლევა განუსაზ- ღვრელ მრავალფეროვნებას და ამიტომ ხელოვნება, დამყარებული ამ ახალ განც- დაზე, მიაღწევს სრულ განვითარებას და ძალას.

1925 წ. (ფრანგულად დაიბეჭდა “Bულლეტინ დე ლ’Eფფორტ Mოდერნე”, #21). თარგმანი აღებულია ვებგვერდიდან modernism.ge

უკან დაბრუნება