მე ვსაუბრობ პეიზაჟს
ხაზი ყველასთვის
უკვე რამდენი ხანია, რაც სქესის მიერ წაყენებული ჰორიზონტის მიღმა მიიწევს კაცობრიობის ყველა კულტურა. თუკი სიტყვები აძლევენ ფორმას ჩვენს ფიქრებს, ზუსტად ასე მოქმედებენ პეიზაჟებიც, რომლებიც გარშემო გვარტყია. ისინი სხვადასხვაა, მხოლოდ ჰორიზონტის ერთი ხაზია რაც საერთო გვაქვს. მსოფლიოს ყველა კუთხიდან ერთნაირად დანახული, ის ერთია ყველასთვის, როგორც მზე და მთვარე. თუკი ყველას განგვიცდია ჰორიზონტის წინ დგომა და ყურება, მაშნ ყოველი ჩვენგანის წარმოსახვაში ერთი და იგივე ჰორიზონტის ხაზია აღბეჭდილი, როგორც მიუწვდომელი ადგილი, თუმცა ადგილი - რისკენაც მივიწევთ.
ჩვენ ვსაუბრობთ კოდებით, ნიშნებით, სხეულის ენით. კომუნიკაციის მდიდარ საშუალებებს შორის, მხოლოდ სახვითი ენა აღმოჩნდა უნივერსალური. რეპრეზენტაციაა ეს თუ შექმნა - მისი მთავარი მიზანი გაზიარებაა. ეს უკვე განცდილის გაზიარება, ან ჯერ არ-განცდილი განცდის შესაძლებლობაა, რაც ამოძრავებს ამ ენას. ამიტომაც, რთულია ისაუბრო კონკრეტული ენის შესახებ სხვა ენაზე, თუკი სხეულის ან ვიზუალური ენის გამოყენება არ შეგიძლია. ამ შემთხვევაში ცუდ რეპრეზენტაციად, ღარიბ თარგმანად დარჩება და ვერ იქცევა განცდილის გაზიარებად. მაგრამ, მოდი, ვცდი წარმოვიდგინო ერთი ენა, როგორც დაწერილი სიტყვა.
ამ ენაში ცოტა ნაცვალსახელი არსებობს. არის „მე“, „შენ“ და“ის“ და მათი მრავლობითი ფორმები, როგორიცაა: „ჩვენ“, „თქვენ“ და „ისინი“ თუმცა „ისინი“ განსაკუთრებულია მხოლობით ფორმაში. ეს არც ქალურის, არც მამაკაცურის და არც საშუალო სქესის აღმნიშვნელი სიტყვაა, უფრო კი სამივეს ერთად ნაზავია. „ის“ არ გამოყოფს სულიერ საგანს უსულოსგან, არამედ თანაბრად მიუთითებს ორივეზე. „ის“ შეიძლება იყოს ყველა სქესის. ამ ენაში სქესი არ არსებობს და ყველა თანაბარია.
თითქოს იმ მომავალზე ვსაუბრობ, რისკენაც ყველა მივილტვით, არა? როგორც ჰორიზონტზე - ყველა პეიზაჟის ბოლოს. „ის“ ამ ენაში დიდიხანია რაც დადგა.