დადა
დადა მანიფესტი - გრიგოლ ცეცხლაძე
პირველად მსოფლიო იყო მელოტი
შემდეგ მელოდია, მელოტი მრგვალია,
როგორც კვახი.
კვახი გადაგორდა და გასკდა. დაიბადა
დადა
დადა ყოველდღე იცქირება სარკეში, მაგრამ ჯერ
კიდევ არ იცის თავისი სახე, რადგან ვერ ახერხებს დაიჭიროს ბუნებრივი პოზა.
ყველაფრის გაზომვა შეიძლება, მაგრამ არ
შეიძლება გაიზომოს დადა.
დადა სუბიექტური ცხოველია, რომელიც
ვერ ეტევა ობიექტურ საზღვრებში.
დადა გაუსწორებელია, როგორც ძაღლის კუდი.
როცა სიმბოლისტების მთვარეს გაახალგაზრდავების
მიზნით უნდა გეას საშოში დაბრუნდეს
და ხანში შესულმა ფუტურიზმა გამელოტებული
თავი უკვე შეჰყო ქუდში.
დადა იძახის:
“გათავდა აგონია
მალე ყველას შეეძლება ლექსების გამოგონება!
დადა უფასოდ დაარიგებს ზეშთაგონებას…
მოაყენეთ ვაგონები!
დადა შეგნებულად იცინის და აფურთხებს
მიზანშეწონილად ზევიდან
ქვევით, პერპენდიკულარულად და სწორხაზოვნად.