EN KA

დადა

ბატონი ანტიპირინის მანიფესტი - ტრისტან ტცარა

დადა ჩვენი ინტენსიურობა: ის შედეგებზე ყოველგვარი დაფიქრების გარეშე 

უმიზნებს ხიშტს გერმანელი ბავშვის თავს. 

დადა არის ცხოვრება სახლის 

ფეხსაცმელებისა და პარალელების გარეშე; ერთობის მხარეზე და მის 

წინააღმდეგ, მომავლის წინააღმდეგ. 

სიბრძნიდან ვიცით, 

რომ ჩვენი ტვინები მოსახერხებელ ბალიშებად იქცევა. 

ჩვენი და ადმინისტრაციული პერსონალის ანტიდოგმატიზმი 

ერთნაირად უნდა იქნას უარყოფილი. ჩვენ არ ვართ თავისუფალნი 

და თავისუფლების შესახებ ვყვირივართ. მკაცრი აუცილებლობა 

დისციპლინისა და მორალის გარეშე და კაცობრიობისთვის მიფურთხება. 

დადა მოქცეულია ევროპული სისუსტის ჩარჩოებში და მიუხედავად 

ამისა ძღნერია. მაგრამ დღეიდან ჩვენ სხვადასხვა ფერის მქონე 

ძღნერები გვინდა რომ გვქონდეს, რათა ხელოვნების ზოოპარკი 

ყველა საკონსულოს დროშით მოვრთოთ. 

ჩვენ ცირკის დირექტორები ვართ და ყოველწლიური ბაზრობის 

ქარში, ეკლესიებში, მეძავებთან, თეატრებში, რეალობებში, 

გრძნობების გამოხატვისას, რესტორნებში ვუსტვენთ. ჰოი, ჰოჰო, ბუმ, ბუმ. 

ჩვენ ვუხსნით მათ, რომ მანქანა გრძნობაა, რომელმაც აბსტრაქციის 

სინელით ოკეანეზე მოძრავი ორთქმავალის, ხმებისა და იდეების 

საშუალებით საკმარისად გაგვანებივრა. მაგრამ მიუხედავად 

სიმსუბუქისა მაინც ვეძებთ იმ მთავარ არსებას და გვიხარია, 

როცა დამალვა შეგვიძლია. არ გვინდა არჩვეულებრივი ელიტის ფანჯრების დათვლა, 

რადგან დადა არავისთვის არ არსებობს. გვინდა, რომ ეს ყველამ გაიგოს. 

დამიჯერეთ, რომ იქ დადას აივანია საიდანაც 

სამხედრო მარშის ხმა გვესმის და სერაფიმის გაჭრის შემდეგ 

მოსაშარდად და იგავის შინარსის გასაგებად ხალხში არსებულ 

აბაზანასთან ქვემოთ ჩასვლა შეიძლება. 

დადა არც სიგიჟეა, არც სიბრძნე და არც ირონია. 

აბა, შეხედე მას, კარგო ბურჟუა. 

ხელოვნება თხილით თამაშია, რომლის დროსაც ბავშვები ხმაურით აწყობენ სიტყვებს, 

მერე ისევ შლიან მათ, სტროფებს გაიძახიან, მას პატარა თოჯინების ჩექმებს აცმევენ. 

სტროფი დედოფლად იქცევა, რომ მერე ცოტათი მოკვდეს. სტროფი არჩევანია. ბავშვები კი სუნთქვაშეკრულები გარბიან. 

ამის შემდეგ გამოჩნდნენ გრძნობების დიდი გზავნილები, 

რომლებიც გუნდად გაიძახოდნენ ისტორიულ სიტყვებს: 

ფსიქოლოგია ფსიქოლოგია ჰიჰი 

მეცნიერება მეცნიერება მეცნიერება 

გაუმარჯოს საფრანგეთს 

ჩვენ მიამიტები არ ვართ 

ჩვენ ერთმანეთს მივდევთ 

ჩვენ გამონაკლისები ვართ 

ჩვენ პრიმიტიულები არ ვართ 

და ჩვენ შეგვიძლია ინტელექტის თაობაზე კარგად მსჯელობა. 

მაგრამ ჩვენ, დადა, არ გეთანხმებით რადგან გარწმუნებთ, 

ხელოვნება სერიოზული რამ არაა და თუ დანაშაულს იმისთვის ვაჩვენებთ, 

რომ ვენტილატორი ვახსენოთ, ეს იმისთვის ხდება, რომ ძვირფასო მსმენელო, 

თქვენ თავი მოგაწონოთ. გარწმუნებთ, 

რომ მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და გაღმერთებთ. 

1916

უკან დაბრუნება