EN KA

მიკრორაიონი

ბიოგრაფიული ცნობები

ალექსანდრე ფორმოზოვი ბერლინში მცხოვრები ავტორი და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, არაკომერციული პროექტების კოოდინატორია. ფორმოზოვი პროფესიით ევროპის ეთნოლოგი, ისტორიკოსი და პოლიტიკური მეცნიერია. ასევე მუშაობს ანთროპოლოგიის, ურბანიზმის და აქტივიზმის კვლევებზე. ალექსანდრეს უთანამშრომლია ბევრ წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციასთან და მათ შორის ეკაბრისტენ-თან, რომლის თანა-დამფუძნებელიც ის 2012 წლიდანაა. ფორმოზოვი ბერლინში, ჰეინრიხ ბოლის ფონდის საერთაშორისო დეპარტამენტშიც მუშაობდა. მისი დისციპლინათაშორისი და საერთაშორისო პროექტები აღმოსავლეთ ევროპის

ურბანიზმის, კულტურის, არა-ფორმალური განათლებისა და სამოქალაქო საზოგადოების გარშემო ტრიალებს. ფორმოზოვი „ღეცლაიმ, ღეცოდე, ღეინვენტ - აღმოსავლეთ ევროპის ურბანული ხელოვნება და აქტივიზმი“-ს ერთ-ერთი რედაქტორია (2018). სულ ცოტა ხნის წინ, ალექსანდრემ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც რუსულ ინდუსტრიულ ქალაქებსა და პერიფერიებში არსებულ აქტივობებს ეძღვნება. ის ასევეა ss DRA-ს პროექტის, „Transition Dialogue- დემოკრატიის ცვლილებების“ კოორდინატორია ბერლინში.


თინათინ გურგენიძე ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში. მან არქიტექტურა და ურბანული დიზაინი თბილისსა და ბარსელონაში შეისწავლა. ამჟამად, თინათინი სადოქტორო ხარისხზე მუშაობს, რომელიც თბილისის გარეუბნის, გლდანის მაგალითზე (პოსტ) საბჭოთა მასობრივ დასახლებებს ეხება. თინათინი არქიტექტურისა და ურბანული სივრცეების სოციოლოგიურ ასპექტებს აკვირდება. ის ცდილობს გამოიკვლიოს, თუ რა ბედი ეწია გლდანს გარდამავალ პერიოდში მას შემდეგ, რაც 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. თინათინი, მრავალი გამოცემისა და ლექციის ავტორობასთან ერთად, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. 2019 წლიდან, თინათინი მუშაობს ბერლინში, სააქციო საზოგადოება dekabristen-ში და არის ACT UP „აღმოსავლეთის ევროპის ურბანული პერიფერიების აქტივაციის“ პროექტის კოორდინატორი.


ირაკლი კოჭლაშვილი ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს და ამავდროულად იქ, თბილისის ურბანული განვითარების მკვლევარის ასისტენტია. ირაკლი არქიტექტურულ ფირმა WUNDERWERK-ში მუშაობს და თბილისის არქიტექტურის ბიენალეს გუნდის წევრია. სწავლის პერიოდში, ირაკლის მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ პროექტსა და ვორქშოპში, რომელიც თბილისის საბჭოთა წარსულს და ქალაქის პოსტ-საბჭოთა სინამდვილეს ეძღვნება. ირაკლი არის აქტიური დამკვირვებელი თბილისში მიმდინარე პროცესებზე.


კუბა სნოპეკი არის ურბანული მკვლევარი, მწერალი და პედაგოგი. კუბა არის ხარკოვის არქიტექტორის სკოლის ბაკალავრიატის პროგრამის დირექტორი და მოსკოვის სტრელკას ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელი. სნოპეკს ეკუთვნის რამდენიმე გამორჩეული წიგნი/ნაშრომი: ბელიაიევო მუდამ - ხელშეუხებელი მემკვიდრეობის პრეზერვაციის შესახებ, და დღე მეშვიდე: არქიტექტურა, კომუნისტურ ეპოქაში აშენებული პოლონური ტაძრების ყოვლისმომცველი კვლევა. კუბას ინიციატივით დაარსდა საჯარო, თანადაფინანსებით შექმნილი სივრცე სახელად Stage დნიპროში, უკრაინაში, რომელმაც რამდენიმე ჯილდო მოიპოვა. სნოპეკმა ასევე მიიღო Fulbright-ის გრანტი, რომლის მეშვეობითაც შეისწავლა უძრავი ქონების განვითარების საბაზისო უნარები და მათი კულტურულ პროექტზე მორგების ხერხები კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში.


რომეა მურინი არის არქიტექტორი და ურბანული დამგეგმარებელი პოლონეთიდან. კოპენჰაგენის დიზაინისა და ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო ხარისხის მიღებისა და დასავლეთ პომერანიის ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, რომეა 8 წლის განმავლობაში მუშაობდა არქიტექტორად დიზაინის წამყვან პრაქტიკებზე - JDS, COBE, REX, BIG და OMA. რომეამ დაასრულა სწავლის შემდგომი პროგრამა „ჰიბრიდული ურბანიზმი“ სტრელკას მედიის, არქიტექტურისა და დიზაინის ინსტიტუტში და იყო მოწვეული პროფესორი INDA-ს საერთაშორისო დიზინისა და არქიტექტურის პროგრამაზე ჩულალონგკორნის უნივერსიტეტში ბანგკოკში, ტაილანდში. დიზაინისა და აკადემიურ პრაქტიკოსთან ერთად, რომეა არის სტუდია „ლოკუმენტის“ თანადამფუძნებელი, რომლის მეშვეობითაც მან ვენეციის ბიენალეს მე-15 საერთაშორისო არქიტექტურულ გამოფენაზე, უკრაინა წარადგინა. ამჟამად, რომეა არის პროგრამა „სახლები ხვალინდელი დღისთვის“ დირექტორი და CANactions Magazine-ის უფროსი რედაქტორი.


ფილიპ მოიზერი, გერმანელი არქიტექტორი და გამომცემელი, დაბ. 1969 წელს. მოისერმა არქიტექტურა ბერლინსა და ცურიხში შეისწავლა. მისი ძირითადი მიმართულება არქიტექტურის ისტორია და თეორიაა. ფლობს ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს ინჟინერიაში. მუშაობს პროფესორად ხარკოვში, უკრაინაში. ანხორციელებს სამშენებლო პროექტებს ცენტრალურ აზიასა და დასავლეთ აფრიკაში.


იან ჩუდოზილოვი ჩეხი/შვეიცარიელი ფოტოგრაფია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს ბაზელში, შვეიცარია.










უკან დაბრუნება