EN KA

დადა

დადა და ქინძისთავი - პავლო ნოზაძე

მადლობა ღმერთს

ნება მომეცით დავწერო ლექსი

ნაცრისფერ ძმობას ქინძისთავი ლეკურათ ერტყათ

ჩარლ ჩაპლინ სუპო კრუჩონიხი და სხვა

ო! თეთრო მკბენარო ქინძისთავო

უხვათ მოგეპყრო სიძისთავი

გარჭობილი დაქონდა იალბუზი

კაცობრიობა განიცდიდა დავიწყებას

ქინძისთავი ყოფილა მამულიშვილი

მუდმივი წევრი ცირკი „ოდეონის“

გადაჩეხილი კარპატებში

შეყვარებული ცოლზე

მე მყავს ბავშვები

შუშასავით აერთებდა იერუსალიმს და თბილისს

დადიოდენ ვირები და ადამიანები

ვირზე მჯდომს ასე უთხრა

ჩვენ ავიღეთ

გზაში დაკარგა ყოველივე თვისება

მე განვაცხადე რომ ის იყო წამგები გურიის რესპუბლიკის

ვინ მოიგონა ტრაგედიის ორი საწყისი ბოროტება და კეთილი

თუ არ სკამის ქვეშ ქინძისთავმა

სპეკულაცია ვერ უძლებდა მხოლოდ ფხაჭნიდა

გადააგდეს ქუჩაში შემდეგი მდგომარეობის გაუთვალისწინებლათ

კიტრივით გახდა პროვაკატორი

გამოიცვალეს მიმართულება

რადგან რომელიც აღარ ენდობოდენ

უვლიდენ გვერდს ბჭეების ახლოს არ ჩერდებოდენ

პირდაპირ ქუჩის გასწვრივ თოხივით ჩნდა ბეჭების დღესასწაული

ეს იყო ზეიმი

ენას უსვამდენ ერთი მეორეს ფეხებზე

ვინ არის ის

უბრალო ჭეშმარიტება ქუჩის სიწმინდის ვერ შეიგნო

დაბრუნებული ბეჭები და რასაც ეტყვიან თვალები

იწმენდნენ

რომ დაენახათ

13 ქართველი რაინდის და ქინძისთავის

ესპანიური ფარიკაობა.

მე შემოვხაზე ბრწყინვალე გეგმა ქუჩის

ორჭოფობა საკაზმავათ არ გამოდგება

იმედი დაიკარგება შიკრიკის კვალში

შემოვიტანეთ სასახლეში სადაც ყველა ნაცნობები იყო

მხეცი აყანყალდა

ოთხი ფეხით

ფაშვით ბუზივით

და მოგვახსენა დეკლარაცია

მის კის და ქინძისთავი

რომ ის არის ქრისტეს შარვალი

რომ მას მარტში მოსდის სიყვარული

რომ ჩვენი დამხმარე საზოგადოების დამდგარი თავმჯდომარეა

მე პირადად დავეთანხმე

ზამბახის ფოთლებით კაზმეს ყვითელი ძირი

ეს ნიშნავდა მოგონებას გუშინდლისას და გაისი

რომელიც თბილისს დაავიწყდა

წყალი მოდიოდა

ბანაობდნენ ტბაში

ცხოვრება მოწყობილიყო ორი ერთ კაპეიკათ

და ანგრევდენ გაქცეულ მატარებელს

თეთრი მკბენარი ქინძისთავი

ქინძისთავი საწამლავი

ქინძისთავი მოწყალეობის და

მოფრინდა

მწუხარების კორპორაციის სამემკვიდრეო თავმჯდომარე

რასაც ვეძახით ხელების ფეხების გარდა

კუჭს გულს და სხვას

საპატივცემო აქციებით შემძენი

ჩიხტა-კოპი რა იქნებოდა ქინძისთავი არ ყოფილიყო?

მსახურმა ტალხუნა შესჭამა მაზუთზე

და დაეკიდა პატრიოტიზმის ეშაფოტზე.

უკან დაბრუნება