მხოლოდ შენობები არ კმარა
სტანდარტიზებული ცხოვრება - თინათინ გურგენიძე
გლდანი ხშირად, ცალკე ქალაქად მოიხსენიება ხოლმე - მიკრო ქალაქი რომელიც თბილისის ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ეს მჭიდროდ დასახელებული ტერიტორია ორმოციოდე წლის წინ წარმოიშვა და იმ გენერალური გეგმის ნაწილი იყო, რომელიც საბჭოთა მთავრობამ თბილისისთვის 1970 – იან წლებში მოამზადა; თბილისის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ ქალაქში მის გარეუბნებში რამდენიმე დასახლება დაიგეგმა, მათ შორის იყო აგრეთვე თბილისის ჩრდილო/აღმოსავლეთით განლაგებული გლდანის მიკრორაიონი. გლდანის არქიტექტორის თანახმად, ეს ექსპერიმენტალური პროექტი იყო, რომელიც 8 მიკრორაიონს და პლიუს ა მიკრორაიონს მოიცავდა. მიკრორაიონებს ინფრასტრუქტურული ღერძი ყოფდა და მის მარჯვენა და მარცხენა მხარეს კენტად და ლუწად იყო მიკრორაიონები განლაგებული. გლდანი თავდაპირველად 147 000 მაცხოვრებელზე იყო გათვლილი, თუმცა მასში დღესდღეისობით გაცილებით მეტი ადამინი ცხოვრობს.
სხვა, გლდანის მსგავს, პერიფერიულ დასახლებებთან ერთად, ეს პროექტიც, საბჭოთა მთავრობის მხრიდან, საცხოვრისის ნაკლებობასთან ბრძოლის მცდელობა იყო. ამასთანავე მსგავსი დასახლებების მშენებლობა მიზნად ისახავდა დიდი ტერიტორიების ურბანიზებას და მილიონიანი ქალაქების შექმნას.
პერიოდი - რომელმაც ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, ამ ინდუსტრიული წესით წარმოებულ შენობებზე და უბნებზე - უმეტესწილად ნიკიტა ხრუშჩოვის ზეგავლენით იყო განპრიობებული. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის სათავეში ნიკიტა ხრუშჩოვის მოსვლისთანავე, საბჭოთა კავშირში ინდუსტრიულ მშენებლობას დაეთმო დიდი ყურადღება. ხრუშჩოვმა უარყო სტალინისტური არქიტექტურის იდეოლოგია და გზა მისცა მასობრივ ინდუსტრიულ მშენებლობას. სწორედ ამ პერიოდში მომრავლდნენ მიკრორაიონის სახის დასახლებები, რომლებიც ძირითადად გარეუბნებში ცარიელ ტერიტორიებზე იგეგმებოდა. ამ პროცესების მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი ოჯახი დაეკმაყოფილებინათ საცხოვრისით.
მიზნის მისაღწევად, საჭირო იყო პროქტირებისა და მშენებლობის მაქსიმალური რაციონალიზაცია. შემოღებულ იქნა იაფი და ეფექტური მშენებლობის მეთოდები, ამგვარად სახლები კი აღარ შენდებოდა, არამედ მათი მასობრივი წარმოება ხდებოდა.
გლდანს იმ სოფლის სახელი დაერქვა, რომლის საფუძველზეც აშენდა. მშენებლობა 1970-ან წლებში დაიწყო და დასრულებას დაახლოებით 20 წელი დასჭირდა. გლდანში პირველმა მაცხოვრებლებმა ბინები 1970-იან წლებში მიიღეს, უმეტესწილად ეს ის ადამიანები იყვნენ ვინც თბილისში სხვადასხვა რეგიონებიდან ქარხნებში სამუშაოდ გადმოვიდნენ. მოსახლეობის მცირე ნაწილი თბილისის ძველი უბნებიდანა გადმოვიდა გლდანში საცხოვრებლად. გლდანის მაცხოვრებლების ამჟამინდელი ზუსტი რაოდენობა უცნობია თუმცა 2014 წლის მუნიციპალური არჩევნების თანახმად გლდანში 132,358 ამომრჩეველი იყო. ზოგიერთი არაოფიფიციალური წყარო ამტკიცებს, რომ დღეს გლდანში დაახლოებით 170,000 ადამიანი ცხოვრობს. თუ ამ მონაცემს დავეყრდნობით, შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ რომ დღევანდელი გლდანის მოსახლეობის რაოდენობა გაცილებით აღემატება იმ რიცხვს 147 000 რამდენ მოსახლეზეც თავდაპირველად გათვლილი იყო ეს უბანი.
გლდანის გენერალური გეგმის ავტორი, არქიტექტორი თეიმურაზ ბოჭორიშვილი, ამბობს, რომ გლდანი ექსპერიმენტული პრეოქტი იყო, რომელიც "ЗНИИЭП"~ში (ექპერიმენტული გეგმარების ზონალური კვლევის ინსტიტუტი) 1960-ნი წლების გვიან პერიოდში შემოვიდა. ბოჭორიშვილს, როგორც იმ დროინდელ ახალგაზრდა არქიტექტორს, გლდანის გეგმის პროექტზე მუსაობის საშუალება მიეცა.
გლდანი ცხრა მიკრო-რაიონისგან შედგება, მიკრო უბანი "ა"~ს ჩათვლით. მიკრო-რაიონი ან მიკრო-უბანი, საბჭოთა დროის ურბანული დაგეგმარების უმთავრესი სტრუქტურული ელემენტი იყო, რომელიც 5000 დან 10000 მაცხოვრებელზე იყო გათვლილი და აგრეთვე მოიზარებდა ისეთი აუცილებელი ინფრასტრუქტურის არსებობას როგორიცაა საბავშვო ბაღები, სკოლები, ჯანდაცვა, სასურსათო მაღაზიები და სხვა საზოგადოებრივი გამოყენების ობიექტები, როგორიცაა კინოთეატრები, ბიბლიოთეკები და სხვა.
ბევრს სჯერა, სწორედ რომ, ფინანსების ნაკლებობის გამო ვერ განხორციელდა გლდანის პროექტი სრულყოფილად, და რომ ბევრი იდეა მხოლოდ ფურცელზე დარჩა. თუმცა თავად ბოჭორიშვილი უარყოფს ამ თეორიას, სიმართლეა, რომ ბევრი მიკრო-რაიონი საბაზისო ინფრასტრუქტურის გარეშე აშენდა და ხშირ შემთხვევაში, ისინი საძილე უბნებად გარდაიქმნებოდა.
ერთ დროს გლდანს საძილე უბნად მოიხსენიებდნენ, დღეს კი გლდანში ცხოვრება ჩქეფს და მასში დაახლოებით 170 000 ადამიანი ცხოვრობს.
სოციალისტური პერიოდის დასრულების შემდეგ, იმდროინდელი ნორმებისა და სტანდარტების გათვალისწინებით დაგეგმილი უბანი ახალ რეალობაში აღმოჩნდა. 90-იანი წლებიდან გლდანში დიდი არქიტექტურული და საზოგადოებრივი ცვლილებები მიმდინარეობს. დღევანდელ გლდანში უამრავ სოციალურ თუ ურბანულ ფენომენს ვაწყდებით, რაც სწორედ ზემოთ აღნიშნული ცვლილებების შედეგია.
ტრანსფორმაციის პროცესები ყველა ქვეყანაში განსხვავებულად მიმდინარეობს, მაგრამ გლდანის შემთხვევაში მისმა მაცხოვრებლებმა უბნიგეგმის და ჩანაფიქრის საკუთარი ცხოვრების წესთან.
საზოგადოება, რომელიც საბჭოთა დროს ჩამოყალიბდა, ახალ რეალობასა და ახალ სისტემაში აღმოჩნდა, თანაც ისე, რომ ახალი გამოწვევებისთვის უნდა გაერთმია თავი. ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები ტრანსფორმაციის პერიოდში მოხდა, როდესაც სახალმწიფოს მხრიდან კონტროლის ნაკლებობამ ლამის ანარქიული მდგომარეობა შექმნა. პოსტ-საბჭოთა საზოგადოება, რომელიც ჯერ კიდევ მუდმივ ცვალებადობაშია, საკუთარ თავს, საჯარო და პირადი სივრცის ფორმის ცვლილების საშუალებით აფუძნებს. ძველი, საბჭოთა კორპუსების და ბინების, ფასადებსა და შიდა ეზოებში ახალი, თვითნებურად აგებული შენობები გაჩნდა. 1989 წელს, საქართველოს სსრ-ს მთავრობამ, მრავალსართულიან შენობებზე, ვერტიკალური მიშენებების - რომლებსაც ზოგჯერ ვერტიკალურ ქოხმახებსაც უწოდებენ - აგების უფლება გასცა. რომელთა ნახვაც დღესაც თავისუფლად შეგიძლიათ გლდანის კორპუსებზე.
ზოგიერთი, გლდანს გეტოდ მოიხსენიებს, სხვები მას მისი მრავალფეროვნების გამო, “ბრონქსს“~ ადარებენ. აი რაც ნამდვილად მართალია ისაა, რომ გლდანი ახალი სახით აღმოცენდა – საძილე გარეუბანი, მრავალათასიან და მჭიდროდ დასახლებულ უბნად იქცა, რომელიც თავისი მოსახლეებისთვის თითქმის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. უბანი რომელიც საბჭოთა სტანდარტებით იყო დაგეგემილი და რომელიც საბჭოთა ეპოქაში წარმოიშვა, დამოუკიდებელ სახელმწიფოში, რადიკალურად განსხვავებულ კაპიტალისტურ სისტემად დაფუძნდა.
თანაც ამასობაში, გლდანში სიცოცხლე ჩქეფს. მხოლოდ მეტრო სადგურ “ახმეტელის” გარშემო ტერიტორია - ხშირად გლდანის ცენტრად მოხსენიებული - სავსეა ადგილობრივი ბიზნესით, როგორიცაა ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები, გარე მოვაჭრეები, კაზინოები და კაფეები, არც ცნობილი გლდანის შაურმაც აქვეა.
თითქმის აშკარაა, რომ გლდანში, უახლოეს მომავალში, ახალი განვითარება არ მოხდება, რადგან სახელმწიფოს და ინვეტსორების ყურადღების არეალში მოქცევას, ამგვარი დასახლებებისთვის, ალბათ ათწლეულები დასჭირდება.
გლდანის მიკრორაიონი, თბილისი, 2015 წ. თაკო რობაქიძის ფოტო