EN KA

დადა

ცისფერი ყანწები - ტიციან ტაბიძე

...საქართველოში „ცისფერ ყვავილს“ ღერო წითელი ჰქონდა. ქართველებისთვის ცა და მიწა სამუდამოდ არასოდეს არ გაყრილან. უწინ ჩვენ ვიყავით წარმართე- ბი - ხოლო რელიგიური გეტერიზმი შორს იყო ჩვენგან. მრუშიანი, ორგიასტული აზიიდან, რომელშიც დაიხრჩო ალექსანდრიული შკოლა ჩვენ მაინც მოვახერხეთ უხრწნელად თავის დაღწევა. შემდეგ ჩვენ შევიქენით ქრისტიანები, ხოლო მისი ასკეტული ფილოსოფია ჩვენგან შორს იყო. ჩვენ დავრჩით ისევ წარმართები, შეი- ძლება იმიტომ, რომ ქრისტიანები ვიყავით ქრისტიანობამდე.

ჩვენ სული უსხეულოდ ვერ წარმოგვიდგენია და სხეული კიდევ უსულოდ. გულ- გრილად ვუცქერთ ბიზანტიელი ბერების დოგმატურ ტურნირს და გულგრილად ვუცქერთ ახლაც მატერიალიზმისა და იდეალიზმის დუელს. შეიძლება ჩვენში კიდეც მოხდა ის ფაქტი, რომელზედაც სხვაგან ქადაგებენ ნეოქრისტიანები. ჩვენ- ში უკვე შერიგდნენ სული და ხორცი და ეს არის მესამე აღქმა, ახალი სულის აღქმა. წარსულში ყველაზე უფრო პლატონი გვიყვარდა და სიყვარული საქმი- თაც დავამტკიცეთ. ამაზე ამბობს რუსთაველი. შემდეგ ფილოსოფიურ სისტემაში მხოლოდ ნეოპლატონიზმი ვიწამეთ და აგრეთვე იყო რისთვისაც. უკანასკნელი აღთქმა სიკვდილის წინ,სოკრატეს ზმანება მუსიკაზე და შემდეგ მისი სიყვარული მოწაფის. აპოლოგია მუსიკაში შვების ჩვენ ყველაზე ახლოს მივიღეთ სულთან.

-ჭკვიანური შვება ხალხთა. აი, სახელი კულტურის, - ამბობს ვიაჩესლავ ივანოვი. მის პირზე ამ სიტყვებს საშინელი ირონია ეძლევა. რუსული ხელოვნება ჯერ კიდევ მარხულობს და მწუხარებს იოანესავით.

-ხალხთა ჭკვიანური შვება.

... და იშვა ჭკვიანური შვება.

მისი ხელოვნება ერთი გამწევი ნადიმია. ხშირად იყო ჟამიანობა და თავზე გვაზვავდებოდნენ ყვითელი ურდოები, ხოლო ქართული ხელოვნების ნადიმი არასდროს არ ყოფილა „ნადიმი ჟამიანობის დროს“, სადაც თამადად არის სასო- წარკვეთა.

1913 - 21 წელი

უკან დაბრუნება