საქართველო 1990-იანები: რჩევები გადარჩენისთვის
'ომი ჩემი ფანჯრიდან' - კოკა რამიშვილი
‘ომი ჩემი ფანჯრიდან’ წარმოადგენს თბილისის სამოქალაქი ომის დოკუმენტურ ფოტო ქრონიკას.
სამოქალაქო ომი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადბისთანავე მალევე დაიწყო, ის 1991 წლის 24 დეკემბერსა და 1992 წლის 6 იანვარის ჩათვლით მიმდინარეობდა. ეს იყო 12 წმინდა ღამე, რომელიც შობას, ახალ წელსა და ქრისტეს ნათლობის დღესასწაულებს მოიცავდა.
მხატვარი საკუთარი სახლის ფანჯრიდან ფოტო კამერით იღებდა საომარ მოქმდებებს, რომელიც ქალაქის ცენტრში მიმდინარობდა. როგორც ჩანს, მხატვარი არ ცდილობს რომ ომის დრამა გადმოსცეს ჩვეული ომის რეპორტაჟით. იგი იღბს სხვა ფორმას, ესაა მედიტაცია ლანდშაფტზე რომელიც გადმოსცემს მარადიულს და წუთიერს. ლანდშაფტი როგორც მეტაფორა მარადისობისა, ხოლო კვამლი როგორც წუთიერი. ამ ფოტო გამოსახულებაზე არ არის არაფერი ნაციონალური, რეგიონალური, ტერიტორიალური, სახელმწიფოებრივი, მხოლოდ ერთი და იგივე ლანდშაფტი და თორმეტი დღე უჩინარი ომის.
ეს არის თორმეტდღიანი მედიტაცია ლანდშაფტზე, სადაც იმალება ომი. კამერა თითქმის არ მოძრაობს, მარტო ერთი მილიმეტრით მარჯვნივ ან მარცხნივ. ფოტოგრაფიას აქვს მედიტაციასთან კავშირი და ეს რესურსი დრამატულად და პოეტურად აქვს ხელოვანს გამოყენებული.
ტექსტის ავტორი: კოკა რამიშვილი
ნამუშევრისთვის გადადით ლინკზე:
https://www.docdroid.net/PX8Ne79/danarti-koka-ramishvili.pdf