გაკეთებული სურათები
ბიოგრაფიული ცნობები
დავით კაკაბაძე (1889-1952), ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, უსათვალო სტერეო კინოს გამომგონებელი, ხელოვნების მკვლევარი დაიბადა 1889 წელს საქართველოში, სოფელ კუხში. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ფიზიკა-მათემატიკის განხრით. პარალელურად კაკაბაძე მუშაობდა მხატვარ ლ. დიმიტრიევ-კავკაზსკის სახელოსნოში. 1910 წლისთვის მუშაობას იწყებს ფოტოგრაფიაში. 1916 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კაკაბაძე ბრუნდება საქართველოში. თბილისში, სკოლაში ასწავლის ფიზიკას და მათემატიკას. 1919 წელს თავის ძმასთან, სარგის კაკაბაძესთან ერთად გამოსცემს არაპერიოდულ ინტერდისციპლინურ ჟურნალს “შვიდი მნათობი”. 1919 წელსვე დ. კაკაბაძე პარიზს მოემგზავრება. 1921 წლიდან 1927 წლის ჩათვლით მონაწილეობს პარიზში ‘დამოუკიდებელთა სალონის’ (Salon des indépendants) ყოველწლიურ გამოფენებში, აქვეყნებს წიგნებს. 1927 წელის კაკაბაძე საბჭოთა საქართველოში ბრუნდება. საქართველოში დაბრუნებისას, 1928 წელს სასტუმრო ‘ორიენტში’ მოწყობილი პერსონალური გამოფენიდან მიღებული გამოცდილების შემდეგ 1933 წლამდე არ ქმნის არც ერთ ნამუშევარს. ამ პერიოდში ის თბილისის სამხატვრო აკადემიაში და კ. მარჯანიშვილის თეატრში მუშაობს. ასევე იწყებს მუშაობას კინოს მხატვრობაში. 1929-1931 წლებში ის იწყებს ფილმის გადაღებას - ‘საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლები’, რომელიც დღემდე დაკარგულად ითვლება. 1940-იან წლებში ასრულებს ჯერ კიდევ პარიზში დაწყებულ ნაშრომს ქართული ორნამენტის შესახებ. 1943 წლიდან იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ხოლო 1933-1942 წლებში სამხატვრო აკადემიის სასწავლო ნაწილი.
ლევან ჭოღოშვილი (1953) ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარამადგენელი სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1990-იანი წლებიდან სხვადასხვა მედიებში მუშაობს, ხშირად არჩილ ჭოღოშვილთან ერთად. 2000 წელს დააფუძნა თანამედროვე ხელოვნების ფონდი საართველოში. არის გაზეთ „ილიაზდის“ თანადამფუძნებელი (2002); მხატვართა გაცვლითი პროგრამის ‘ბაზელი-თბილისი-ფრაიბურგის’ ორგანიზატორი (1998 – 2008); ICOM-ის და CIMAM-ის წევრი; კურატორის, დანიელ ბაუმანის საერთაშორისო პროექტის TBILISI 2 – TBILISI 16 თანაორგანიზატორი (2004-2017); გამოფენები: მონა ბისმარკის ფონდი, პარიზი (1990); Gallery L`orangerie, სენ პოლ დე ვანსში (1990); მოსკოვის მხატვრის სახლი, (1993); XS გალერეა, ბაზელი (1994); Gallery ZYW, ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალი (1996); ვენეციის 50-ე ბიენალე; Grand Opening at Video Art Centre, New York; ჟურნალ Spike-ის, ანცენგრუბერის ალტერნატიული ბიენალე, კაფე ანცენგრუბერი, ვენა, (2009); THE FANTASTIC TAVERN. THE TBILISI AVANTGARDE; Casey Kaplan Gallery, New York (2009); Gender Check, MUMOK, Vienna (2010); PANSLAVISMS, Laura Palmer Foundation, ვარშავა, (2013); Age of Euroremonts, Book about Georgian Pavilion on Venice 55th Biennial in Visual Art, 2013; My Statement, ARTFORUM International, March-April (2013); Cagnes-sur-Mer, ფესტივალი (1990) და ა.შ. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.
ანდრო სემეიკო (1975) ლონდონში მცხოვრები ქართველი ხელოვანია, რომელმაც განათლება Royal Academy of Arts და Goldsmiths College მიიღო. სემეიკო აგებს მრავალშრიან მხატვრულ კომპოზიციებს, რომლებიც ემყარება მის მხატვრულ პრაქტიკას, შერწყმულს ემპირიულ კვლევასთან ისტორიისა და ლიტერატურის სფეროში. მას უთანამშრომლია მწერლებთან, ისტორიკოსებთან, მეცნიერებთან, მსახიობებთან და მოცეკვავეებთან. სემეიკოს შემოქმედება ხშირად ემყარება სპეციფიკურ ადგილს და ხასიათდება მულტი-დისციპლინარულობით. ბოლოდროინდელ გამოფენებს შორისაა: „ვაჟა-ფშაველას გამომჟღავნება“ Asia House, London, UK (2019); ‘Polka Dots and Curls’ (პერსონალური გამოფენა), ნარატიული პროექტები, London, UK (2018-19); თბილისის მესამე ტრიენალე, თბილისი (2018); SAMUK-ის ბიენალე, Nojeonbong Art Park & Museum, სამხრეთ კორეა (2018); ‘ნატურ მორტი’, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ვროცლავა, პოლონეთი (2017); ‘მომავლის ნოსტალგია’, ტაიპეის ნატიფი ხელოვნების მუზეუმი, ტაივანი (2016); ‘ჰუაი სუს გასაგებად’ (პერსონალური გამოფენა), SCP, ტაინანი, ტაივანი (2015); ‘ხელოვანის სახელოსნი განცდების გამოსააშკარავებლად’ (პერსონალური გამოფენა), BALTIC 39, Newcastle upon Tyne, დიდი ბრიტანეთი (2013). სემეიკოს ჯილდოებს შორისაა Berwick Fellowship, დიდი ბრიტანეთი (2010) და Young Artist of the Year British Institution Award, Royal Academy of Arts, დიდი ბრიტანეთი (2004).