დაიკარგა თორმეტი ქალი - კითხვარი
ქეთი
კითხვა 1: რა გქვია და რა დაგარქვეს როცა დაიბადე? რა ეროვნების პასპორტს ფლობ ამჟამად?
ქეთი, ქეთევანი. ქართული.
კითხვა 2: როდის და სად იწყება შენი - როგორც ხელოვანის - ბიოგრაფია?
1983, თბილისი.
კითხვა 3: რამდენჯერ გაქვს წარმოდგენილი შენი ნამუშევრები საქართველოში და როდის? / რამდენჯერ გაქვს წარმოდგენილი საქართველოს ფარგლებს მიღმა?
1990 წლიდან მოყოლებული 12 გამოფენა საქართველოში. მსოფლიოს მასშტაბით 60-მდე გამოფენა.
კითხვა 4: რატომ წახვედი? / რატომ დაბრუნდი უკან?
მე ვცხოვრობ გერმანიაში, სსაქართველოს ხანდახან ვსტუმრობ.
კითხვა 5: ასახავს თუ არა შენი შემოქმედება შენს ბიოგრაფიას?
დიახ, მე ასე ვფიქრობ.
კითხვა 6: ახდენენ თუ არა გავლენას შენს შემოქმედებაზე ქართული ვიზუალური ხელოვნების გარკვეული ტრადიციები? / რატომ? / რატომ არა?
მე ვფიქრობ რომ არა. რადგან, როგორღაც, პირველი აღმოვჩნდი ვინც კონცეპტუალურ ხელოვნებაში დაიწყო მუშაობა.
კითხვა 7: დაახასიათებდი შენს შემოქმედებას როგორც ფემინისტურს?
არა, რადგან არ მჯერა ფემინიზმის. თუმცა ალბათ ჩემს შემოქმედებას მაინც უკავია მნიშვნელოვანი ადგილი.
კითხვა 8: აქტიურად მოღვაწეობ შენი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის სახელოვნებო სივრცეში? ქართულ სახელოვნებო სივრცეში?
დიახ, დიახ.