როგორც მშობელი, როგორც შვილი
როგორც მშობელი,როგორც შვილი
სრული გამოცემის გადმოსატვირთად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს.
კონტრიბუტორი ხელოვანების შესახებ:
ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი დაიბადა
თბილისში 1979 წელს. არის ქართველ-
ამერიკელი ხელოვანი, რომელიც ამჟამად
ბერლინში ცხოვრობს. ალექსი-მესხიშვილმა
დაამთავრა ბაკალავრიატი ფოტოგრაფიაში,
ბარდის კოლეჯში. მისი კვლევა ციფრული და
ფირის ფოტოგრაფიის კვეთაზე დგას. მისი
ნამუშევრები არის მომენტალურად
გადაღებული ან წინასწარ მოწყობილი
ფოტოები, რომლებიც შემდგომ ციფრულად
ან/და ხელით მუშავდება.
ჯესი დარლინგი (დაბ. 1981 წ.) ამჟამად
ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში, გერმანია.
მან დაამთავრა ლონდონის ცენტრალური
სენტ-მარტინისა და სლეიდის სახვითი
ხელოვნების უნივერსიტეტები. დარლინგი
ძირითადად მუშაობს ქანდაკებების,
ინსტალაციის, ვიდეოს, ხატვის, წერის და
პერფორმანსის მიმართულებით. მისი
კვლევა ეხება იმას, თუ რას ნიშნავს იყო
სხეული მსოფლიოში, იყო პოლიტიკურად
დატვირთული და კულტურულად
განსაზღვრული. მისი კვლევა ემყარება,
როგორც საკუთარ გამოცდილებას, ასევე
ისტორიასა და კონტრ-ისტორიას.
ლეილა ჰეკმატი დაიბადა ლოს ანჯელესში
1981 წელს, ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში,
გერმანია. მან დაამთავა პარსონის
უნივერსიტეტი ფოტოგრაფიის მიმართულებით
და შემდეგ სამაგისტრო იგივე განხრით.
ჰეკმატი ძირითადად მუშაობს კოსტიუმის
დიზაინზე, ქადაკებაზე, დადგმებზე და წერს
ექსპერიმენტული თეატრებისთვის.
დევიდ ჰორვიცი დაბადებული 1986 წელს,
ცხოვრობს და მუშაობს ლოს ანჯელესში.
დევიდ ჰორვიცი იყენებს სხვადასხვა მედიას,
რათა გაავრცელოს საკუთარი იდეები:
ფოტოგრაფია, პერფორმანსი, წიგნები,
კონცეპტუალიური მედია პლატოფორმები,
მულტიმედია ინტერვენციები და ე.წ. „საფოსტო
ხელოვნება”. მისი ნამუშევრები ხშირად
აფიქრებს საზოგადოებას თუ სადამდე
გრძელდება ხელოვნების ზღვარი და, როგორ
შეიძლება მისი აღქმა.
მაია ნავერიანი დაიბადა 1966 წ. თბილისში.
მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო
სამხატვრო აკადემია. მისი აქტიური
პროფესიონალური კარიერა 1999 წელს
დაიწყო, მას შემდეგ რაც პირველი პრიზი
მოიპოვა ფერწერის კონკურსში (Vordemberger
Gildewart Foundation International Competition),
სადაც იგი დასახელდა ანელი ჯუდას (Annely
Juda Fine Art) მიერ. ლონდონში ემიგრაციაში
ცხოვრების დიდი ხნის შემდეგ, მაია ნავერიანი
დღეს ცხოვრობს და მუშაობს თბილისში,
საქართველო.
ესმა ონიანი (1938 - 1999) იყო ქართველი
მხატვარი, პოეტი და ესეისტი. მან დაამთავრა
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო
აკადემია.
2013 წლიდან კრისტინ სუნ კიმი (დაბ.1980წ.)
და თომას მადერი (და ბ .198 4 წ .)
თანამშრომლობენ ისეთ ნამუშევრებზე,
რომელთა მეშვეუბით ხელს შეუწყობენ
მაყურებელს ჩაერთოს კომუნიკაციის
სხვადასხვა შესაძლებლობაში.თავიანთ
ნამუშევრებში, ისინი სხვადასხვა ხარისხით
ურთიერთობენ ამერიკული ჟესტების ენაზე
(ASL): კიმისთვის ASL მშობლიური ენაა,
ხოლო მადერი ASL-ის შემსწავლელია.
გრძელვადიანი თანამშროლობა აყალიბებს
დისკუსიას ჩვენს აღქმით სიბრტყეებს შორის,
კომუნიკაციის მეთოდებს და ძალაუფლების
გადანაწილებას ჟესტურ და სამეტყველო
ენებს შორის.