EN KA

ბიანკა

ბიოგრაფიული ცნობები

ანა მაყაშვილი

ქართულ მედიაში 12 წლიდან, საგაზეთო სვეტებით, ,,ალისა საქართველოში”, მოხვდა. 2003 წელს, გაზეთ ,,24 საათში” აქვეყნებდა ,,თინეიჯერის სვეტს” და დღემდე თანამშ-რომლობს სხვადასხვა მედია-გამოცემასთან ავტორისა თუ მთარგმნელის სახით. საქართველოში პირველმა თარგმნა ჯეინ ოსტინის ,,სიამაყე და მცდარი აზრი” და ,,ემა”. ფსიქოლოგიის მაგისტრი, ამჟამად ილიაუნის დოქტორანტია და მისი კვლევის ინტერესები (ოსტინისგან დამოუკიდებლად) სწორედ მცდარ აზრს – წინარწმენასა და სტერეოტიპებს უკავშირდება.


გიორგი მაისურაძე


დაიბადა 1970 წელს. გიორგი მაისურაძე ფილოსოფიის დოქტორია, კულტურის მკვლევარი და მწერალი. სწავლობდა თბილისში, ზაარბრუკენსა და ბერლინში ისტორიას, ფილოსო-ფიას და კულტურის მეცნიერებას. 2014 წლიდან თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი.არის რვა წიგნის, მრავალი სამეცნიერო, ესეისტური და მხატვრული პუბლიკაციის ავტორი.

ნიკ ო ნიკ


ნიკ ო ნიკ (დაბ. 1985 წ.) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. ნიკას შემოქმედება აპროპრიაციის ენას ეყრდნობა, სადაც ის უკვე არსებულ ნიშნებსა და სიმბოლიკას იყენებს და მათ შინაარსს უცვლის ახალი კონტექსტების საშუალებით. ნიკა ძირითადად მუშაობს ნაპოვნი მასალით, იქნება ეს ინტერნეტში მოძიებული გამოსახულებები, ხმები თუ მოძრავი გამოსახულება. ხშირად ის საკუთარ შექმნილსა და ნაპოვნ მასალას ერთად წარადგენს, ისე რომ მათ შორის კვალი იკარგება. ნიკა ძირითადად ფილმსა და სკულპტურაში მუშაობს. მის პროექტებში შედის: 2016: DთLA Pროუდ Fესტივალ, ლოს ანჯელესი, კალიფორნია; Qუეერ Bიენნიალ II - Yოოტჰ: Lოსს & ფოუნდ, ლოს ანჯელესი/მაიამი, ა.შ.შ.; თომ ოფ Fინლანდ Aრტ Fაირ, თომ ოფ Fინლანდ Aრტ Fოუნდატიონ, ლოს ანჯელესი, კალიფორნია და სხვ.


იგნასიო ესპინოზა


იგნასიო ესპინოზამ ჯერ არქიტექტურა ისწავლა ხელოვნებისა და დიზაინის სვანას კოლეჯში და შემდეგ დაამთავრა მაგისტრატურა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს კიტოში, ეკვადორში. ის მუშაობს საუნივერსიტეტო კვლევაზე და მონაწილეობს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის შექმნაში Hაბიტატ-ის კონფერენციის ფარგლებში ქალაქზე უფლების საკითხებზე. ის ასევე ჩართულია მარგინალიზებული უბნებისა და ადგილობრივი ტრანსფემიისტური ორგანიზაციების ურბანულ ბრძოლაში. მას აინტერესებს იდენტობის პოლიტიკა, ქალაქები, ხელოვნება და ლათინური ამერიკა.

უკან დაბრუნება