EN KA

ბიანკა

ინტერვიუ ნიკ ო ნიკ თან

ე: ნიკა, თბილისში ქუიარ სცენას მხოლოდ შენ უკეთებ რეპრეზენტაციას ხე-ლოვნებაში. საინტერესოა, რამდენად გაცნობიერებულად მოხდა ეს. 

ნ: არ ვთვლი საკუთარ თავს რომელიმე სცენის წარმომადგენლად. გათვითც-ნობირებულად ვიცი რომ არ მომწონს ეს დამოკიდებულება წარმომადგენლო-ბის და მარკირების. ჩემთვის პირდაპირი მნიშვნელობით გაფუჭებაა და რაღაც ერთგვარ გაპრავებას გავს როცა მარკირებას გიკეთებენ რაც ყოველთვის თავ-დაცვითია. 

ე: იცნობ სხვა ხელოვანებს საქართველოდან ვისაც იგივე საკითხი აინტერ-ესებთ? 

ნ: მმ, არა, არ ვიცნობ. 

ე: შენი ვარსკვალავიანი ფიგურების სერიის შემდეგ, გეი პრონოგრაფიის სერია საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს და უფრო მრავალ შრეს მოიცავსს. შენ მუშაობ როგორც ნახატში, ისე სკულპტურასა და ვიდეოში. ასევე აკეთებ ტანსაცმლის დიზაინს, რომელიც ამ თემატიკას ატარებს. რითია განპირობებული შენი დაინ-ტერესება ამ საკითხის მიმართ? 

ნ: მე მომწონს რო ეს ერთგვარი თავგადასავალია ამ ძაან რეალურ ფანტა-ზიებში და რო ყოველი ახალი კვეთა რაღაც ახალს განაპირობებს. 

ძან საინტერესოა ამ გამოსახულებებით მუშაობა. შეიძლება ყველაფერი პორ-ნოგრაფია იყოს სხვადასხვა კუთხით. ახალი წყობა არის ის, რაც მე მაინტ-ერებს. 

ე: ხშირად იყენებ აკრძალულ სიმბოლიკას, მაგალითად სვასტიკას. რა მიზეზით იყენებ ამ სიმბოლოებს და როგორ ახსნიდი შენს დამოკიდებულებას ნაციზმი-სა და ნეონაციზმის მიმართ? 

ნ: ჩემი დამოკიდებულება ნაციზმთან და ნეო-ნაციზმთან, მხოლოდ გამოსახ-ულებების მიმართ ინტერესია. მე მომწონს თხოვების იდეა. მომწონს როცა ვმუშაობ ისეთ გამოსახულებასთან, რომელიც არ არის ჩემს მიერ გაკეთებული. როგორც პორნოგრაფიული, ასევე ნაცისტური გამოსაცულებით დავინტერესდი რადგან ორივეშია რაღაც ბრუტალური და რაღაც სექსუალური, ისევე როგორც მათი სიმბოლიკა. როგორც იცი ნაცები თავადვე თხოულობდნენ სიმბოლოებს და აქცედნენ თავითად. ასევე ქრისტიანებიც, მაგალითად ჯვარი იყო წამების იარაღი, სვასტიკა მზის სიმბოლოა. იმის გარდა რომ ეს ძლიერი სიმბოლოებია, ვთვლი, რომ არცერთი ამ სიმობოლოებიდან აღარ ატარებს იმავე დატვირთვას. მე ვერ ვხედავ ამ სიმბოლოებს ძალის იარაღებად. 

ე: როგორ ფიქრობ, რამდენად განსაზღვრა საქართველოში შენმა ცხოვრებამ ინტერესი შენი ასახვის საგნის მიმართ? 

ნ: არ მგონია რომ გეოგრაფიული ტერიტორია განსაზღვრავდეს შენს გავლენ-ებს, თუმცა შესაძლებელია. 

ე: დღეს საქართველოში, ისევე როგორც სხვა მრავალ პოსტ-საბჭოთა სივრცე-ში, ლგბტ პოლიტიკა დამახინჯებული და სახეცვლილია საბჭოთა კავშირის პირველი დანაპირებებისაგან განსხვავებით. როგორ ფიქრობ, რამდენად გეხება გატარებული პოლოტიკა შენ, როგორც მოქალაქეს და რამდენად აისახება ეს შენს ხელოვნებაში? 

ნ: არ დავინტერესბულვარ პოლიტიკით.საერთოდ არ ვთვლი, რომ რომელიმე ქვეყნის მოქალაქედ ყოფნა რამენაერად განაპირობებს რაიმეს შენთვის ბიურო-კრატული სისულელის გარდა. 

უკან დაბრუნება