EN KA

დაიკარგა თორმეტი ქალი - კითხვარი

ბოლოთქმა

ქართული თანამედროვე ხელოვნების ისტორია, იმ სახით, რა სახითაც გვაქვს, ძალიან ღარიბია. მწირი ინფორმაცია გაგვაჩნია თანამედროვე არტისტებზე და ზოგადად, საქართველოში, თუ საქართველოს ფარგლებს მიღმა, ჩატარებული კვლევების არ-არსებობის გამო, სახელოვნებო სივრცეში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც ძალიან ცოტა რამ ვიცით.


ისტორიის შექმნის მომსწრენი ვხდებით. ის ინსტიტუციები, უპირველესყოვლისა, მივიწყებული სახელოვნებო პრაქტიკების გაჟღერებას რომ  უნდა ემსახურებოდეს, ძველი დიდების გახსენებით და სახალხოდ აღიარებული, უმეტესწილად მამრობითი სქესის წარმომადგენელი, არტისტებისთვის ხოტბის შესხმით არიან დაკავებულები. მოდერნისტი, ფორმალისტი და სიმბოლისტი ხელოვანები, ხშირად ექცევიან ყურადღების არეალში, ფემინისტი ხელოვანები კი, არასდროს. ამ კუთხით აქტიური ინსტიტუციების არარსებობის პირობებში, ის პლატფორმები, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სტატუს-კვოს ქმნიან, განსაზღვრავენ და აკრიტიკებენ მას, არტისტების მიერ დამოუკიდებლად წამოწყებულ ინიციატივებს წარმოადგენენ. ისეთმა დაწესებულებებმა, როგორებიცაა თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (CCA) – თბილისი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (CCA) – ბათუმი, გალერეა ნექტარი, გალერეა არტარეა, არტ-ვილა გარიყულა და სხვებმა, წარუშლელი კვალიდატოვეს ადგილობრივი სივრცის განვითარებაზე, ხშირად არა-ადეკვატური ანაზღაურებებით, ან სულაც ენთუზიაზმის ხარჯზე. რადიო თავისუფლება და ჟურნალები: ინდიგო, შოკოლადი და ანაბეჭდი, ხშირად წარმოადგენდნენ ხელოვნების კრიტიკისათვის აუცილებელ პლატფორმას. თუმცა,ყველა ეს ინიციატივა ფრაგმენტული ხასიათის მქონე მცდელობად დარჩა. ამ და სხვა სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიზეზთა გამო, დღეს არ არსებობს ქართული თანამედროვე ხელოვნების ანთოლოგია.


რას წარმოადგენს ანთოლოგია? ანთოლოგია არის ის რასაც უნივერსიტეტში ვსწავლობთ , ის რაც მუდმივად გამოფენილია მუზეუმებში და რასაც ინსტიტუციები ბეჭდავენ. საბოლოოდ, სწორედ ეს ანთოლოგია იქცევა კონკრეტული ადგილის კულტურულ ბრენდინგად, რომელიც სურათების სახით ჩნდება ეროვნულ ვალუტაზე, საფოსტო მარკებსა თუ აეროპორტში არსებულ საფოსტო ბარეთებზე. სწორედ ამ მასალას გვაძლევს გუგლის საძიებო სისტემაში კონკრეტული ადგილის სახელწოდების შეყვანა. ის თუ რა მოხვდება, ან არ მოხვდება, ანთოლოგიაში, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.


როგორც გრიზელდა პოლაკი ამტკიცებს, ფემინისტური დამოკიდებულება ანთოლოგიისადმი სამიპოზიციითშეიძლებააღიწეროს: 1. ფემინიზმი უპირისპირდება ანთოლოგიას, როგორც გამრიყველ სტრუქტურას; 2. ფემინიზმი უპირისპირდება ანთოლოგიას,როგორც სუბორდინაციისა და დომინაციის სტრუქტურას, რომელიც თითოეული ქალის მარგინალიზაციასა და რელატივიზაციას ახდენს. პროცესების სიმძაფრე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ადგილი უკავიათ ამ ქალებს ძალაუფლების წინააღმდეგობრივ სტრუქტურაციებში – იქნება ეს რასა, გენდერი, კლასი თუ სექსუალობა; 3. ფემინიზმი უპირისპირდება ანთოლოგიას, როგორც დისკურსულ სტრატეგიას, რომელიც სექსუალობის კატეგორიების შექმნასა და რეპროდუქციას ისახავს მიზნად.


დანართი გვიჩვენებს, რომ ქართულ თანამედროვე ხელოვნებას არ აქვს გეოპოლიტიკური საზღვრები და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება. შეუძლებელია კულტურის გეოპოლიტიკური საზღვრებით შემოფარგვლა, რადგან ის ინდივიდის განუყრელი თანამგზავრია. სწორედ ემიგრირებული ქართველი არტისტების საზღვარგარეთ მოღვაწეობის კვალდაკვალ შემოიარათანამედროვე ქართულმა ხელოვნებამ მსოფლიო. ახალ კულტურებთან ადაპტაციით და ამ კულტურებისათვის დამახასიათებელი ტრადიციების საკუთართან შერწყმით, მათ განავითარეს თავიანთი სახელოვნებო პრაქტიკები და ახალი იდენტობა ჩამოიყალიბეს.


ეს გამოცემა მიგვითითებს, რომ ქართული თანამედროვე ხელოვნების იდენტობის კვლევისას, არა მხოლოდ გეოპოლიტიკური საზღვრების შიგნით არსებული ძვრებით უნდა ვიყოთ დაინტერესებულნი, არამედ მის მიღმა მიმდინარე პროცესებსაც აქტიურად უნდა ვადევნოთ თვალი. ზემოხსენებული პოლიტიკური მიზეზების გამო, ჯერაც ვერ მოხერხდა ამ ორი განცალკევებული პროცესის დიალოგში მოყვანა. ასეთ პირობებში, მათი კომუნიკაცია ყოველთვის ლოკალური მეინსტრიმ კულტურის წყალქვეშა დინებად დარჩება, მუდამ საიდუმლოებით მოცული და საბჭოთა კავშირში არსებული დამოუკიდებელი პრაქტიკების დაუწერელ კანონებთან შესაბამისობაში მყოფი. შეგვიძლია მათ პარტიზანებიც ვუწოდოთ, მეომრები უნიფორმების გარეშე, რომლებიც არ განეკუთვნებიან არც ერთ ჯგუფს, საკუთარის გარდა; რომელთა მოღვაწეობაც ინდივიდუალურია, არათუ არსებული ინსტიტუციების მხარდაჭერით, არამედ დამოუკიდებლად შექმნილი, საკუთარი ინსტიტუციების მეშვეობით.


შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის არარსებობა, ინერტული ინსტიტუციები და სტანდარტების არქონა კულტურის ნეგატიურ ასპექტს წარმოადგენს. ასევე შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი სტრუქტურები საჭიროა განვითარებისთვის, რათა არსებობდეს წერტილი, რომელსაც ავიღებთ როგორც საწყისს და გავცდებით მას – საკუთარი ისტორიის აღქმაში არსებული ხარვეზები, საკუთარი თავის ისტორიულ ფიგურად აღქმის ნაკლოვანებებში აისახება ხოლმე. ეს ყველაფერი სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოს დღეს გააჩნია უნიკალური პრივილეგია თავიდან აიცილოს დასავლური ინსტიტუციების წარსული შეცდომები და შექმნას ყოვლისმომცველი ისტორია, რომელიც აბსოლუტურად ღია იქნება ნებისმიერი გენდერის წამომადგენლისთვის. განურჩევლად მიიღებს, როგორც ემიგრანტს, ასევეი მიგრანტს და იმ ხალხსაც, დღესდღეობით საკუთარი შემოქმედებით თანამედროვე ქართული იდენტობის ბირთვს რომ ქმნიან.


ჩემი შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს, რატომ არ წარმოადგენენ ზემოხსენებული ხელოვანები, რომელთა შემოქმედებაშიც ხშირად ვაწყდებით ფემინიზმთან დაკავშირებულ ნარატივებს, ქართულ სახელოვნებო სივრცეში არსებული პლატფორმების ინტერესის საგანს?რატომ რჩება არსებული ინიციატივები, დღემდე, მამაკაცთა დომინირების სფეროდ? რატომ არის მუდამ ლოკალურად ორიენტირებული, მხოლოდ ქართული გვარებით დაკომპლექტებული და “უცხოთათვის” მნიშვნელოვანწილად ჩაკეტილი?ქართულ საზოგადოებას თვითცენზურის ხანგძლივი ტრადიცია აქვს, რომლის საწყისები საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელ ცენზურასა და გამოხატვის თავისუფლების კონტროლს უკავშირდება. დღესაც იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ? თუკი, არსებული პრობლემის ერთ-ერთ ასპექტს კომუნიკაციისა და ცოდნის ნაკლებობა წარმოადგენს, გთავაზობთ დანართს, როგორც მორიგ მცდელობას, გავაცოცხლოთ წარსულში ვერ-შემდგარი დიალოგი და გადავდგათ ნაბიჯები უფრო სიღრმისეული კვლევისკენ, რაც საშუალებას მოგვცემს გადავიაზროთ და უკეთესად წარმოვიდგინოთ ქართული თანამედროვე ხელოვნების დღევანდელი მდგომარეობა.

უკან დაბრუნება