EN KA

დაიკარგა თორმეტი ქალი - კითხვარი

ქეთუთა

კითხვა 1: რა გქვია და რა დაგარქვეს როცა დაიბადე? რა ეროვნების პასპორტს ფლობ ამჟამად?

ქეთევან ალექსი-მესხიშვილი. ქართული და ამერიკული პასპორტები მაქვს.


კითხვა 2: როდის და სად იწყება შენი - როგორც ხელოვანის - ბიოგრაფია?

ნაადრევად დაბადებული ბავშვების ინკუბატორში ალბათ :)))


კითხვა 3: რამდენჯერ გაქვს წარმოდგენილი შენი ნამუშევრები საქართველოში და როდის? / რამდენჯერ გაქვს წარმოდგენილი საქართველოს ფარგლებს მიღმა?

საქართველოში 5-მდე გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, სხვაგან კი ალბათ 50-მდე იქნება. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ საზღვარგარეთ ვცხოვრობ და ვმუშაობ, მგონი ნორმალურია.


კითხვა 4: რატომ წახვედი? / რატომ დაბრუნდი უკან?

თინეიჯერი რომ ვიყავი, ჩემი მშობლები სამოქალაქო ომის გამო ნიუ-იორკში გადავიდნენ და მეც თან წამიყოლეს. ყოველთვის ვბრუნდები საქართველოში, ჩემ ერთ-ერთ სახლად მივიჩნევ და მიყვარს დროს აქაურ მეგობრებთან რომ ვატარებ.


კითხვა 5: ასახავს თუ არა შენი შემოქმედება შენს ბიოგრაფიას?

სავარაუდოდ.


კითხვა 6: ახდენენ თუ არა გავლენას შენს შემოქმედებაზე ქართული ვიზუალური ხელოვნების გარკვეული ტრადიციები? / რატომ? / რატომ არა?

ვცდილობ მოვიფიქრო თუ რა არის ქართული ვიზუალური ხელოვნების ტრადიცია. თეატრი მომდის თავში. ვფიქრობ, არის ქართულ კულტურაში დეკორატიული ელემენტები, რომლებსაც გარკვეული სახით ვიყენებ. ასევე, რუსული ლიტერატურისათვის დამახასიათებელი აბსურდულობაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემს ჩამოყალიბებაში. სხვა მხრივ, ამერიკელი არტისტიც ვარ, რადგან იქ მივიღე განათლება და ვგრძნობ სიახლოვეს ამერიკულ იუმორთან და პოპ კულტურასთან.


კითხვა 7: დაახასიათებდი შენს შემოქმედებას როგორც ფემინისტურს?

მგონი კი. ხშირად ვფიქრობ ამ საკითხზე. რაღაც მხრივ, ეს არც არის არჩევანი. ვთვლი, რომ ჩემი ფემინური საწყისებიდან გამომდინარე, ჩემი ნებისმიერი ნაშრომი ავტომატურად ფემინისტური ხასიათის მატარებელია, რადგან იმ გამოცდილებების პირდაპირ გახმოვანებას წარმოადგენს ისტორიულად დახშული რომ იყო.


კითხვა 8: აქტიურად მოღვაწეობ შენი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის სახელოვნებო სივრცეში? ქართულ სახელოვნებო სივრცეში?

განმარტოვებით ყოფნა და მუშაობა მახასიათებს. ხშირად მქონია გამოფენები გერმანიასა და ა.შ.შ.-ში, მაგრამ არ ვიცი რამდენად ნიშნავს ეს ჩემ სახელოვნებო სივრცეებში აქტიურ ჩართულობას.

უკან დაბრუნება