მარიჯანი
წიგნიდან: შემთხვევითი თემები [ნაწყვეტი] - მარიჯან
[...]
ყოველ ჩემ სიტყვას ანგარიშს ვუწევდი.
ჩემში ბავშვობიდანვე პასუხისმგებლობა იყო.
ღმერთო ჩემო,რა კეთილი ვიყავი.
ახლა კი გავბოროტდი.
ვფიქრობ: ნუ თუ დედამიწის ზურგზე არ არის ისეთი ადამიანი,რომელმაც ჩემი
სულის შიმშილი სავსებით გაიგოს?...
მე არ მინდა ჩემ გრძნობებს დავემონო.
სიყვარული,რომელიც ერთს აფერადებს და მეორეს - სჩაგრავს
დასაგმობია. ასეთი სიყვარული მე არ მწამს.
მე სიძულვილი მენატრება! სიძულვილი,ყოველივე ჩემი უჯრედით,ყოველივე ჩემი
ნერვის ძაფებით,ყოველივე ჩემი სისხლის წვეთით. ჩემი სიტყვა შხამით უნდა იყოს
გაჟღენთილი,რომ სწამლავდეს ატმოსფეროს.
ჩემი ბოროტი სუნთქვა უნდა ახმობდეს ყვავილებს,ჩემი მწარე ღიმილი უნდა
სერავდეს მიწას...
ოხ,ისე უნდა გაივსოს ჩემი გული სიბოროტით,რომ ვეღარ დაეტიოს გულის
ფოსოში,გასკდეს,ბალღამად გადმოიღვაროს და მთლად წამლეკოს...
ჩემი სუსტი ხმა თავშემზარავ ჭექა-ქუხილად უნდა გადაიქცეს.
ჩემი მსუბუქი სიარული, ისე უნდა დამძიმდეს,რომ საუკუნოებით დამარხულ
ძვლებმაც იგრძნონ ტკივილი და შეიშმუშნონ.
ახ! ჩემ სურვილებს ვერ დაჰფარავს თვით ოკენაე.
მე წარსულს მივაფურთხე.
მე აწმყო უარვყავი.
მომავალს ვწვავ ანთებულ თვალებით და მინდა ყველა პლანეტები შევაჯახო,რომ
ახალი მსოფლიო შევქმნა:
ჩემი საკუთარი კანონებით.
[...]
მარიჯან,1925
ნაწყვეტი წიგნიდან: ,,შემთხვევითი თემები’’. პირველად დაიბეჭდა 1926 წელს ქართველ მწერალ ქალთა სამხატვრო სალიტერატურო ალმანახის მე-2 ნომერში
* ,,არ მინდა,რომ ეს ჩემი ნაჯღაბნი შენს ისტორიაში დარჩეს'', ნინო ძანძავა, ციანოტიპი ქაღალდზე, 44x45, 2021