მიკრორაიონი
მიკრორაიონი, ადგილი სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს
თინათინ გურგენიძე, ალექსანდერ ფორმოზოვი
დღეს, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ურბანულ მაცხოვრებელთა 50% იმ დიდ საცხოვრებელ ბლოკებსა და მიკრორაიონებში ცხოვრობს, რომლებიც საბჭოთა ქალაქების ურბანულ პერიფერიებზე, ცარიელ ტერიტორიებზე შენდებოდა. ამჟამად, ეს უბნები პოლარიზებისა და არასწორი განვითარების საფრთხეების წინაშე დგანან. ინფრასტრუქტურების ჩამოშლასა და მოახლოებულ კოლაფსთან ერთად, - მათ შორის უზრუნველყოფისა და მობილურობის, ისევე როგორც ახალი სამომხმარებლო და კომერციული შენობების ფონზე, - უბნებს სწრაფი და საზიანო ელიტისტური კომპრესია ემუქრება. ორივე ტენდენციას რეზიდენტთა ცხოვრების ხარისხზე ნეგატიური გავლენა აქვს. ისინი საფრთხეს უქმნიან მოსახლეობის სოციალურ კავშირს და აფერხებენ ურბანულ განვითარებას. თუმცა, ხდება ისეც, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, პოლიტიკოსები და მუნიციპალიტეტები ხშირად, ამ ურბანულ პროცესებს თავად უგულებელყოფენ.
1950-იანი წლებიდან მოყოლებული, დიდი საცხოვრებელი ბლოკებისა და ‘მიკრორაიონების’ მშენებლობა, ქარხნული და ინდუსტრიული მშენებლობის მეთოდების გამოყენებით, კარგად ასახავდა საბჭოთა მთავრობის მცდელობას, წინ დახვედროდა საცხოვრისების პრობლემას/ნაკლებობას. ამასთან ერთად, ასეთი ტიპის დასახლებების მშენებლობა მიმართული იყო უფრო მოზრდილი სივრცეების საბჭოთა კავშირის შიგნით ურბანიზებისკენ.
1956 და 1991 წლებს შორის, მარტოოდენ რუსეთში, საცხოვრებელ ბლოკებში დაახლოებით 17 მილიონი ბინა აშენდა. შუა 1980-იან წლებში, ყოფილი საბჭოთა კავშირის მოსახლეობის ორი მესამედი ქალაქებში ცხოვრობდა, - 85% კი დიდ საცხოვრებელ ბლოკებში. “მიკრორაიონები” ან მიკრო-უბნები საბჭოთა დროს, იყო საცხოვრებელი ბლოკებისგან შემდგარი საბაზისო უნიტები, რომლებიც საშუალოდ 5 000-დან 10 000-მდე მაცხოვრებელს იტევდა. უბნებში აუცილებლად შეხვდებოდით ისეთ დაწესებულებებს, როგორიცაა ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები, სურსათის მაღაზიები და რამდენიმე საჯარო ობიექტი - კინოთეატრი, ან ბიბლიოთეკა.
სისტემის ცვლილების შემდგომ, 1989 წელს, საცხობრებელი ბლოკები, რომლებიც თავდაპირველად საბჭოთა ნორმებისა და რეგულაციების მიხედვით იყო აშენებული, ახალი გამოწვევების წინაშე დადგნენ. საბაზრო ეკონომიკისკენ გადახრამ, ამ ბლოკებში არსებულ სიტუაციაზე რადიკალური გავლენები მოახდინა. მაგალითისთვის, ბევრ ქვეყანაში, თითქმის მოხდა ბინების უმრავლესობის მაცხოვრებელთა მიერ პრივატიზება. საქართველოსა (თბილისი) და სომხეთში მალე დაიწყო “დო იტ ყოურსელფ” (“თვითნაკეთი”) მიდგომა გარემოს საკუთარ თავზე მორგების მხრივ და სახლებსა და ბინებზე გარე-მიშენებების გაჩენით.
პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში თუმცა არ არსებობს ურბანული განვითარების ცხადი სტრატეგიები, რომლებიც საცხოვრებელი ბლოკების სისტემურ გამოცოცხლებისკენ და რეაბილიტაციისკენ იქნებოდა მიმართული. ერთადერთი არსებული სტრატეგია რუსეთში, პრობლემის რადიკალური გადაწყვეტაა, რაც ამ შენობების სრულ განადგურებას გულისხმობს. ამასობაში, არსებობს ამ საკითხის შესახებ დისკუსიის რაღაც დონემდე მიყვანის მცირე, თუმცა ინტერესი პოლიტიკოსებსა და სხვა საჯარო აქტორებს შორის.
ბევრი ექსპერტი ერთსულოვნად თანხმდება, რომ ამ მოზრდილი ზომის საცხოვრებელმა ბლოკებმა აღმოსავლეთ ევროპაში, ადგილობრივ ექსპერთა კავშირების, სამოქალაქო საზოგადოების ან თუნდაც პოლიტიკოსების სათანადო ყურადღება ვერ დაიმსახურეს. პარტნიორი ქვეყნები ხშირად ეჯახებიან ამგვარი სოციალური აღქმის, ექსპერტთა ცოდნის (მათ შორის ტექნიკური, სტატისტიკური და დემოგრაფიული მონაცემების თვალსაზრისით) ნაკლებობას. ასევე იშვიათია გრძელვადიანი პერსპექტივით პრობლემების გადაჭრის პოლიტიკური ინტერესი. ფაქტობრივად, არ არსებობს არც აღმოსავლეთ ევროპის მზარდ და შევიწროვებულ ქალაქებზე პერიფერიული პროცესების კვლევა, და არც რეგიონალური და გარდამავალი დისციპლინათაშორისი კვალიფიციური დიალოგი წარმატებულ მიდგომებზე, გზამკვლევ რუქებზე და ა.შ. ამიტომაც, განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება დიალოგის აუცილებლობა: რადგან აღმოსავლეთ ევროპაში საცხოვრებელი ბლოკები ერთმანეთის მსგავსი სტანდარტებით შენდებოდა, ისინი დღეს, მრავალ ქვეყანაში, საერთო პრობლემების წინაშე დადგნენ.
ამავე დროს, უკრაინისა და საქარველოში მცხოვრები ექსპერტები ფიქრობენ, რომ საცხოვრებელი ბლოკებში პირადი საკუთრების 95% მდებარეობს უგულებელყოფილ და გაღარიბებულ უნიტებში, რომლებიც რთულ ტექნიკურ მდგომარეობაშია და არ აქვს ინსტიტუციონალიზებული სახლის მართვის მენეჯმენტი. თუკი გეგმაში არსებული რეაბილიტაციის ზომები დროზე არ იქნა მიღებული, მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში ამ შენობების დიდი ნაწილი თავისი არსებობის ხანგრძლივობის ლიმიტს მიაღწევს.