EN KA

დადა

დროიდან გაქცევა - ჰუგო ბალი

… “ის, რასაც ჩვენ დადას ვუწოდებთ, სინამდვილეში არაფრისგან წარმოშობილი სატირული დადგმაა, რომელშიც ყველაფერი ამაღლებულ თემებს უკავშირდება: გლადიატორების ჟესტები, გაცვეთილ ნარჩენებთან თამაში, ყალბი მორალისა და სიმდიდრის დასჯა. დადას მიმდევარს უყვარს ყველაფერი უჩვეულო და აბსურდული. მან იცის, რომ თითქოს წინააღმდეგობას გამოხატავს და ისე, როგორც არასდროს მანამდე მისი დრო დიდსულოვნების განადგურებისკენაა მიმართული. ამიტომაც მას ნებისმიერი ტიპის ნიღბის მორგება ახარებს; ნებისმიერი დამალობანას თამა- ში მოსწონს, რომელიც სხვის გაცურებასთანაა დაკავშირებული. ყველაფერი, რაც პირდაპირია და პრიმიტიული, გრანდიოზულ არაბუნებრივ მოვლენებთან შედარებით დაუჯერებლად ეჩვენება.

იმის გამო, რომ იდეებამოწურულმა არსებამ ადამიანის ხატის სულ შიდა ფენებიც კი ფურცელ-ფურცელ დაათვალიერა და პათოლოგიურ ხელოვნებაში, პოლიტიკასა ან გააზრებაში აღმოჩენა მისთვის არაფერ ახალს არ შეიცავდა, მას ბედის ცდა მხ- ოლოდ ხუმრობასა და სხვადასხვა პოზის მიღებაშიღა დარჩენია.

დადაისტი მოვლენების სიწრფელეს უფრო ენდობა,ვიდრე ხუმრობებს. ის ადამიანებს, საკუთარი თავის ჩათვლით, დიდად ვერ აფასებს. აღარ სჯერა ერთი პერსპექტივიდან საქმეების შეფასების და მაინც ჯერ კიდევ იზიარებს ყველა არსების ურთიერთკავ- შირის ცნებას; დარწმუნებულია, რომ თვითდაშლის დისონანსის მსხვერპლია.

დადაისტი ებრძვის დროის აგონიასა და სიკვდილისპირა კრუნჩხვებს. ის არ ემორჩილება გონივრულ თავშეკავებას და კიდევ უფრო აღვივებს მათ ცნობის- მოყვარეობას, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია საეჭვო დაპირისპირებით გამოწვეული გაოცებული სიხარული. იცის, რომ სისტემების სამყარო ნაკუწებადაა ქცეული და ნაღდმა ფულმა ფილოსოფიის მეორადი გაყიდვა დაიწყო. იქ, სადაც ბინის პატრონებისთვის შიში და სინდისის ქენჯნა იწყება, დადაისტებისთვის მხიარუ- ლი სიცილისა და ნაზი კეთილგანწყობის ხანა ისადგურებს.”

“განათლებისა და ხელოვნების იდეალები როგორც ვარიეტეს პროგრამა: ესაა დროის წინააღმდეგ მიმართული “ფარულის” ჩვენეული ხელოვნება. ისე ვიქცევ- ით, თითქოს არაფერი მომხდარა. გაღიზიანება იზრდება და ევროპული დიდების ავტორიტეტს იგდებს ხელთ. ადამიანები ცდილობენ, შეუძლებელი შეძლონ და ხალხის ღალატი, ხალხების სულისა და ხორცის გაღარიბება, ცივილიზებული კვლა ევროპული ინტელექტის ტრიუმფად აქციონ. ადგილი აქვს ფარსს, გა- მოიცემა ბრძანებები, წითელი პარასკევი ქმნის განწყობას, რომელსაც ხელი არც საშუალო ხმაზე გაჟღერებულმა ჟღარუნმა და არც თვალის დახამხამებამ არ უნდა შეუშალოს. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლე- ბა: შეუძლებელია იმის იმედად ყოფნა, რომ ადამიანები ხორცისგან გაკეთებულ საშინელ პაშტეტს შემოგვთავაზებენ და ჩვენ მას სიამოვნებით გადავყლაპავთ. არ შეიძლება იმის მოთხოვნა, რომ ჩვენი მთრთოლვარე ნესტოები გვამის სუნს აღფრთოვანებით შეისუნთქავენ. არ შეიძლება,ელოდო,რომ ჩვენ ყოველ დღე სულ უფრო მეტად გამოვავლენთ დამღუპველ სისულელეს და ცივსისხლიან ქმედებას გმირობაში ავურევთ. საჭიროა იმის აღიარება, რომ ჩვენი რეაქცია ძალიან ზრ- დილობიანი და მგრძნობიარე იქნება. ყველაზე საშინელი პამფლეტებიც კი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ საყოველთაოდ გავრცელებული ფარისევლობა ქებითა და აბუჩად აგდებით გადავფაროთ.

... საკუთარ თავზე უარის თქმის გარეშე ხელოვნებას ვერ ექნება არსებული სამყაროს მიმართ პატივისცემა. ის სამყაროს იმით აფართოვებს, რომ აქამდე არსებულ მოქმედ ასპექტებს უგულებელყოფს და ახლებს ქმნის.

თანამედროვე ესთეტიკის ძალა სწორედ ამაში მდგომარეობს. შეუძლებელია იყო ხელოვანი და ისტორიის გჯეროდეს“.

... „ჩვენი კაბარე ჟესტია. ყველა სიტყვა, რომელიც კი აქ წარმოითქმება და იმღე- რება სულ მცირე იმაზე მიუთითებს, რომ დამამცირებელმა დრომ პატივისცემის დამსახურება ვერ შეძლო. რა იქნებოდა მის შემთხვევაში პატივისცემის ღირსი და მომხიბვლელი? მისი ზარბაზნები? ჩვენი დიდი დასარტყამი ინსტრუმენტების ხმა მათზე უფრო ძლიერია. იდეალიზმი? ის ხომ თავისი პოპულარული და აკა- დემიური ვერსიების წყალობით უკვე დიდი ხანია დაცინვის საგნადაა ქცეული. გრანდიოზული დღესასწაულები და კანიბალისტური გმირობები? ჩვენი ნებაყო- ფლობითი სიგიჟე და ილუზიებით აღფრთოვანება შერცხვენილი აღმოჩნდებიან.“

... „ბოლო ოცი წლის ყველა სტილი გუშინ ერთმანეთს პაემანზე შეხვდა. ჰულ- ზენბეკმა, ცარამ და იანკომ „სინქრონული ლექსი“ წარმოადგინეს. ეს ონტრაპუნ- ქტის სტილის რეჩიტატივია, რომლის წარმოთქმის დროსაც სამი ან უფრო მეტი ხმა ერთდროულად ლაპარაკობს, მღერის, უსტვენს ან რამე მსგავსს აკეთებს ისე, რომ მათი მოძრაობები საგანს ელეგიურ, სასაცილო ან უცნაურ შინაარსს აძლევენ. ორგანონის სიჯიუტე ამგვარ ლექსში ძალიან მკვეთრადაა გამოხატუ- ლი ისევე, როგორც მისი დამოკიდებულება აკომპანიმენტის მიმართ.

ხმები (ერთი წუთის განმავლობაში გამოთქმული რრრრრ, რყევები, სირენების ღმუილი და მსგავსი ხმაური) ადამიანური ხმით წარმოითქმება და არსებობის ენერგიას გამოხატავს.“სინქრონული ლექსის” შემთხვევაში საქმე ხმის ღირე- ბულებას ეხება. ადამიანური ორგანო წარმოადგენს სულს, ინდივიდუალობას, რომელიც გზას აცდენილი დემონური მოვლენებითაა გარშემორტყმული. მოქ- მედებას ფონად გასდევს პატარ-პატარა ხმაურები; ის, რაც არ არის გამოხატუ- ლი, ფატალურია და განმსაზღვრელი. ლექსი გვიჩვენებს ადამიანების მექანიკურ პროცესებში ჩართულობას. ტიპიურ შემოკლებულ ვერსიაში ის წარმოაჩენს კონფლიქტს ადამიანის ხმასა და სახიფათო, გადახლართულ და დამანგრეველ სამყაროებს შორის, რომელთა ტაქტი და ხმები გარდაუვალია.”

... „სიტყვის მოქნილობა მისი შესაძლებლობების თითქმის ზღვრამდე მივიყ- ვანეთ. ამ შედეგს ლოგიკურად და რაციონალურად აგებული წინადადების ხარჯზე მივაღწიეთ. უარი ვთქვით დოკუმენტურ სამუშაოზე, რომლის მიღე- ბაც მხოლოდ წინადადებების ლოგიკურად დალაგებული სინტაქსის დროსაა შესაძლებელი. ამ დროის განსაკუთრებულ პირობებში ის გამოგვარჩევს რაც არც მოვლენების და არც სიმწიფის მიღწევის საშუალებას არ გვაძლევს და ამგვარად საშუალებების გამოცდის პირობებში გვამყოფებს. ეს ჩვენი წრის გა- მომსახველობითი ქმედება იყო, რომლის მონაწილეებიც ერთმანეთს მუდმივად უყენებდნენ სხვადასხვა უფრო და უფრო რთულ მოთხოვნებს და ახალ აქცენტებს სვამდნენ. ადამიანს მუდმივად სურს გაღიმება: ერთხელაც ისე მოხ- დება, რომ ენა ჩვენს მონდომებას მადლობას გადაუხდის. ეს მაშინაც კი მოხ- დება, თუ მას რაიმე ხილული შედეგი არ მოჰყვება. ჩვენ სიტყვა დავმუხტეთ იმ ძალითა და ენერგიით, რომლებმაც სახარებისეული ცნება „სიტყვის“ (ლოგოს) მაგიური კომპლექსური ხატი თავიდან აღმოგვაჩენინა.

სიტყვების ხათრით წინადადებაზე უარის თქმის შემდეგ ხელოვანების გარკვეულმა წრემ მარინეტისა და „თავისუფალი სიტყვის“ გარშემო დაიწყო გაერთიანება. მან განაცალკევა სიტყვა და აზრი და ისინი სამყაროს ხატს ავტომატურად დააკავშირა, დიდი ქალაქების ლექსიკონის სინათლითა და ჰაერით გამოკვება დაიწყო, მის სითბოს, მოძრაობასა და მანამდე უდარდელ თავისუფლებას ასხივებდა. სხვები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. ცალკეული სიტყვებისთვის მაგიურ ფორმულებს ვეძებდით, რომ მათთვის ვარსკვლავის ბრწყინვალება მიგვენიჭებინა. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, მაგიური შუქით სავსე ლექსიკონმა წარმოშვა ახალი წინადადებები, რომლებიც არ იყო ჩვეულებრივი აზრით შეზღუდული და დატვირთული. ერთდროულად ას სხვა- დასხვა აზრთან მათთვის რაიმე დანიშნულების მინიჭების გარეშე მომუშავე ამ წინადადებას მსმენელის მიწიერად მოთამაშე ჩაძირული ირაციონალური არსებობა ასაზრდოებდა, მოგონებების ყველაზე დაბალ ფენებს აღვიძებდა და აძლიერებდა. ჩვენი მცდელობები ფილოსოფიისა და ცხოვრების იმ სფეროებთან იყო დაკავშირებული, რომლებიც ჩვენს გონივრულ გარემოს ოცნების საშუალე- ბას თითქმის არ უტოვებდა.

.... „მე გამოვიგონე ლექსების ახალი ჟანრი “ლექსი სიტყვების გარეშე” ანუ ხმოვანი ლექსები, სადაც ბგერების ბალანსი და განაწილება მხოლოდ და მხ- ოლოდ მათი გამოყენების მიხედვითა და ტაეპთა ღირებულებით განისაზღვრება. ამგვარ ლექსთაგან პირველი დღეს საღამოს წავიკითხე. ამისათვის საკუთარი კოსტიუმიც კი შევქმენი. ვიდექი თეძოებამდე სიმაღლის მრგვალი ცისფერი მუყაოსგან გაკეთებული სვეტის შუაგულში და ობელისკს ვგავდი. დამატებით ტანზე მუყაოს უზარმაზარი ნაჭრისგან გამოჭრილი პალტოს საყელო მქონდა შემოხვეული. შიდა მხრიდან ალისფერი, გარედან კი ოქროსფერი ფერებით იყო მორთული და ყელთან იმგვარად შეკრული,რომ იდაყვების აწევისა და დაწევის დროს ფრთების ასოციაციას ქმნიდა. თავზე ცილინდის ფორმის მაღალი, თეთრ და ლურჯ ზოლებიანი შამანის ქუდი მეხურა.პოდიუმის სამივე მხარეს დამს- წრე საზოგადოების წინაშე ნოტების სადგამები აღვმართე და მათზე წითელი ფერით დახატული ხელნაწერი დავდე. ის ხან ერთ სადგამზე თრთოდა, ხან მეორეზე. გამომდინარე იქედან, რომ ცარამ ჩემი მზადების შესახებ იცოდა, ნამ- დვილი პატარა პრემიერა მოვაწყე. ყველას ძალიან აინტერესებდა, რა მოხდებო- და. მე რადგან ბოძს განვასახიერებდი და შესაბამისად სიარული არ შემეძლო, კვარცხლბეკამდე მიმიტანეს და ზედ

დამდგეს. გამოსვლა ნელა და სადღესასწაულო განწყობით დავიწყე: გადი ბერი ბინდა

გლანდრიდი ლაული ლონნი კადორი გადიამა ბიმ ბერი გლაალა

გლანდრიდი გლასსალა ტუფფმ ი ციმბრაბიმ ბლასსა გალასსასა ტუფფუმ ი ციმბრაბიმ…

აქცენტები თანდათან მძიმდებოდა, გამომსახველობა თანხმოვანთა სიმკვე- თრესთან ერთად იზრდებოდა. მალევე შევამჩნიე, რომ თუკი დარჩენას მოვი- სურვებდი (და ამის გაკეთება კი ნებისმიერ ფასად მსურდა) ჩემი გამომხატვე- ლობითი ხერხებით ამას ვერ მოვახერხებდი. დამსწრეებს შორის ბრუპბახერი, იერმოლი, ლაბანი, ქალბატონი ვიგმანი დავინახე. თავის შერცხვენის შემეშინდა და შევეცადე, ძალების მობილიზება მომეხდინა. მარჯვენა ნოტების სადგამზე მოთავსებული „მრავალძარღვას სიმღერა ღრუბლებს“, მარცხნივ კი „სპილოების ქარავანი“ დავასრულე და ფრთების ბეჯითი ქნევით შუა სადგამს მივუბრუნდი. მძიმე ვოკალმა და სპილოების ნელმა რიტმმა შემაძლებინეს, კიდევ ერთხელ ამ- ემაღლებინა ხმა. მაგრამ როგორ უნდა დამესრულებინა ეს ყველაფერი? სწორედ ამ დროს შევამჩნიე, რომ ჩემმა ხმამ რომელსაც სხვა გზა აღარ დარჩენოდა, უძველესი საეკლესიო გოდების მაგვარი იერი მიიღო და აღმოსავლეთისა და დასავლეთის კათოლიკურ ეკლესიებში წირვის დროს შესრულებული სიმღერის ყველა სტილი გაიმეორა.

არ ვიცი, ამ მუსიკამ რა მომცა, მაგრამ ჩემი ტაეპების საეკლესიო რეჩიტატივის სტილში სიმღერა დავიწყე და შევეცადე, არა მხოლოდ სერიოზული სახე მიმეღო, არამედ საქმეს მართლაც სერიოზულად მოვკიდებოდი. ერთი წუთით მომეჩვენა, რომ ჩემს კუბისტურ ნიღაბში ფერმკრთალი, შეშფოთებული ახალგაზრდა სახე შემოძვრა; იმ ათი წლის ბიჭუნას ნახევრად შეშინებული და ცნობისმოყვარე სახე, რომელიც მისი თემის მაღალი რანგის სასულიერო პირების წინაშე და პანაშ- ვიდებზე ცახცახებდა და მღვდლის სიტყვებს ხარბად ეწაფებოდა. სწორედ ამ დროს ჩემი თხოვნის შესაბამისად შუქი ჩააქრეს და გაოფლილი, მაგიური ეპისკო- პოსის მსგავსად პოდიუმიდან ჩამომიყვანეს.

1927 წელი

უკან დაბრუნება