EN KA

საქართველო 1990-იანები: რჩევები გადარჩენისთვის

ბიოგრაფიული ცნობები

ნატა ზარნაძე მსახიობი. დაიბადა 1985 წელს. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.


ალექსანდრე კობერიძე   დაიბადა 1984 წლის 19 ოქტომბერს თბილისში.  2005 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. 2009 წლიდან სწავლობს ბერლინის კინოაკადემიაში.


ქეთი კაპანაძე დაიბადა 1962 წელს თბილისში. საქართველოში ის ერთ-ერთი პირველი თანამედროვე ხელოვანია. 2000 წლის შემდეგ ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში.


სოფიო მედოიძე ხელოვანი და მწერალია, რომელიც ცხოვრობს ლონდონში. იგი ასევე კლარა ემიგრანდის კოლექტივის სახელით მუშაობს. მან ისწავლა მაგისტრატურა სახვით ხელოვნებაში ლონდონის უნივერსიტეტის გოლდსმიტის კოლეჯში და მაგისტრატურა ფოტოგრაფიაში, ლონოდნის კომუნიკაციების კოლეჯში. მას მიუღია მონაწილეობა გამოფენებში, რომელიც ჩატარდა შვეიცარიაში, ლუცერნის სახვითი ხელოვნების მუზეუმში, დანიაში, კოპენჰაგენის ხელოვნების ინსტიტუტში 68; ასევე ჰამბურგის B-Movie კინოში, უათჩაფელის გალერეა, ლონდონი და პორტუგალიის ფილმის ფესტივალზე 'ავანქა' (Avanca). 


კოკა რამიშვილი ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთი-ერთი საკვანძო ფიგურაა. იგი თბილისში თანამედროვე ხელოვნების ცენტრის თანა-დამაარსეებელია 1994 წელს, ასევე ვიზუალური ლაბორატორია და ჟურნალი 'სიგნალის' - 1997 წ. მისი ნამუშევრები ეფუძნება პოეტურ-სტრუქტურულ პლატფორმას და ინტერდისციპლინარულ პრაქტიკას. 2000 წლიდან იგი ცხოვრობს და მუშაობს ჟენევაში. 


ბენ უილერი იკვლევს ეთნოგრაფიულ მუსიკას, ის ექსპერიმნტული მუსიკოსი და ორგანიზაცია 'Mountains of Tongues' თანა-დამფუძნებელია. ორგანიზაცია ეძღვნება კავკასიის რეგიონის მუსიკალური ტრადიციების დაცვასა და პოპულარიზაციას. ბოლო ექვსი წელია, რაც ბენი იწერს ინტერვიუბსა და მუსიკალურ სესიებს სამხრეთ კავკასიის მუსიკოსებთან. მისი ჩანაწერების კომპილაციები ინტერნაციონალურად გამოცემულია სხვადასხვა ფორმით. ის ასწავლის მუსიკის პრეზერვაციას და მიჰყავს რადიო გადაცემა Caucasus All Frequency რადიო ჯიპაზე FM 94.3.


ანნა ძიაპშიპა პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. ის SAKDOC FILM-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მუშაობს კომპანიაში როგორც პროდიუსერი და პროექტების მენეჯერი. 2009 წელს მან ორგანიზება გაუწია დოკუმენტური ფილმების პირველ კავკასიურ ფორუმს PITCH.DOC. მისი პროდიუსერობით გამოსული რამდენიმე დოკუმენტური ფილმი კი საერთაშორისო კინოფესტივალების მონაწილე და გამარჯვებულია. ამჟამად მუშაობს საკუთარ დოკუმენტურ ფილმზე როგორც რეჟისორი. ანნა თანამშრომლობს სხვადასხვა მედია პლატფორმებთან მათ შორის CHAIKHANA, ინდიგო. არის აფხაზეთის ვირტუალური არქივის AVA.GE შექმნის ინიციატორი, აქვს საკუთარი ფოტობლოგი: myodysseia.tumblr.com. 


ლევან ჭოღოშვილი ხელოვანი, დაიბადა 1953, თბილისში. თანამდროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. 2000 წელს თანამედროვე ხელოვნების ფონდის დამფუძნებელი, გაზეთ 'ილიაზდის' თანა-დამფუძნებელი. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.







უკან დაბრუნება