EN KA

დადა

დადა მანიფესტი - ტიციან ტაბიძე

ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია

სპარსული რომ ჩამოაქვს ენზელიდან

შიგ ეტევა მთელი აზიის სისულელე

და ხარკს არ გადაიხდის საკავშირო რესპუბლიკისთვის.

რა შეედრება, როცა ყრუსომეხი მუცელს იცლის

ექსპრესის მოლოდინში ვოკზალის გადაღმა

თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედამოვტყან!!!...

ჩემს იქით პარიზია…

ელისეის მინდვრები…

ჩასუქებული ჟოფრი მოუტაციათ წმინდა ილიას ცხენებს

პოლკლოდელი კოცნის ჩინელი ქალის ბალღამიან ფეხს

და ტრისტან ტცარა ათამაშებს”დადას” კუკლას.

ვზივარ მოედანში... შეღებილი ინით თათარი

აგორებს კამათლებს (ესეც კოსმეტიკაა და თავის გასართობი)

(ამბობენ არაბები ვარსკვლავთმრიცხველობენ).

უნდა იყო იდიოტი, რომ ძველებურად სწერო ლექსები

როცა სატურიის სანაობზე გლეხებს უხსნიან ელექტროფიკაციას

როცა პრეზიდენტი მიხა ცხაკაიაა.

მთაწმინდის შემოღამებას მარტო ბოზები ელიან

ერთი დარჩა ქუჩა გაუწითლებელი

ვის უნდა შენი ნაზი ლექსები

ორსული ქალიშვილები სიცილით იხოცებიან

თუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს.

 

22 ოქტომბერი, 1923 წელი

უკან დაბრუნება