
დანართის რიგით მე-8 ნომერი ,,მხოლოდ შენობები არ კმარა“ თბილისის პირველ არქიტექტურულ ბიენალეს ეძღვნება და ეხმიანება მის მთავარ თემას - თბილისის არაფორმალურ არქიტექტურას. ამ ნომერში თავმოყრილი კვლევები და სტატიები იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ კონტექსტებზე დაკვირვებას ისახავს მიზნად, რომელთა წიაღშიც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საფუძველი ჩაეყარა ,,არქიტექტურლ პრაკტიკას’’, დანერგილს და დიდწილად მართულს თავად თბილისის მოსახლეობის მიერ.
თბილისის არაფორმალური არქიტექტურა დღეს, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად იქცა. გვიან საბჭოთა ეპოქაში განაშენიანებული მიკრო-რაიონების დიდი ნაწილი სხვადასხვა ზომის, ფორმის, დანიშნულების მქონე მიშენებებით, გარაჟებით, სათავსოებით არის დაფარული. მათი გაჩენის მთავარი მიზეზი ის დაუკმაყოფილებელი საჭიროებებია, რომელსაც თბილისის მოსახლეობა განიცდიდა და განიცდის.
თბილისის არაფორმაური არქიტექტურა სწორედ ის ჰიპერლინკია, რომელიც თავისებურად, საკუთარი ორიგინალური ენით, ქალაქის ბოლო დროის ისტორიულ გამოცდილებაზე ყვება და საუკეთესოდ ასახავს იმ სინამდვილეს, რომელსაც ჩვენ როგორც ამ ქალაქის მაცხოვრებლები ვიზიარებთ და რომელშიც თანავარსებობთ
ნომრის რედაქტორი ანა ჩორგოლაშვილი