საქართველო 1990-იანები: რჩევები გადარჩენისთვის
ინტერვიუ ლევან ჭოღოშვილთან - ირუ ჯორჯაძე
ირუ: ლევან, როგორ გადარჩი 90-იან წლებში?
ლევან: 90 წლები როგორც კი დაიწყო, ფიზიკურად ძალიან ბევრი მხატვარი დაიღუპა. ჩემთან პირადად კი ასეთი რამ მოხდა: ბავშვობაში, მე ჩამაგონეს, რომ მხატვარი უნდა ვყოფილიყავი. ბიძები მყავდა მხატვრები, ასე თქვათ არაკონფორმისტი მხატვარები. ერთი იყო შალვა მაყაშვილი, მარო მაყაშვილის* ძმა, რომელიც იყო გიგო გაბაშვილის მოწაფე, ტრადიციული ფერწერის წარმომადგენელი. მეორე იყო ბიძაჩემი, ოთარ ანდრონიკაშვილი, დავით კაკბაძის* მოწაფე, ის კი საერთოდ დისიდენტი იყო, იმდენად, რომ აღარც ხატავდა და ბოლოს მულიპლიკატორად მუშაობდა. მესამე იყო ბიცოლაჩემი კლარა კვესი*, რომელიც ასაკითაც მოდერნიზმის წარმოდგენილი იყო. მათ ბავშვობაში ჩამაგონეს, რომ მხატვარი უნდა გამოვსულიყავი. მამაჩემი კი მეუბნებოდა, რომ შიმშილით მოვკვდებოდი და პროფესია არ მექნებოდა. მე მეცნიერების ოჯახიდან ვიყავი. საბჭოთა კავშირში ითვლებოდა, რომ ფიზიკოსი უნდა გამხრადიყავი. ვისაც რაღაც ნიჭი ან პრეტენზია ჰქონდა, ყველა ფიზიკაზე აბარებდა. მამაჩემი და ჩემი ძმა მეცნიერები იყვნენ და მე მათ ხარჯზე ვცხოვრობდი. საბჭოთ კავშირის დროს, როგორც მხატვარს, არცერთი კაპიკი არ მიშოვნია, მაშინ მხატვრობით რომ ფული გეშოვნა კომპრომისზე უნდა წასულიყავი. თუმცა 90-იანი წლებში მე, როგორც მხატვრი, აღმოვჩნდი ერთადერთი კაცი ოჯახში, ვისაც შეეძლო თავი და ოჯახი გადაერჩინა. მაგალითად, ჩვენი ახლობლები რომ ავიღოთ, 90-იან წლებში ისეთი ხალხი, ვინც ომი გამოიარა, ფაქტობრივად პურის რიგში დაიღუპა. მამაჩემი და დედაჩემი შიმშილით დაიხოცნენ, პირდაპირი მნიშვნელობით არა, მაგრამ 90-იან წლებში მამაჩემი ისე გახდა, რომ თბილსში ჩამოსული შვეიცარიელი ფოტოგრაფი, ფოტოებს უღებდა, როგორც საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლს. 90-იანმა წლებმა ავადმყოფობები გამოიწვია მოხუც ხალხში. მახსოვს როგორ გამოვიდა მხატვართა კავშირის თავჯდომარე ლეჟავა და წაიკითხა ამ პერიოდის პირველ წლებში დაღუპული მხატვრების სია და ეს სია აღარ გათავდა. 1- 2 წელიწადზეა ლაპარაკი. ასეთი იყო პირველი წლები და მე, ამ რთულ წლებში, შემეძლო გადარჩენა. მე ვიყავი ერთადერთი ოჯახში ვისაც შეეძლო რაღაცის ხელით გაკეთება და ამის შემდეგ გაყიდვა. ანუ სურათის გაყიდვა, და საჭმლის ყიდვა.
ამ დროს საქართველოში ტანკები დადიოდა ქუჩაში, სულ სროლა იყო. ცხადია, არავის არ უნდოდა სურათის ყიდვა. ხალხის ნაწილს რაღაცის იმედი ჰქონდა, განსაკუთრებით პირველ წლებში. ნაწილი დადიოდა მიტინგებზე, ნაწილი უპირისპირდებოდა შეირაღებულ ხალხს და იყო ხოცვა- ჟლეტა, ნაწილი ახალგაზრდებისა ერთიანდებოდა რაღაც დაჯგუფებებში, რომლებიც იბრძოდნენ ცხელ წერტილებში, ნაწილი პირიქით, ამათ უპირისპირდებოდა. ამიტომ ასეთ სიტუაციაში აქ ვერაფერს ვერ გაყიდდი, მაგრამ ამ ჩაბნელებულ და არეულ ქალაქში ჩამოდიოდნენ ტურისტები შვეიცარიიდან, რომლებიც მაშინდელი “იკარუსუს” ავტობუსით შეიძლება თუშეთის სანახავად წასულიყვნენ. მე მაშინ ეს ძალიან მიკვირდა, რატომ შეიძლება ადამიანი ტურისტად ჩამოვიდეს ომში? ახლა მეცინება და ვხვდები, რომ შვეიცარიიდან და ევროპიდან მდიდარი ხალხი სწორედ აქ ჩამოდის. მეუბნებოდნენ -"როგორ არა იუგოსლავიაშიც დადიან და ეს მოსწონთო". ომის პროცესში ტურიზმი, ეგზოტიკაა. ის ტურისტი დაცული იყო ამ დროს, მე კიდე მეჩვენებოდა, რომ ეს ამორალური იყო -ომში რომ ჩამოდის გასართობად მდიდარი ადამიანი. მეორე მხრივ, მათთვის სურათების მიყიდვა შემეძლო. მაგრამ თან, სულ სხვადასხვა ხალხი ჩამოდიოდა, სხვადასხვა რაღაცეები მოსწონდათ. ასეთი ადამიანები ყიდულბოდნენ ძირითადად. რა თქმა უნდა, ეს გაყიდვა ვერ მოხერხედბოდა, საქართველოში განსაკუთრებული მეგობრობის წესი რომ არ იყოს. მეგობრები ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ჩემი პირველი გადარჩენის საშუალება იქნეობდა ის, რომ საქართველოს გავცლოდი და გამომეგზავნა ფული ოჯახისთვის. ეს არ მოხდებოდა მეგობრობის გარეშე. საზღვარგარეთ მხოლოდ მოსკოვიდან შეიძლებოდა გასვლა, ვიზა მოსკოვში უნდა გაგეკეთებინა, ამიტომ ხალხი გაქცევის მიზნით მოსკოში მიდიოდა. ასე მოვხვდი მოსკოვში, 90-იანების დასაწყისში. ერთმა რუსმა ჟურნალისტმა ნახა, რომ ჩემი სურათები გაიყიდა ესპანეთში და დაინტერესდა ჩემით, შეიძლება კონტორილის მომენტიც იყო და გამოფენის მოსაწყობად დამპატიჟა. მე იქაც ისე მოვიქეცი, როგორც ვიქცეოდი საჭოთა კავშირში, როგორც კაცი, რომელიც არ ემსახურება საბჭოთა კავშირის და ტერორის წესებს. მოკლედ, არ ვიქცეოდი დიპლომატიურად, ისინი გავაბრაზე და იმის მაგივრად, რომ ფული გამკეთებინა ყველა ჩემი სურათი მიითვისეს, მოიპარეს და ისე გამომიშვეს. მაგრამ გავიგე, რომ შემთხვევით ზურაბ ნიჟარაძის* ქართველი მხატვრის გამოფენა იყო. ზურა ჩემი ნათესავია. მას და იქ მყოფ მოქანდაკეს, გია ჯაფარიძეს გაუხარდათ ჩემი დანახვა. მათ მითხრეს, რომ ჩემთან მოიყვანდნენ ერთ შვეიცარიელ სტუმარს და მართლაც, თბილისში რომ დავბრუნდი, სრულიად ბნელ ქალაქში, მოიყვანეს ერთი ქალი, რომელსაც ჩემი ნამუშევრები მოეწონა. გარდა იმისა, რომ ჩემი სურათი შეიძინა, რითიც საჭმლის ყიდვა შემეძლო, ცოტა ხნის მერე მან შვეიცარიაში მიმიწვია. ამ დროს, თბილისში ჩამოვიდა ცნობილი არტისტი დანიელ შპერი*, რომელიც ნახევარი წლით უნდა დარჩენილიყო აქ. მე მას სხვაგან ვერ დავასახლებდი, იმიტომ რომ უბრალოდ მოკლავდნენ და ამიტომ, 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდა ჩემთან, ჩემს ოჯახთან ერთად. სულ დავყვებოდი, როგორც დაცვა, როდესაც ვინმე თავს დაგვესხმებოდა მე უნდა დამერწმუნებინა, რომ ჩვენ არაფერი გასაძარცვი არ გვქონდა. რადგან მე არ ვთამაშობდი როლს, რომ ვიყავი მთავრობის მომხრე, ეს ყველაფერი ხიფათთან იყო დაკავშირებული. რამდენჯერმე მომიწია ამ კაცის გადარჩენა. მას თან ძვირფასი აპარატი ჰქონდა, იღებდა პურის რიგებს, სროლას, მიტინგს, კიდევ სასაფლაოებს. ეს კი ადვილი იყო, ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო მაშინ საქართველოში.
ამ დროს უკვე ნიშნისმოგებით ვეუბნებოდა ჩემს ძმას და მამაჩემს, რომ მე მქონდა პროფესია, რომლითაც ფულის შოვნა შემეძლო. რაღაც ნამუშევრებს ვიმეორებდი კიდეც, რაც ვიცოდი, რომ გაიყიდებოდა. ხუმროდნენ, რომ შეიძლება ნამუშევრები ასე ფულივით ბეჭდო, მაშინ ხომ წარმოუდგენელი იყო ფულის შოვნა, თუ ყაჩღი არ იყავი. გადარჩენის საშუალება პირველ წლებში მხოლოდ უცხოეთთან კავშირის დამყარება იყო. შემთხვევითი ყოფითი კავშირები, იყო უცხოელებთანაც. 90-იანების მეორე ნახევარში პილიციის მსხვერპლი ვიყავი ხოლმე. ერთხელ დამიჭირეს, ჩეჩენი ტერორისტი ხარო, წვერის გამო. შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს იმიტომ, რომ გაიგეს რომ მხატვარი ვიყავი, რატომღაც არ მკლავდნენ, ამას რომ იგებდნენ.
ანუ იმიტომ გადარჩი,რომ მხატვარი ხარ. მაგრამ ასევე ამბობ რომ ბევრი მხატვარი დაიღუპა და ზოგჯერ ეს ხდებოდა მათი დამოკიდებულების, ცრუ იმედების გამო. შენი დამოკიდებულება, როგორც ამბობ, განსხვავებული იყო, რაც იმ პერიოდის ნამუშევრებშიც ჩანს, ბევრი დოკუმეტაცია და იმ პერიოდის რეფლექსიაა
მე ჩემს იდეებს სულ ვწერდი, მითუმეტეს თუ რამის გაკეთება არ შემეძლო. კამერა, რომ ვიშოვე ვიღებდი, ვიდეოს ვწერდი. ვწერდი სცენარებს, მაგრამ მერე არ ვიღებდი. ტექნიკური საშულება არ მქონდა. რაღაც სცენარზე მეჩხუბა ჩემი ძმა, რომელიც ბოლოს ისე, როგორც იქ მქონდა, ალმადოვარმა გადაიღო.
რა პრაქტიკული რჩევა შეგიძლია მისცე მხატვრებს ამ გამოცდილებიდან გამოდინარე?
როდესაც ასეთი კრიზისის დროს მოგივა იდეა, და შეგეხება ტკივილი გნახორციელე აუცილებლად. იმ დროს უნდა გააკეთო, ზუსტად მაშინ არის მნიშნველოვანი. მოცილდი ცხელ წერტილს, სადაც აზრი არ აქვს ყოფნას, წადი ისეთ ადგილას, სადაც შეძლებ თავის გადარჩენას და გამოვლენას. მაგალითად, კარლო კაჭარავა*, რომელიც ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო, თან უმცროსი, იმიტომ დაიღუპა, რომ იმედი ჰონდა - ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. მე კიდევ პოლიტიკური სიტუაციიდან გამოდინარე ვიცოდი, რაც ხდებოდა. აქ არავინ წყვეტდა ამბებს, გარედან რუსეთი ანადგურებდა აქაურობას, დასავლეთი კი არ გვეხმარებოდა. ამიტომ მე ნეგატიურად ვიყავი განწყობილი და ბევრ მეგობრებთან დაპირისპირება მომდიოდა, ასე მომივიდა კარლოსთანაც. ამ დროს ბევრი დაიღუპა, ისე, რომ შეიძლება არც დავხმარებოდით ერთმანეთს. შვეიცარიიდან რომ დავბრუნდი, მაგ დღეებში გარდაიცვალა. სწორედ იმიტომ, რომ მდგომარეობის გამოსწორების სჯეროდა, რაღაც გაუგებრობაში გაეხვა და ამიტომ დაიღუპა. სიკვდილის წინ, მისი მეგობარი და მეათე სართულის*წევრი, ნიკო ლომაშვილი მეუბნებოდა, რომ კარლო შენზე ამბობს - ეგ ყველაზე ჭკვიანი კაცი არისო. მე მეცინებოდა, ერთი მხრივ, გამართლდა ჩემი სიტყვები, რომ ყველაფერი უარესად იქნებოდა, და მეორე მხრივ, ის იყო, რომ ალბათ კარლო ფიქრობდა, რომ როგორც ჭკვიანმა კაცმა, თავი გადავირჩინე და შვეიცარიაში წავედი. თუმცა ეს არ იყო მართალი. მე მალე დავბრუნდი, ოჯახი აქ მყავდა და ექვს თვეში ჩამოვედი. იქ რომ ვიყავი ომის და უბედურების წლებში აღვადგინე გაცვლითი პროგრამა, რომელმაც 15 წელი იმუშავა. ეს ძალიან რთული იყო. ჩვენი ხელისუფლება ამაში არ იღებდა მონაწილეობას და ყველაფერს ბაზელის ფონდი აფინანსებდა. ჩამოვიყვანე საბჭოს თავჯდომერე, თუმცა აქაურმა მხარემ უარი უთხრა თანამშრომლობაზე, ჩვენ თანედროვე ხელოვნება არ გვაინტერესებსო და ესეც ჩაშალეს. როგორც უკვე ვთქვი, კარლო ამ დროს დაიღუპა. მე ძალიან პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, მივხვდი, რომ სულ უარესი და უარესი იქნებოდა. ამანაც გადამარჩინა, არ უნდა იყო ოპტიმისტი, არ უნდა დაიჯერო, რომ ომს მოიგებ. არ შეიძლება ბედს მიენდო და იყო ოპტიმისტი. სხვებს ვურჩევ, რომ გააკეთონ ის, რაც ჩემზე იფიქრა კარლომ.
როგორც თქვი, მეგობრობამ გადაარჩინა ბევრი. მე მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ ბევრი რამ მახსოვს. ყოველთვის მიკვირს, როგორ ახერხებდით შეხვედრებს. მახსოვს ამ შეხვედრებზე ბავშვებთან ერთად მიდიოდით ჩაბნელებულ ქალაქში. ჩემთვის ეს ზღაპრული დღეები იყო იმიტომ, რომ ყველა ერთად მივდიოდით სტუმრად, ყველა ერთად ვიყავით სანთლებით განათებულ ოთახებში, დილის 3- 4 სათამდე ვერთობიდით ხოლმე, ეს მაშინ, როცა მე 9- 10 წლის ვიყავი და ეს გვიანობამდე ყოფნა ძალიან მომწონდა. უიმედობა საერთოდ არ მახსოვს, პირიქით, ჩემთვის ყველაზე იმედიანი და ერთიანი იყო ყველაფერი. როგორ ახერხებდით, რომ ბავშვებისთვის ეს გარემო შეგექმნათ?
ძალიან არეული სიტუაცია იყო, აბსურდულიც. მაგრამ მაინც იყო კოლექტიური. ამ დროს მაინც იყო გამოფენები, საცეკვაო დარბაზი იყო და ღამის ბარი ყაზბეგი. თან ცეკვავდნენ, თან სროლა იყო და ჩხუბი. რაღაც მცდელობებიც იყო, რომ თანამედორვე ხელოვნება ყოფილიყო. ჯამში ცხოვრება არ გაჩერებულა. ყველა სტუმრად დადიოდა. მდიდრებიც კი ეხმარებოდნენ იდეოლიგურ მტრებს. ეს ურთიერთდახამრება იყო. ეს არის ის, რამაც გადაარჩინა ვიღაცეები. მახსოვს, რამდენიმე აკორდი ვისწავლე გიტარაზე და ბავშვებს ვუმღეროდით პოლიკიტურ სახუმარო სიმღერებს.
ამ გართობის დროს დაპირისპირებაც იყო. სულ მახსოვს გვერით ოთახიდან კამათის, ზოგჯერ ყვირილს და ჩხუბის ხმაც. როგორი იყო ეს დაპირისპირებები?
დაპირისპირება დიდი იყო. ბანაკებად ვიყავით დაყოფილი. არა უფრო პოლიტკურ ბანაკებად, არამედ რაღაც მორალის მიხედვით, ეს დაპირისპირება იყო ოჯახებში და მეგობრებში. ძალიან დიდი კრიზისი იყო. მე ვმეგობრობდი ფიზიკოსობთან, ეს იყო წრე, რომლესაც ანალიზი შეეძლო. შენ რასაც ამბობ, ეგ ცხარე კამათი იყო, სერიოზული დაპირისპრიების სახეს ეგ შეხვედრები არ იღებდა. აკადემიაში სხვა სიტუაცია იყო, აქ უფრო მძიმე ხასიათი ჰქონდა ყველაფერს. მაგრამ მიუხედავად მძაფრი დაპირისპირებისა, ნაჩხუბარ მეგობრებთან ერთად გადავწვიტეთ, გაგვეხსნა თონე ან მაღაზია. ვიღაცამ რაღაც ადგილი შემოგვთავზა, თუმცა ვიცოდი, რომ მთავრობის გარეშე ეს ამბავი არ მოგვარდებოდა და ნაჩხუბარ მეგობრებს შევთავაზე, ამ ადგილას რამე გაეკეთებინათ. ისინი მთავრობის მომხრეები იყვნენ და დაპირისპირებაც ამაზე მოგვივიდა. სინამდვილეში ყველა წესიერი ადამიანი იყო, მთავრობამ პირველივე მისვლაზე ქრთამი თხოვა. ამიტომ ისე გამოვიდა, რომ მხატვრებმა ვიღაც ცემეს მთავრობაში და მაღაზიის თუ თონეს ამბავიც ჩაიშალა. მაგრამ მერე მაინც სხვანაირად გავხსენით.
ამბობ რომ პესიმისტურმა განწყობამ გადაგარჩინა, თავდაცვის მდგომარეობაა როცა გჯერა რომ უკეთესი არ მოხდება? ამ დროს როგორ მოქმედებ?
საფრთხე უნდა შეაფასო და ცვლილებას არ უნდა ელოდო. მეორე მხრივ, მეტის გაკეთება შეიძლებოდა მოლოდინის და ცვლილების იმედის გარეშე. კონკრეტული რაღაცეების გაკეთება. მაგალითად, გყავს ოჯახში მსოფლიო დონის მეცნიერი, მამაჩემი*, რამე რომ მომეხრხებინა, ვინმესთვის მიმემართა, რამე პროექტი ან დაფინანსება მეშოვა. ეს თავში აზრად არ მოგვდიოდა, განხორციელება წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. ნაბიჯებს ვერ ვდგამდით. ასეთი კრიზისი დროს კი პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგა. არა, მეც ვიყავი ასე იმედიანი და ოპტიმისტი. ეს იმ დროს გარდაუვალი იყო. ამ დრო გადარჩენის საშუალებაა რომ თავი დაიცვა. ობიექტური ანალიზია საჭირო და თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნა. მაშინ კიდევ დავწერე 10 მცნება - რაც არ უნდა დაიჯერო. ამ დროს შემომთავაზეს, რომ ნამუშევარი ბანგლადეშის ბიენალეზე გამეგზავნა. ჩემი 10 მცნება კოლონიალიზმს ეხებოდა. ეს ყველაფერი დაიკარგა. შეიძლება არც გააგზავნეს.