EN KA

მხოლოდ შენობები არ კმარა

ავტორების შესახებ

დავით ბოსტანაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორია. 2007 წლიდან ასწავლის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე არქიტექტურულ გეგმარებას და არქიტექტურის სემიოტიკას. იგი არის თანაავტორი წიგნისა „ბუცა. ხუროთმოძღვარი ვიქტორ ჯორბენაძე „ (2012). მის მთავარ ინტერესს წარმოადგენს არქიტექტურის და კულტურის სემიოტიკური შესწავლა; საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოს არქიტექტურა.


დავით მანჯავიძე სწავლობდა არქიტექტურას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (საქართველო) და ლინის UdK Berlin-ში (გერმანია). ბოლო წლების განმავლობაში ის მუშაობდა ბერლინის სხვადასხვა არქიტექტურულ ოფისში და მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ საბინაო ასოციაციის პროექტების რეალიზებაში.


თინათინ გურგენიძე თბილისის არქიტექტურის ბიენალეს თანადამაარსებელია. თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, თინათინმა სწავლა ურბანული დიზაინის განხრით ბარსელონაში განაგრძო. ამჟამად იგი ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს დისერტაციაზე, რომელშიც თბილისში პოსტ საბჭოთა ურბანულ და არქიტექტურულ ცვლილებებს განიხილავს.


თომას იბრაჰიმი ამერიკელი მკვლევარია, რომელიც იკვლევს ყოფილი საზოგადოებრივი ინსტიტუციონალური შენობების ევოლუციას პოსტსაბჭოთა რეალობაში. ის არის „inhabit-პოსტ-საბჭოთა თბილისი“-ის დირექტორი, ინიციატივის, რომელიც მიზნად ისახავს ხელახლა შემოწმდეს და გადაიხედოს ყოფილი საზოგადოებრივი შენობები, მათ შესაძლო, ხელახალი გამოყენებისთვის.


ლალი პერტენავა არის დამოუკიდებელი კურატორი და კრიტიკოსი; თანამშრომლობს თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუციებთან საქართველოში და საზღვარგარეთ. ის არის „ფესტინოვა 2018“ თანაკურატორი და თანამედროვე ხელოვნების სივრცის მთავარი კურატორის ასისტენტი. ძირითადი კურატორული ინტერესებია სათემო ხელოვნება, გარემოს დაცვა და პოსტ-კონფლიქტური საზოგადოება. არის თსუ-ს ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის დოქტორანტი.


მარიამ გეგიძე სწავლობდა არქიტექტურას თბილისში (საქართველო)და კულტუროლოგიას ბერლინში (გერმანია). მარიამი მუშაობდა რედაქტორის ასისტენტად არქიტექტურულ ჟურნალ ARCH+ -ში და არის ინიციატორი პროექტისა Post-Oil Cit – The History of the City’s Future. მარიამი არის პუბლიკაცია The Dialogic City – Berlin wird Berlin-ის თანარედაქტორი და ამჟამად მუშაობს გერმანულ არქიტექტურულ ონლაინ ჟურნალისთვის Baunetz.


ნიკოლ ოპელი სწავლობდა არქიტექტურას auhaus Universitat Weimar-სა (ვეიმარი, გერმანია) და ვენეციის IUAV- ში (იტალია). ნიკოლი მუშაობს, როგორც დამოუკიდებელი რედაქტორი და მკვლევარი სხვადასხვა პუბლიკაციებსა და საგამოფენო პროექტებზე, მათ შორის არის ჟურნალი ARCH+, Institut fur Auslandsbeziehungen, Taschen და ბოლო დროს auhaus Archiv/Museum fur Gestaltung (ბერლინი, გერმანია).


კლაუდიო ვექშტაინი საერთაშორისო საზოგადოებრივი არქიტექტურის (ორგანიზაციის) Estudio eCV-opera დამფუძნებელი და დირექტორი 1995 წლიდან. ამჟამად მოღვაწეობს ფოენიქსში, არიზონას შტატში და ამასთანავე არქიტექტურის პროფესორის სტატუსით, ასწავლის და მუშაობს კვლევებზე არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის დიზაინის სკოლაში (არიზონა ა.შ.შ). კლაუდიო ვექშტაინის შემოქმედება ფართოდ არის ცნობილი, გამოქვეყნებული და გამოფენილი. კლაუდიომ წარადგინა არგენტინა 2016 და 2018 წლის ვენეციის ბიენალეზე იტალიაში. ასევე არის სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი, მათ შორის Baukunst Architecture Award-ის, Stiftung Stadelschule fur Baukunst, Germany-ის ფარგლებში.


უკან დაბრუნება