პოეზია
რედაქტორის სვეტი
'დანართის' ეს ნომერი სპეციალური გამოცემაა, რომელიც თბილისის 'პატარა გალერეაში' წარმოდგენილი გამოფენას, 'ტალღებს' ერთვის. ამ ორ-ქალიან გამოფენაში დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ორი ხელოვანის ნამუშევარია გაერთიანდა. ესენი არიან, სარა ბულტონი და ულიონა ოდიშარია.
ამჯერად, 'დანართი' თავის პირველად დანიშნულებას დაუბრუნდა - ის გამოფენის კატალოგის ალტერნატივაა. თუმცა, ამ ნომრის ინტერდისციპლინარულობას, არა სხვადასხვა დარგში მოღვაწე ავტორების მონაწილეობა, არამედ გამოფენაზე წარმოდგენილი ხელოვანების სხვა ფორმის ტექსტები განსაზღვრავს- ეს პოეზიის ნომერია.
ეს გამოცემა 'თანდართული, დამატებითი დოკუმენტის' როლს ასრულებს, რომელიც გამოფენაზე წამოჭრილი საკითხებისთვის უფრო ფართე გაშლისთვისა და ახალი კითხვებისთვის არსებობს.
რაც შეეხება გამოფენას, ჩვენ ტექსტი პრესისთვის, ანუ "პრეს რელიზი" არ წარვადგინეთ. ჩვენი სურვილი იყო, რომ მაყურებილისთვის წინასწარ გაკვლეული გზა არ გვეჩვენებინა. გამოფენა, ხომ, საბოლოოდ, სწორედ 'არ ყოფნასა' და 'დაუსწრებლად ყოფნაზე' იყო. ის,ასევე, იყო დისტანციაზე და ურთიერთობის შესაძლებლობზე, რომელიც ფიზიკურ ყოფნას არ მოითხოვს, ამ ყოფნის მანიფესტაცია კი ეფემერულია.
რასაკვირველია, დიდი მადლობა მათ, ვინც ამ პროცესში ფიზიკურად დაგვეხმარა - "პატარა გალერეის" დამფუძნებლებს და ჩვენს ასისტენტ ნატალიას, რომელიც ძალიან დაბალი ჰონორარის მოუხედავად, მთელი დროის განმავლობაში გალერეაში იყო, გამოფენის გახსნისას კი, ხმოვან ნამუშევარს ჯიბით დაატარებდა და ასე პერფორმანისი ნაწილიც გახდა.
იმედია მაქვს, რომ თბილისის დამთვალიერებელს და მათ ვინც ვერ დაესწრო გამოფენას, "დანართის ამ გამოცემით შეექმნება წარმოდგენა და საკუთარი ხედვა გამოფენის შესახებ.
ელენე აბაშიძე