EN KA

დაიკარგა თორმეტი ქალი - კითხვარი

სალომე

კითხვა 1: რა გქვია და რა დაგარქვეს როცა დაიბადე? რა ეროვნების პასპორტს ფლობ ამჟამად?

სალომე მაჩაიძე. 16.08.1973. ქართული.


კითხვა 2: როდის და სად იწყება შენი - როგორც ხელოვანის - ბიოგრაფია?

ალბათ 1990-ში, ან ცოტა უფრო ადრეც, მეგობრებთან ერთად რომ გავაკეთეთ პირველი გამოფენა 4შტუქ. ხელოვნების აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ჯერ კიდევ 17 წლის, ჩემთვის მეორე თეატრალური დეკორაცია და კოსტიუმები რომ გავაკეთე, დათო დაისაშვილის “მადამ ბოვარის” დადგმისთვის. ეს სპექტაკლი ისეთივე რევოლუციური აღმოჩნდა, როგორც 4შტუქ.


კითხვა 3: რამდენჯერ გაქვს წარმოდგენილი შენი ნამუშევრები საქართველოში და როდის? / რამდენჯერ გაქვს წარმოდგენილი საქართველოს ფარგლებს მიღმა?

გამიჭირდება ყველა გამოფენის ჩამოთვლა, მაგრამ ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობრებთან ერთად გაკეთებული გოსლაბ-ის ჩვენებები იყო. მუდმივი კონტაქტი მაქვს საქართველოსთან და ჩემებურად ვცდილობ მის სახელოვნებო სივრცესთან მჭიდრო ურთიერთობის ქონას. გადავწყვიტე კინო ფულისთვის ვაკეთო, ხელოვნება კი, ჩემთვის. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია ჩემი შემოქმედების წარდგენა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. როგორც დრეიკი იტყოდა, “4422”-ჯერ :)


კითხვა 4: რატომ წახვედი? / რატომ დაბრუნდი უკან?

17 წლის ასაკში დავტოვე საქართველო, რადგან ჩავთვალე, რომ გარემო ზედმეტად კონსერვატიული და ჩაკეტილი იყო. გავაცნობიერე, რომ ამ მოცემულობაში, ჩემი ადამიანობა საფრთხეში იყო და გარედან უფრო შევძლებდი ჩემი მეგობრებისა და ქვეყნისათვის რაიმეს გაკეთებას.


კითხვა 5: ასახავს თუ არა შენი შემოქმედება შენს ბიოგრაფიას?

ჩემი ნაშრომებია ჩემი ბიოგრაფია. ჩემი შემოქმედება, არათუ ანარეკლი, არამედ ცხოვრებიუსეული გამოცდილებაა, რომელიც მუდმივად არის, არასოდეს სრულდება და არასოდეს გახდება ძველი...


კითხვა 6: ახდენენ თუ არა გავლენას შენს შემოქმედებაზე ქართული ვიზუალური ხელოვნების გარკვეული ტრადიციები? / რატომ? / რატომ არა?

დიახ, ჩემი გამოცდილებები, როგორც საბჭოთა პერიოდის ლუზერი გენიოსების, ყოველგვარ აღიარებას მოკლებული ხალხის, მსმელების. ადამიანების პასპორტებისა და ყოველგვარი დეფინიციების გარეშე, ამოუცნობის ძიებისადმი სიყვარულით სავსეთ.

ლადო ბაგრატიონი, კარლო კაჭარავას ნახატები, მამაჩემის ნახატები და ირაკლი ჩარკვიანი, რომელმაც საკუთარი უბრალოებით მანახა, თუ როგორ შეიძლება სამუდამოდ დარჩე სუპერვარსკვლავად :))


კითხვა 7: დაახასიათებდი შენს შემოქმედებას როგორც ფემინისტურს?

ყოველთვის ვთვლიდი რომ მძულდა ფემინიზმი. ზოგადად, ყველა დეფინიცია მძულს, მაგრამ ჩემი არსებიდან გამომდინარე, მგონი ყველაზე ფემინისტი ვარ ვისაც ვიცნობ. მუდამ აღფრთოვანებული ვარ ქალებით და ვფიქრობ, ისინი კაცებზე ბევრად განვითარებულები არიან. მიუხედავად ამისა, რატომღაც, მუდამ კაცები მიყვარს :)) მიყვარს კაცსა და ქალს შორის არსებული ურთიერთ-არეკვლადობის ფენომენი. თუმცა, კაცებს მაინც ამ სამყაროს ძალიან პატარა კრიზისს დავარქმევდი.


კითხვა 8: აქტიურად მოღვაწეობ შენი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის სახელოვნებო სივრცეში? ქართულ სახელოვნებო სივრცეში?

არ ვთვლი რომ არტისტი ვარ. უბრალოდ ადამიანი ვარ, რომელიც არღვევს ქართული ყოფისთვის დამახასიათებელ კომფორტის ზონას...

უკან დაბრუნება