პოეზია
ბიოგრაფიული ცნობები
სარა ბულტონი ცხოვრობს და მუშაობს უელსში, დიდ ბრიტანეთში. ხელოვნებაში ის იყენებს სიტყვებს, ხდომილებებს, დროს და დოკუმენტაციას, როგორც მასალას. 2015 წ. მან დაასრულა სწავლა სლეიდის ხელოვნების სკოლაში, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი. მას შემდეგ, მას წაუკითხავს პოეზია და გამოფენილი ფოფილა სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში, როგორიცაა: 'სელის' საგამოფენო სივრცე, ლონდონი, 'რუბაბას სახელოსნოები', ედინბურგი, უაიზინგის ხელოვნების ცენტრი, ქემბრიჯი და არტარეა, თბილისი. მისი ტექსტები გამოცემულია ჟურნალში 'თენდერ', ჟუნრალში 'სოლთ', საუკეთესო ბრიტანული პოეზიის ანთოლოგიასა და ნიუ იორკის 'ტირანში'.
ულიონა ოდიშარია ლიტველ - ქართველი ხელოვანია, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. 2016 წ. მან დაასრულა სწავლა სლეიდის ხელოვნების სკოლის მედია ხელოვნების მაგისტრატურის კურსი. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი ყოფილა ტორონტოს საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე (ტორონტო, კანადა), 'ქლოუზ აფ' კინოში, ლონდონის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრა და ეროვნული ხელოვნების გალერეაში (ვილნიუსი, ლიტვა), 'იმპორტ პროჯექთში' (ბერლინი, გერმანია), PAKT (ამსტერდამი, ჰოლანდია), ნიუ იორკის 'შოურუმში' (ა.შ.შ.).
იგი დაბეჭდილია ახალგაზრდა ლიტველი ფოტოგრაფების შესახებ 'Like there’s no tomorrow', 2013 წ. ორგანიზაცია 'რუპერტის' მიერ და 'ლიტვური ფოტოგრაფია გუშინ და დღეს' (ლიტვის ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის გაერთიანება, 2016 წ.).
ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრია მუსიკალური ჯგუფისა 'სთივი და სამანტა' (Steve & Samantha).