EN KA

მხოლოდ შენობები არ კმარა

აითვისე, შეეგუე, დასახლდი - ტომას იბრაჰიმი, კლაუდიო ვექშტაინი


საბჭოთა კავშირის დაშლამ, იმ რეჟიმისა და იდეოლოგიის, რთული დეკონსტრუქციის დასაწყისი მონიშნა, რომელიც აღმოსავლეთს მეოცე საუკუნის უდიდესი ნაწილის განმავლობაში მართავდა. საქართველოს რესპუბლიკაში, საბჭოთაკავშირის დაშლა, ეთნიკურ ნიადგაზე გაღვივებული კონფლიქტების და სამოქალაქო ომის კატალიზატორად იქცა, რამაც ქვეყნის ეროვნული პროგრამის ქვეშ გაერთიანებას შეუშალა ხელი, რადგან კორუფციისთვის, პრივატიზაციისა თუ საზოგადოებრივი საკუთრების გასხვისებისთვის ნოყიერი ნიადაგი გააჩინა. საზოგადოებრივი საკუთრების, კორუმპირებული გასხვისების ადრეულ მაგალითად, თბილისში, ყოფილი რიტუალების სასახლის, ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილზე მიყიდვა გვევლინება, რომელიც დღემდე გამოიყენება მისი ოჯახის მიერ,  როგორც პირადი საცხოვრებელი. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, რომელიც   თავისი რეჟიმის ლეგიტიმიზაციას საგადასახადო შემოსავლების აკრეფით და იმ უცხოური ინვესტიციების მოზიდვით ახდენდა, სწრაფი ინსტიტუციური რეფორმებიგან ხორციელდა.

სააკაშვილის მთავრობის გეგმა „ვესტერნიზებული” და თანამედროვე ქვეყნის იმიჯის სწრაფ შექმნაში მდგომარეობდა, რომელსაც მიზნად ევროკავშირის წევრობა ჰქონდა დასახული. ახალი სტაბილურობა რომელიც laissez-faire პოლიტიკასთან იყო შეჯვარებული, უცხოური ინვესტიციებისგან ვითარების მიმართულებით მუშაობდა და ხელს უწყობდა დაჩქარებული ტემპებით საზოგადოებრივ საკუთრებაში მყოფი შენობების პრივატიზაციას და ურბანული სივრცის ეროზიას, როგორც თბილისში, ასევე მთლიანად საქართველოში.  უფრო მეტიც, რეჟიმის დამოკიდებულება საჯარო და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ, დასავლური ღირებულებების შემთხვევითი შერჩევის მანიფესტაცია იყო, უკვე არსებული ურბანული და არქიტექტურული კონტექსტი და იდენტობა კი სრულიად იგნორირებული. საბჭოთა კავშირის პირობებში აშენებული საჯარო - საზოგადოებრივი შენობები აუქციონებზე გაჰქოდათ (და დღემდე გააქვთ), მათი დანგრევა ან შეკეთება კი მთლიანად დამოკიდებული იყო (და არის) მათ ახალ მფლობელებზე. საჯარო შენობების საბჭოთა რეჟიმთან ასოცირება, ერთგვარი წინაპირობის სახით გამოიყენება, პრივატიზაციის რაციონალიზაციისა და საჯარო სივრცის დეკონსტრუქციის პროცესში, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო აუცხოებს ქართველებს ისეთ პრობლემასთან, როგორიც არის, ერთობ საჭირბოროტო საკითხი საჯარო ინსტიტუციური შენობების განადგურებისა.

საქართველოში რამდენიმე მწვავე საზოგადოებრივი საკითხი დგას, მათ შორის ეთნიკური დისკრიმინაცია, რომელიც ადრეული პოსტ-საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული არსებობს; ასევე იმ იძულებით გადაადგილებული ადამიანების საკითხი, რომლებიც ყოფილ საბჭოთა საჯარო შენობებში, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. თბილისში, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ყოფილ ინდუსტრიალ-პედაგოგიური ტექნიკუმის მაგალითზე, რომელიც როგორც შემთხვევა კარგი დემონსტრაცია დამოუკიდბელი საქართველოს ბოლო სამი მმართველობის ინდიფერენტულობისა,  ეროვნული და ურბანული მნიშვნელობის საკითხების მიმართ. ამჟამად კომპლექსი დაკავებული აქვს დაახლოებით სამოცდახუთ დევნილთა ოჯახს, რომლებიც საქათველოს სამოქალაქო და ქართულ-რუსული ომების შედეგად ამ შენობებში ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსი სანახევროდ დანგრეულია, საკვანძო შენობები ადგიობრივი ჩარევის საშუალებას იძლევა, რაც შესაძლებელს გახდიდა მაცხოვრებლებისთვის კრიტიკულად საჭირო შენობაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გაჩენას და მობინადარეთა საზოგადოებასთან ინტეგრაციასშეუწყობდა ხელს. ამ გამორჩეული გვიან-საბჭოური ნაგებობის „მითვისება, შეგუება და დასახლება“ საზოგადოების მიერდა მისი კეთილდღეობისთვის , საჯაროსივრცის აღდგენის და შემდგომი კულტურული ეროზიისგან თავდაცვის შესაძლებლობის საუკეთესო მაგალითი იქნებოდა.

შესავალი

ძველიბერძნული მითის მიხედვით, იკარუსი, რომელმაც ტყვეობას თავი ცვილის ფრთების დახმარებით დააღწია, და მიუხედავად გაფრთხილებისა, მორიდებოდა მზის მწველ სხივებს, ისე მაღლა აიჭრა, რომ მამამისის მიერ, ცვილისგან დამზადებული ფრთები საბედისწეროდ დაუზიანდა, ფრენა ვეღარ შეძლო და ზღვის ფსკერზე დაენარცხა.(1) იკარუსისმითი მარადიულია, არამხოლოდ საბჭოეთის დაშლასთანმიმართებაში, სადაც იდეალიზმის ამბიციების შეუქცევადიმარცხი ვიხილეთ, არამედ ის ერთობ თანადროულია, და მისი სიმბოლური გაგრძელება თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმის რელიეფური გამოსახულების ნგრევაშიც ჩანს. ახალი საბჭოთა ადამიანის გამოსახულების დემონტაჟი(ნეო-ვიტრუვიანური ფიგურა, ღამურას მსგავსი ფრთებით, როგორც ახლად წარმოშობილი არქეტიპი, ქვეყნის კულტურული, ეთნიკური და ენობრივი მრავალფეროვნებისგან დამოუკიდებელი და მისგან განზე მდგომი იდეალი, საბჭოთა ადამიანისა). ტროცკის ჰიპერიდეოლოგიური ზეადამიანის დაცემის განსხეულებაა(2). ეს საბედისწერო დაცემა შესაძლოა, ყოფილი საბჭოთა ნაგებობის აღიარებისთვის, დასახლებისთვის და წარსულის იდენტობების გადაფასებისთვის აუცილებელ ნაბიჯად იქცეს. თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში „თბილისის ბეთმენი“ შიშველი ქალისა და მამაკაცის ფიგურებს შუაში იდგა, ახალი ადამიანისა და ევას შუა; მასიურ რელიეფურ ქანდაკებაზე ციური სხეულები, რიცხვები, კიბე, ჭექა-ქუხილი და სხვა გამოსახულებებია მიმოფანტული - ქანდაკება სრულიად აბსტრაქტულია, თუმცა იგი აგვიღწერს ინდუსტრიალიზაციის ეპოქას, რომელიც ადამიანის სულს ისეთ სიმაღლეზე აიტაცებს, რომლისთვისაც მას აქამდე არასდროს მიუღწევია. რელიეფური ქანდაკება, რომელიც ყოფილი ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმის თეატრის ფასადს მიეკუთვნებოდა, ცნობილი და კონტროვერსული, ქართველი მოქანდაკეს ზურაბ წერეთლის მიერ შეიქმნა.(3) დღეს ქანდაკების ხილვა მხოლოდ არქივებში და ფოტო დოკუმენტებით არის შესაძლებელი.

ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმი

ტექნიკუმის კომპლექსი, რომელიც ქართველი არქიტექტორი ნიკოლოზ ლაზარიშვილის მიერ არის დაპროექტებული, ქალაქის ამ ნაწილში ჩაფიქრებული ერთგვარი მონუმენტური არქიტექტურული ანსამბლის ნაწილად შეგვიძლია მოვიაზროთ. ტექნიკუმის შენობა, ყოფილი ტრანსპორტის სამინისტროს (ამჟამინდელი საქრთველოს ბანკის სათავო ოფისი) და იმჟამინდელი რადიო ფორტუნას შენობასთან გარკვეულ არქიტექტურულ სახეს აყალიბებს ქალაქის ამ ნაწილისთვის. მისი მშენებლობა ზემოთ აღნიშნული შენობების მსგავსად გასული საუკუნის 70-იან წლებში დასრულდა  (1978 წელს). ტექნიკუმის არქიტექტურული კომპლექსი მასიურია, გამწვანებულ ლანდშაფტზეა გაშენებული და ამჟამად სხვადასხვა მცენარეებითაა გარშემორტყმული. გვიან საბჭოთა პერიოდამდე, ამ მაშტაბის საჯარო ინსტიტუციურ ნაგებობას, საბჭოთა კავშირში, უსწორმასწორო რელიეფზე არ აშენებდნენ. კომპლექსი სულ ხუთ შენობას მოიცავს: 1) მთავარი კორპუსი, რომელშიც თავდაპირველად სასწავლო ოთახები, ბიბლიოთეკა და ფოიე იყო განლაგებული, 2) წარმოდგენებისა და ლექციებისთვის განკუთვნილი დარბაზების შენობა, რომელის გარე ფასადზე რელიეფური ქანდაკება იყო განთავსებული და აქვე ვხდებით შენობის ცენტრალურ ტერასას, 3) ინდუსტრიული სწავლებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა, 4)ხიდი, რომელიც აკავშირებს მთავარ და ინდუსტრიული კეთილმოწყობის საშუალებების კორპუსებს, და ბოლოს 5) შენობა, რომელიც სხვებისგან განცალკევებულად დგას, მოშორებით გორაზე და რომელიც სტუდენტურ საერთოსაცხოვრებლად გამოიყენებოდა. არქიტექტურული კომპლექსი ადგილის სპეციფიკის გათვალისწინებითაა ნაგები. შენობათა ფორმების, ექსტერიერების და ინტერიერებს შორის მოცულობით მიმართულებებსა და თეატრის უჯრედოვანი სტრუქტურაში აშკარაა რუსული კონსტრუქტივიზმის გავლენა. სავარაუდოდ ნიკოლოზ ლაზარიშვილი კონსტანტინ მელნიკობის მიერ დაპროექტებული რუსაკოვის მშრომელთა კლუბის შენობისგანაა შთაგონებული, თუმცა ინარჩუნებს თავის უნიკალურ ხასიათს. შენობა ასევე გვიჩვენებს ე.წ. რკინის ფარდის გარღვევის შესაძლებლობას, რადგან მისი ტიპოლოგია ერთგვარი რემინასცენციაა ლე კორბუზიეს და ისეთი სამხრეთ ამერიკელი მოდერნისტი არქიტექტორის შრომებისა, როგორიც ალფონსო რეიდი იყო.

საბჭოთა საჯარო არქიტექტურა, პოსტ-საბჭოთა კოლაფსი და ყოფილი ინდუსტრიული ტექნიკუმის შემთხვევა

მიდგომა, რომლის საშუალებითაც მთელს ქალაქში ხდებოდა თვალსაჩინო საბჭოთა შენობების ჩამოწერა და პრივატიზაცია, ყოფილი რიტუალების სასახლის ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილზე მიყიდვით დაიწყო. სასახლის ხუროთმოძღვარი ვიქტორ ჯორბენაძე ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ შენობა ჯერ კიდევ საჯარო მოხმარებაში იყო, როდესაც ის გაიყიდა: „დანაშაულია ამ შენობის გაყიდვა, სადღესასწაულო განწყობის წართმევა ახალგაზრდებისთვის და საერთოდ საზოგადოებისთვის... (პატარკაციშვილმა) შეისყიდა ის რაც მას შესთავაზეს, მაგრამ ვინც ის გაყიდა დამნაშავეა.“

საქართველო-აფხაზეთის ომის შემდეგ, ეთნიკური ქართველები აფხაზეთიდან გამოაძევეს და თავშესაფრის ძიებაში, ათიათასობით ადამიანმა, მთელი ქვეყანა გადმოკვეთა, რათა თბილისში ჩამოსულიყო. ყოველგვარი არჩევნის გარეშე, ქვეყნის შიგნით, იძულებითი გადაადგილებულმა პირებმა ძველი საბჭოთა საჯარო შენობები, სკოლები და სასტუმროები დაიკავეს. ყველაზე შესამჩნევი ურბანული ჯგუფის თავმოყრა თბილისის ცენტრში, საკულტო სასტუმრო „ივერიაში“ მოხდა. როდესაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, მან გაითვალისწინა რა შენობის ადგილმდებარეობა და სურათი რომელსაც ის იძლეოდა, აგრესიული მეთოდებით გაათავისუფლა მოსახლეებისგან სასტუმრო. ახალი ინვესტორების შემოყვანით კი სასტუმროს საკულტო, მისი პირველადი სახე, მაშინათვე გაუჩინარდა.

ინდუსტრიულ - პედაგოგიური ტექნიკუმის შემთხვევაში, საბჭოთა ინდუსტრიალიზაციის სამინისტრო გაუქმებული გახლდათ და შენობა აღარანაირ ამოცანას აღარ ასრულებდა. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა შენობის ნაწილების დაყოფა და არაფორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნაზე ზრუნვა დაიწყეს. ადგილობრივი აპეციფიკა და მონუმენტალურობა რომელიც ახასიათებს ამ კომპლექსს, შესაძლებლობას იძლეოდა იმ წინაპირობად ქცეულიყო, რომელიც მისი მობინადრეების მომავალ გაუცხოებას შეუწყობდა ხელს. შენობა ცენტრალურ უბანში არ იყო აშენებული, არ ყოფილა შემთხვევა, რომ სხვა ქართველები (იძულებით გადაადგილებული ოჯახების გარდა) დასახლებულიყვნენ ტექნიკუმის ტერიტორიაზე. თუმცა, შენობის მობინადრეებს გამოსახლებით მაინც ემუქრებოდნენ, რადგან მათ შენობის ფლობის რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ ჰქონდათ. სახელმწიფო საკუთრებასთან დაკავშირებული პოლიტიკა , სააკაშვილის მთავრობის დროსაც იგივე იყო როგორც მისი წინამორბედისა: „გავყიდოთ ყველაფერი გარდა სინდისისა.“

2008 წლის, რუსულ-ქართული ომის შემდეგ გაჩნდნენ დევნილები, რომლებიც თავშესაფრის ძიებაში თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ისინი ტექნიკუმს მიადგნენ და მასში ცხოვრება იმ ქართველ დევნილებთან ერთად დაიწყეს, რომლებიც აფხაზეთიდან იძულებით იყვნენ გადმოსახლებულები. ამ ორმა ჯგუფმა გამყოფი კედლები ააშენა, მთავარი კორპუსის მეხუთე და მეექვსე სართულებზე. შესასვლელიც სხვადასხვა მხრიდან გაჭრეს და საცხოვრებელთან დაკავშირებული დაძაბულობის ფონზე ინტერვიუებშიც ერთმანეთზე ძალიან ცუდად საუბრობენ. ამ ე.წ. საზღვრის ორივე მხარეს, მაცხოვრებლები შეშით თბებიან, რომელიც მათ შენობის ახლო-მახლო ხეების მოჭრით მოიპოვეს. მაცხოვრებლებმა შენობაში გაზის მილების შემოყვანა მოითხოვეს, მაგრამ უსაფრთხოების ნორმების მომიზეზებით მთავრობისგან უარი მიიღეს. მაცხოვრებლებს საზიარო საპირფარეშოები აქვთ, რომლებიც ტექნიკუმის დაარსებისას დამონტაჟდა. ასევე არის რამდენიმე დამატებითი , დროებითი საპირფარეშო - მათგან ზოგიერთი კი პირდაპირ კორიდორშია განლაგებული. საკანალიზაციო წყლები იმ მილებში მიედინება, რომლებიც შენობის უკანა ფასადზეა მიმაგრებული. ჯამში, შენობაში სამოცდახუთი ოჯახი ცხოვრობს. როდესაც მათ ვკითხეთ, თუ როგორ გრძნობენ თავს ამ შენობაში, პასუხები სხვადასხვაგვარი იყო. რამდენიმემ აღნიშნა თუ რაოდენ დასაფასებელი იყო შენობის კონსტრუქციის სიმყარე, თუმცა საბოლოოდ ყველა თანხმდებოდა, რომ შენობის მდგომარეობა ნებისმიერ მისაღებ სტანდარტზე ბევრად დაბალია. ამგვარად, შენობის კომუნალური პირობები იმდენად სავალალოა რომ ძალიან ბევრ ცხოვრებისეულ პრობლემას იწვევს. მაცხოვრებლების გარდა, დამატებით კიდევ ორი ჯგუფი იკავებს შენობის მთავარ კორპუსს, შენობის პირველი სართულის ჩრდილოეთით განლაგებულია დაწყებითი სკოლა და იკარუსის ტურიზმის კოლეჯი. დაწყებითი სკოის ქონება თბილისის საკრებულოს საკუთრებაა. ის შენობაში განთავსდა, რათა მაცხოვრებლების შვილებისთვის, ასევე მეზობლად მდებარე უბნების და დიღმის რაიონის მცხოვრები ბავშვებისთვის სასწავლო პირობები შეექმნა. „იკარუსი“ კი ფართს, შენობის სამრეთ ნაწილში, პირველ სამ სართულზე ქირაობს, ეკონომიკის სამინისტროსგან - ორგანიზაციისგან,რომელიც მწყობრიდან გამოსულ სახელმწიფო ქონების კონტროლს ანხორციელებს.

განადგურების კონტრიბუტორები: მწყობრიდან გამოსული პოლიტიკა 

არსებობს არაერთი საფრთხე, რომელიც ინდუსტრიულ პედაგოგიური ტექნიკუმის კომპლექსს ემუქრება. პირველი „პრობლემა“ რითაც შეიძლება დავიწყოთ, ამ შენობის საბჭოურობაა; შენობის ასოცირება ტოტალიტარულ რეჟიმთან, როგორც წესი გაყიდვის და განადგურების წინაპირობად გამოიყენება. ტექნიკუმის მეორე საფრთხე, მფლობელობის პოლიტიკასთან, მის მაცხოვრებლებთან და პოტენციურ ინვესტორებთანაა დაკავშირებული. ტექნიკუმის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ტექნიკუმი, სააკაშვილის მმართველობისას, ორჯერ კინაღამ გაიყიდა. ეს საშიშროება დღემდე აქტუალურია. და განადგურების კიდევ ერთი „საფრთხე“, რომელიც ტექნიკუმს ემუქრება ჯართის შემგროვებები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში დადიან შენობაში, აგროვებენ ფოლადის ღბეებს თუ ინდუსტრიულ აღჭურვილობას და მათ, ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან.

სახელმწიფოს ინტერესს გაყიდოს შენობა, „იკარუსის ტურიზმის“ სკოლის ინტერესს მოახდინოს შენობის პრივატიზაცია, დევნილების ინტერესს შეინარჩუნონ თავშესაფარი და ამ ყველა მხარის მარცხს, რომელიც ერთმანეთთან კოუნიკაციის შეუძლებლობაში გამოიხატება, ტექნიკუმის განადგურებამდე მივყავართ. გვიან ოქტომბერში, შენობის მონახულებისას, ადამიანთა ერთი ჯგუფი ახორციელებდა ფოლადის ღობეების და ფანჯრის ჩარჩოების დემონტაჟს თეატრის შენობიდან. როდესაც ჩვენ მათ ვკითხეთ, თუ რას აკეთებდნენ, ძალიან უდარდელი და ინდეფერენტული პასუხი მივიღეთ, რომ ისინი აპირებდნენ გაეყიდათ მასალები და მთავრობას სრულებითაც არ აინტერესებდა რა ბედი ეწეოდა ამ ჯართს.

2018 წლის თებერვალში, ტექნიკუმის ფასადის რელიეფური ქანდაკების ვანდალური დაზიანება დაიწყო; ჯერ ვიტრუვიანული კაცის ფრთები წაიღეს. მარტში კი, მისი ფიგურის უდიდესი ნაწილი და ქანდაკების მთავარი ნაწილები გაქრა, როგორც შეუქცევადი პროცესის შედეგი. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო თავისივე საკუთრების შენარჩუნებაზე, ამ შემთხვევით თითქმის არც დაინტერესებულა და არც სურვილი ჰქონია საქმის გამოძიებისა. საბოლოოდ მათ განაცხადეს, რომ შენობა იმ დაწესებულების კონტროლქვეშაა, რომელმაც ის არენდით ჩაიბარა და ამ დაწესებულებას შეუძლია ისე მოეპყროს თავის საკუთრებას როგორც მოესურვება.

ახალი მიდგომა: იდენტობა, იდეოლოგია დასახლება!

დღევანდელი გარემოებები, რითაც გარშემორტყმულია ყოფილი ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმი, ისტორიულ და ამჟამინდელ კონტექსტში შემდეგნაირად შეიძლება წარმოვიდგინოთ: ქალაქი უარყოფს შენობის არსებობას, რაც განპირობებულია მისი პერიფერიული მდებარეობით, ასევე ხდება მისი ცენტრიდან დისტანცირება, რადგან ერთის მხრივ მისი „მონუმენტური“ ადგილმდებარეობა და მეორეს მხრივ კი ის გარემოება, რომ კომპლექსი გარშემორტყმულია სხვადასხვა მცენარეებით, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შენობაც უარს ამბობს საკუთარი თავის ქალაქთან იდენტიფიცირებაზე. მისი კომუნისტური , უცხო ფესვები, რომლებიც იდეოლოგიურად ადგილობრივ, ლოკალურ, ნაციონალურ იდეოლოგიას სიმბოლურად უარყოფს, მთავრობის ინდეფერენტულობის მიზეზად იქცნენ, რის გამოც შენობა დანგრევის პირასაა. უფრო მეტიც, შენობა დაკავებული აქვს ორ მხარეს, რომელიც ერთმანეთს არ აღიარებს, მაშნ როვა მთავრობა არც ერთს აქცევს ყურადღებას და არც მეორეს. ტექნიკუმი საკუთარი თავის უარყოფას იმიტომ ახდენს, რომ მას თავისი პირველადი იდენტობა აღარ აქვს, რომელიც მან საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად დაკარგა. ამასთანავე, ფასადის რელიეფურ ქანდაკების დაკარგვასთან ერთად იკარგება მისი კულტურული და იდეოლოგიური იდენტობის უკანასკნელი ნაკვალევიც. მდგომარეობა მკვეთრად ქაოტურია - თითქმის სიცარიელესთან გვაქვს საქმე საკითხი კი იმაში მდგომარეობს, თუ როგორაა შესაძლებელი იდენტობის აღმოცენება თითქმის სრულიად გამოფიტული პირობებიდან? იდენტობა როგორც წესი საკუთარი თავის შემეცნებით არის ხოლმე გართული, და ამის დანახვა, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ საქართველოში, ეთნო-ნაციონალისტების ქმედებების მაგალითზე შეიძლება, რაც კარგად ჩანს მათ მცდელობაში განედევნათ აბსტრაქტული „სხვა“/ მეორე გზა, ამ სიცარიელეში , ახალი იდენტობის ათვისებაა, რომელიც სააკაშვილის მართველობისას, პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი გახლდათ. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ალტერნატიულ გზაზე, რგორც ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობაზე, რომელიც უფრო მეტად ჰეგელიანურია, რაც შემდეგი წინააღმდეგობის გადალახვაში გამოიხატება: ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ითქვას „მე ქართველი ვარ, მაგრამ არა საბჭოელი,“ შეიძლება ითქვას,რომ „მე ქართველი ვარ მაგრამ ასევე ვიღაც კიდევ სხვაც,“ (4) რითაც ეს სხვა იდენტობა არ იქნება განდევნილი. ამის თქმა იგივეა, რომ ქართული იდენტობა არ არის საბჭოთაზე დამოკიდებული, მაგრამ რადგან საქართველო საბჭოთა რესპუბლიკა იყო, საბჭოურობა ქართულ იდენტობაში, მემკვიდრეობაში და ისტორიაში ნარჩუნდება, რისი შედეგიც ისაა, რომ იდენტობა არც ქართულია და არც საბჭოური, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული იდენტობა, როგორც არც ერთი სხვა იდენტობა არ შეიძლება იყოს აბსოლუტურად წმინდა იდენტობა, არამედ ის იმ კულტურული და ისტორიული ელემენტების კომპლექსური ნარევია, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ერთად იყრიდა თავს. საქართველოს ისტორია მეთორმეტე საუკუნის შემდეგ წარმოადგენს ქვეყნის და ხალხის ისტორიას, რომელიც დაპყრობილი და ფრაგმენტირებული იყო და სხვადასხვა იმპერიების კონტროლის ქვეშ იყო მოქცეული, რაც რუსეთის მიერ ქვეყნის ანექსიითა და ბოლოს წითელი არმიის მიერ განხორციელებული ოკუპაციით დასრულდა ამ კომპლექსური ისტორიის ამოძირკვა შეუძლებელია. „სხვისი“, „უცხოს“ დაშვება საკუთარ თავში, შესაძლებელს ხდის შემეცნების პროცესის გაფართოვებას, რაც იდენტობის ფუნდამენტია. ხოლო როდესაც ისტორიის წაშლა ხდება, ისეთი მოვლენები, როგორიც ტირანების მმართველობა, ქართველი ხალხის ექსპლუატაცია ან თუნდაც საბჭოთა რეჟიმის მიმართ ირონიული ნოსტალგია, მარადიულ ხაიათს იძენს.

ჩვენი პასუხი, ტექნიკუმის გარშემო განვითარებული მდგომარეობაზე, კრიტიკული რეალიზმია, მიდგომა, რომელიც მდგომარეობას ისე იღებს როგორიც ის არის, მაგრამ არ რჩება პასიური. იგი ყოველთვის მზად არის მოქმედებისთვის. ეს არ არის უბრალოდ არსებული „დასახლების“ შესახებ გაჩენილი აზრი, ანდა იდეა იმის შესახებ, როგორ მოხდეს ამ შენობების ადაპტირება, რათა ის კვლავ საცხოვრებლად ვარგისი გახდეს, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს შენობები ჯერ კიდევ არ დანგრეულან და დგანან ძველ ადგილას, არამედ ეს არის გამოწვევა შემდგომი „დასახლებისთბის!“ შენობა არ არის მხოლოდ პრობლემის პრაგმატული გადაწყვეტა, ის კრიტიკული ამბიციაა, რომელიც დღევანდელ მდგომარეობას უპირისპირდება; ეს არის დიდი პოზიტიური ნაბიჯი - რათა შეეწინააღმდეგოს და მეტოქეობა გაუწიოს არსებულ რეალობას.

„დასახლდე!“ ნიშნავს უფრო მეტს ვიდრე უბრალოდ ადგილზე მისვლა და შენობის თავიდან გამოყენებაა, ის ასევე არის მისი იდენტობის შენარჩუნება; რელიეფური ქანდაკების ჩამონგრება არ ნიშნავს შენობის დანგრევას, არამედ ღირსშენასიშნავი ესთეტიკური იდეალიზმის დაცემაზე მიგვითითებს. თუკი შენობა საბოლოოდ დაინგრევა ან არსებული სიმბოლოები შეიცვლება თანამედროვე სიმბოლოებით, ეს არ იქნება ჭეშმარიტად კრიტიკული მიდგომა ახალი იდენტობის ძიების პროცესის მიმართ. ძველი რეჟიმიდან შემორჩენილი, ფენომენალური და ფუნდამენტური სიმბოლოები, რომლებიც აუცილებლადუნდა შენარჩუნდნენ (სახელოვნებო და ისტორიული ცოდნისთვის), არ არის აუცილებელი, რომ ხელშეუხებელნი დარჩნენ , რადგანაც ისინი გარკვეული აზრით ლეგიტიმიზაციას ახდენენ იმ იდეალიზმისა რომელსაც წარმოადგენენ.  ამჟამინდელი მდგომარეობაზე საუკეთესოდ მეტყველებს უმოწყალოდ გაძარცვული მხოლოდ და მხოლოდ მეტალის წონის ფასად გაყიდული ქანდაკება, რის შედეგადაც შენობამ დაკარგა თავისი აურა, ავტორიტეტი და დისტანცია, სიმბოლურად კი დაკარგა მისი მიუწვდომელი მონუმენტალური ხატი, გაუქმდა მისი „როლი“ როგორც „ხალხის სახლი“-სა , როგორადაც მას მასები (და ავტორები) შორიდან ხედავდნენ.

ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმი საჯარო-საზოგადოებრივი ფუნქციით და საზოგადოებრივი სიკეთის მსახურების მიზნით იქნა აგებული და დაფუძნებული მონუმენტურ და იდეოლოგიურ ხატებზეა. იკარუსის ზემოთხსენებულმა დაცემამ, შესაძლოა გააძლიეროს ტექნიკუმის პოტენციალი მომავალში, ეს კი მაშინ მოხდება, როცა მას თბილისის ურბანულ სტრუქტურასთავ შევარიგებთ, შევადუღებთ რა მას ადგილობრივ საზოგადოებასთან, რათა მასში განახლებული სოციალური სული შთავბეროთ.

შენიშვნები:

  • Peabody , Josephine Preston, translator. “Icarus and Daedalus.” Common Lit, გამოქვენებულია 1897 წელს.
  • ლევ ტროცკიმ 1924 წელს ლიტერატურასა და რევოლუციაში დაწერა „კომუნისტ ადამიანზე“ „მომავლის ადამიანზე“ ადამიანზე რომელიც მიზნად ისახავს თავის გრძნობებზე იბატონოს, ინსტინქტები შემეცნების სიმაღლეზე აიყვანოს, გამჭვირვალედ აქციოს ისინი, თავისი ნების საცეცებით ყველაზე კი დაფარულ კუნჭულებს ჩაწვდეს და ამგვარად საკუთარი თავი სხვა სიბრტყეზე აღაზევოს, შექმნას ახალი სოციო-ბიოლოგიური ტიპი, ან, თუ გნებავშ, ზეადამიანი.“
  • Chaushreli, V.et al. Sunny Georgia. Rustaveli Prospect, n.d, pp. 24-26
  • Zurcher, Christoph. “Georgia’s Time of Troubles, 1989-1993” Statehood and Security: Georgia after the Rose Revolution edited by Bruno Coppieters and Roberto Legvold, MIT Press, 2005, pp. 83-115
უკან დაბრუნება