მხოლოდ შენობები არ კმარა
საცხოვრებელი ქარხანა - თინათინ გურგენიძე
2013 წლიდან თინათინი იკვლევს გლდანის მიკრორაიონის ნაშენ და სოციალურ სივრცეებს. თინათინი არქიტექტექტურისა და ურბანული სივრცის კვლევაში სოციოლოგიური მიდგომისკნ იხრება. მის ნაშრომში, ავტორი ცდილობს გაერკვიოს თუ რა სახის ცვლილებები განხორცილდა გლდანის სამეზობლოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ე.წ. გარდამავალ ხანაში. კვლევის ფარგლებში თინათინმა რამდენიმე ბინა მოინახულა გლდანში, სადაც იგი ესაუბრა მაცხოვრებლებს. წინამორბედი ინტერვიუც – არქიტექტორ ლერი ცისკაძესთან, აღნიშნული კვლევის ნაწილია.
გლდანში, ლერის ბინის მონახულება იძლევა უნიკლაურ შესაძლებლობას სტანდარტული საბჭოთა ბინის ჭეშმარიტ საზრისს ჩავწვდეთ.
ზაფხულის კვირა დღის საღამოა; ლერის დედა სამზარეულოში საჭმელს ამზადებს; გაღებულ ფანჯრებში შიდა ეზოს ხმაური შემოდის. ბინაში სპეციფიური სუნი დგას, იმ ბინებს მახსენებს, რომლებიც გლდანში უკვე მოვინახულე. სასტუმრო ოთახში ვსხედვართ. კუთხეში პიანინო დგას, რომელზეც წიგნები აწყვია. ბინას მზის შუქი ანათებს, მიუხედვად ამისა ელექტრო ნათურები მაინც ჩართულია. ფანჯრიდან გლადნის კორპუსები, ჰორიზონტზე კი მთები მოსჩანს. სახლში ისეთი სიჩუმეა, თითქოს სახლში ყოველგვარი მოძრაობა შემწყადარაო.
სანამ აქ გადმოვიდოდით, გლადნის სხვა მიკრორაიონში ვცხოვრობდით. სხვა არჩევანი არ გვქონდა. რომ შემძლებოდა, სადმე ქალაქგარეთ, თბილისიდან ცოტა მოშორებით, გადავიდოდი საცხოვრებლად. ქალაქში, ჩემი საყვარელი ადგილები ზემო ვერა და სოლოლაკია, მაგრამ იქ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავიდოდი, საცხოვრებელი პირობები უკეთესი, რომ ყოფილიყო - აღარ მინდა ამ კორპუსისნაირ სახლში ცხოვრება. არც ისე კომუნიკაბეულური ადამიანი ვარ. ჩვენ უკვე მესამე თაობა ვართ, რომელიც ამ ბინაში ცხოვრობს – პირველი კუბიშევების ოჯახი იყო, რომელბმაც აშენებისთანავე, მიიღეს ეს ადგილი. ბატონი კუბიშევი მეტროს თანამშრომელი იყო და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთში გადავიდა სამუდამოდ საცხოვრებლად. აქ ჩემს დასთან და დედასთან ვცხოვრობ. როცა გადმოვედით, ოთხნი ვიყავით, მაგრამ რვა წლის რომ გავხდი, მამა გარდაიცვალა. ჩვენი ბინა საკმაოდ დიდი მგონია და ოთახებიც მაკმაყოფილებს, რადგან საკმაო სივრცეა. მახსოვს, აქ ცხოვრების პირველ წლებში, დენი არ გვქონდა და ეზოში ბევრს ვთამაშობდი. ცოტა მოგვიანებით, როცა უკვე გენერატორი შევიძინეთ, დენს როცა გამორთავდნენ, საღამოობით მეზობლები საპნის ოპერების საყურებლად გადმოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან. როცა პატარა ვიყავი მომწონდა ეს სივრცე, რადგან აქ საკუთარი ოთახი მქონდა. ახლა არც ჩემი ბინა მომწონს, არც ქალაქი და არც ქვეყანა; უკვე აღარაფერი მომწონს.
ბინა ცუდადაა დაგეგმარებული. თავიდან ბინის ცენტრში ერთი ოთახი იყო, რომლიდანაც სამ საძინელებელ ოთხაში გადიოდი, მაგრამ ადრინდელმა მფლობელებმა შეცვალეს. ჩემი საყვარელი ოთახი, აივნიანი ოთახია _ დედაჩემის საძინებელი _ შესასვლელი ცალკე აქვს. როცა სახლში ვარ, უმეტეს დროს სასტუმრო ოთახში ვატარებ. იმ დროიდან მოყოლებული, რაც აქ ვცხოვრობთ, ბინა შევცვალეთ, გავარემონტეთ და სამზარეულოს პატრა სივრცე მივამატეთ. ახლა მას 6 კვ. მეტრით მეტი სივრცე და პატრა აივანი აქვს. ლოჯში პატრა ფანჯრები ჩავსვით. ფანჯარას კედელი კი ჰქონდა, მაგრამ ვერ იყო კარგად იზოლირებული. ბინის სივრცის ცვილებები დღეს, რომ განმეხორციელებინა, სასტუმრო ოთახს და ლოჯს ერთ დიდ ოთახად ვაქცევდი, მიშენებას კი დავანგრევდი.
ჩემი ბინა, გარკვეულ შემთხვევბში, საკმაოდ მყუდროა, მგრამ დაგეგმარებას ვერ შეცვლი, თუმცა ზოგიერთმა მეზობელმა შეცვალა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მიზანშეწონილი. სახლში ბევრს ვმუშაობ და ოჯახის წევრებიც ხელს მიწყობენ; ხშირად ვიცვლი ადგილს და სხვადასხვა ოთახებში შევდივარ სამუშაოდ. იმით, რომ მთელ სივრცეს ვიკავებ, ბინაზე გარკვეულ გავლენას ვახდენ. მაგალითად ძველ თბილისში, რომ მეცხოვრა სხვა ადამიანი ვიქნებოდი. მეზობლებთან ძალიან ცოტას ვურთიერთობ, ხანდახან ლიფტში თუ შევხვდებით ხოლმე ერთმანეთს. არ ვგრძნობ, რომ მეზობლებთან დაკავშირებული ვარ, ოთხომოცდაათიან წლებს თუ შევადარებთ დღეს, ყველა საკუთარ ბინაში განმარტოებას ცდილობს. შენობის არქიტექტურა მკაცრი და უხეშია, ცოტა მოსაწყენიც... ცხოვრების რიტმიც მოსაწყენია. შენობის ხარისხი ძალიან დაბალია; სწრაფად კი აშენდა, მაგრამ სხვა კორპუსებს თუ შევადარებთ, ჩვენი ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაშია. ვფიქრობ, სივრცეები ამ ჩარჩოში უბრალოდ ვერ ფუნქციონირებენ, სამეზობლოთა შორის კავშირები მოუხერხებელია. არა მგონია, რომ თავის დროზე, სახელმწიფომ და არქიტექტორებმა, ამ კორპუსების დაგეგმარებისას, კარგად შეასრულეს თავიანთი სამუშაო. მათ მხოლოდ ადამიანის საბაზისო მოთხოვნილებები გაითვალისწინეს. მაგალითად, როგორიც საკუთარი ტუალეტის ქონაა. კორპუსებში ცხოვრება იმათთვის უფრო კომფორტული იყო, ვინც სოფლიდან ჩამოვიდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ისინი სოფლის მაცხოვრებლები იყვნენ და არ იცოდნენ ქალაქში როგორ ეცხოვრათ.
1989 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხალხს მიშენების უფლებას აძლევდა. ჩემი აზრით, ეს დიდი შეცდომა იყო, ზოგადად ქართველები არ იღებენ საჯარო სივრცეზე პასუხისმგებლობას, მათ ის უბრალოდ არ ენაღვლებათ. ისინი მხოლოდ პირად სივრცეზე ზრუნავენ. აქ შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ ცდილობს ხალხი სივრცე საკუთარ მოთხოვნილებებს მოარგოს, მაგრამ ისინი თავად ვერ ახერხებენ უკვე არსებულ სივრცესთან ადაპტირებას.
ამ საცხოვრებეულ კორპუსებს ქარხნებში აწარმოებდნენ. საბჭოთა კავშირის იდეოლოგები გარკვეული ტიპის პიროვნებებს ქმნიდნენ, მაგრამ მთლიანად სისტემა იმდენად ხელოვნური იყო, რომ სწორედ მისმა “არაადამიანურობამ” განაპირობა საბოლოოდ საბჭოთა კავშირის დაშლის სწრაფი ტემპი.
ლერი ცისკაძე, თბილისი, 2015 წ. თაკო რობაქიძის ფოტო
ორივე ტექსტი მომზადებულია 2015 წელს და თავდაპირველად გამოქვეყნდა პროექტ “ცვლილებების არქივ"- ის პუბლიკაციაში და ვებსიტზე: www.archiveoftransition.org