EN KA

დაიკარგა თორმეტი ქალი - კითხვარი

ანნა

კითხვა 1: რა გქვია და რა დაგარქვეს როცა დაიბადე? რა ეროვნების პასპორტს ფლობ ამჟამად?

ანნა კ.ე. (კაპანაძე / ეძძგვერაძე). ქართულს.


კითხვა 2: როდის და სად იწყება შენი - როგორც ხელოვანის - ბიოგრაფია?

1986 წელს საქართველოში.

2002 წელს გერმანიაში.

2010 წელს ა.შ.შ.-ში.


კითხვა 3: რამდენჯერ გაქვს წარმოდგენილი შენი ნამუშევრები საქართველოში და როდის? / რამდენჯერ გაქვს წარმოდგენილი საქართველოს ფარგლებს მიღმა?

ორი ჯგუფური გამოფენა თბილისში, ელენე აბაშიძის კურატორობით. შხვადასხვა გამოფენები ევროპასა და ა.შ.შ.-ში.


კითხვა 4: რატომ წახვედი? / რატომ დაბრუნდი უკან?

საქართველო 2000წ.-ს დავტოვე, 13 წლის ასაკში, დედაჩემთან, ქეთი კაპანაძესთან, ერთად, რომელსაც სამწლიანი სტიპენდია ჰქონდა გერმანიაში.


კითხვა 5: ასახავს თუ არა შენი შემოქმედება შენს ბიოგრაფიას?

ზედმიწევნით არა – ყველა პერიოდი დამოუკიდებელ როლს ასრულებს დროებით იდენტიფიკაციებზე, კითხვებზე და კრიტერიუმებზე დაყრდნობით.


კითხვა 6: ახდენენ თუ არა გავლენას შენს შემოქმედებაზე ქართული ვიზუალური ხელოვნების გარკვეული ტრადიციები? / რატომ? / რატომ არა?

ხელოვნებას არ ახასიათებს ტერიტორიულობა, მას შეუძლია გადარჩეს ყოველგვარი წყაროებისა და რეფერენსების გარეშე; დამოუკიდებლად შექმნას არსებულ გარემოსთან პარადიგმატული დიალოგები.


კითხვა 7: დაახასიათებდი შენს შემოქმედებას როგორც ფემინისტურს?

ჩემი შემოქმედება, არცერთ იდეალიზმში არ არის გახვეული. მსოფლიოში მასკულინის და ფემინინის ზედოზირებაა. საზღვრების დატოვება უსუნო ოფლს წარმოშობს.


კითხვა 8: აქტიურად მოღვაწეობ შენი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის სახელოვნებო სივრცეში? ქართულ სახელოვნებო სივრცეში?

99 % + 1% = ?

უკან დაბრუნება