EN KA

საქართველო 1990-იანები: რჩევები გადარჩენისთვის

რედაქტორის სვეტი

ლურჯი ყოველთვის იყო საქართველოს ფერი.


ლურჯი ქვა, ლაჟვარდისგან ბერები საღებავს ამზადებნდენ საქართველოში და საღვთო ცის გადმოსაცემად იყენებდნენ სამეფო კედლის მხატვრობაში. აქედანვე შეერქვა ასეთ ლურჯს - ლაჟვარდი.


ლაჟვარდი გამოვიდა 1990-იანი წლების ფერიც და არა ბორდო, შავი და თეთრი. 90-იანებში ლაჟვარდს არავინ გამოიყენებდა, ამიტომ ამ ფერს 'ელეკტრიკი ლურჯი' შეერქვა. ეს იმპორტული წესით შემოტანილი იაფფასიანი ბრეზენტის ფერია, რომელიც ამ წლების საქართველოს ქალაქებს ფარავს. ის ქარს და სისველეს ყველაზე იაფად უძლებს, ზამთარში სითბოს ინარჩუნებს, ზაფხულში კი ჩრდილს. 


ეს ნომერიც ლურჯია ამ ფერის სიმბოლური  და ისტორიული გამოყენების სრული დატვირთვით. მისი ტონიც იცვლება ლაჟვარდიდან ელეკტრიკ ლურჯამდე და ამ ერთი ფერის ბუნებრივი ადგილობრივის და იმპორტული მასალების კომბინაციას წარმოადგენს. 


ეს ნომერიც, როგორც ყველა სხვა მუდმივად განახლებადია ონლაინ პლატფორმაზე და იმედს იტოვებს რომ ტექსტუალური მასალის არქივის ერთ-ერთ პლატფორმად იმუშავებს.


ველით თქვენს გამოხმაურებას,



ამ ნომრის რედაქტორი ელენე აბაშიძე

ფოტო: დენიელ შფერი. თბილისი 1994. 


უკან დაბრუნება