EN KA

მარიჯანი

შენ არ ყოფილხარ პირველი სატრფო

თუმც არ ყოფილხარ პირველი სატრფო,

არ წაგიღია პირველი კვნესა,

ახალი გრძნობა ძველ გრძნობებს ათბობს

და ჩემთან ერთად ანელებ მზესა.


სილაზე თითით ვწერთ ჩვენ სახელებს,

მკერდზე ნიჟარებს ვიწყობთ ღილებად,

და მზის სხივები რომ გაგვახელებს

ზღვაში შევცურავთ გასაგრილებლად.


ერთად ზღვის ტალღებს ჩავეხუტებით

შენ ჩემს შეხებას ზღვას ვეღარ უთმენ,

მისაყვედურებ და მებუტები,

რომ პირველობა შენ არ გაკუთვნე!


1926 ზღვიადა


იბეჭდება საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ნებართვით



                                                                                                                                              *ანა ჭილაძე,ფანქარი და აკვარელი ქაღალდზე, 29x42, 2021 

უკან დაბრუნება