EN KA

საქართველო 1990-იანები: რჩევები გადარჩენისთვის

'კოლონიის მაცხოვრებლის 10 მცნება' - ლევან ჭოღოშვილი

კოლონიის მაცხოვრებლის 10 მცნება, თბილისი, 1994 წელი.

1) არასდროს დაიჯერო, როცა გეუბნებიან, რომ შენივე ბრალია ყველაფერი. 

არ დაიჯერო, რომ ხალხი გულგრილი ბრბოა, (და რომ ის უნდა წავიდეს და არა მთავრობა)


2) არასდროს დაიჯერო, რომ შენი ქვეყნის მიწა  ღარიბია, ხალხი ზარმაცი, ქალები გარყვნილი.

არ დაიჯერო, რომ მთავრობას ჰგონია, რომ ხალხი სულელია; მათ იციან რომ ხალხი უბრალოდ დაშინებულია.


3)  არასდროს დაიჯერო, რომ კოლონიაში ნაციზმია, მეტროპოლიაში კი დემოკრატია. 

არ დაიჯერო, რომ კოლონიაში საჯაროდ სიკვდილით დასჯა უარესია ვიდრე ფარული მკვლელობები დამპყრობლის ციხეებში.


4) არასდროს დაიჯერო, რომ ომის დამწყები მშვიდობას დაამყარებს, რომ დამპყრობლის არმია მშვიდობიან მისიას შეასრულებს. 

არ დაიჯერო, რომ სხვისი იარაღით მოსული მთავრობა თავისი ნებით წავა.


5) არასდროს დაიჯერო, რომ კოლონიებში სამოქალაქო ან ეთნიკური ომებია. ეს ყოველთვის დაკვეთილი ბრძოლებია გლადიტორებს შორის.

არ დაიჯერო, დიქტატორები მრწამსს იცვლიდნენ და პოსტზე რჩებოდნენ; მღვდლები არ მლიქვნელობდნენ და ენათმეცნიერები არ ტყუოდნენ; არ დაუჯერო მათ, როცა ისინი ჩვენი ენების ნათესაობას უარყოფენ.


6) არასდროს დაიჯერო, რომ ეროვნული ლიდერი აგენტი არ არის თუ მას არ კლავენ. (არ კლავენ მათ, ვინც სასაცილო ტიპია, რომ მათი ერისთვის ნათქვამი სიმართლეც სასაცილოდ იქცეს). 

არ დაიჯერო, რომ დემოკრატია ის, ვისაც ოპოზიციონერად ფაშისტი ჰყავს.


7) არასდროს დაიჯერო, რომ არჩევნებში მთავარია ის, ვინც ხმას აძლევს, და არა ის, ვინც ხმებს ითვლის. 

არ დაიჯერო, რომ პროპაგანდა ხალხს არ ჰყრვნის; არ დაიჯერო რომ ერს ყოველთვის ყველაფერი მიუღია და არასდროს არაფერი გაუცია; არ დაიჯერო, რომ ერთიანობა იმარჯვებს და არა იარაღი. 


8) არასდროს დაიჯერო, რომ თავისუფლებაა იქ, სადაც პრესა ირონიულია.

არ დაიჯერო რომ ტერორისტია ის ვინც სახლს აფეთქებს და დემოკრატია ის, ვინც ქალაქებს ბომბავს.


9) არასდროს დაიჯერო, რომ თავისუფლება შენ თვითონ მოიპოვე; უბრალოდ მასზე ძლიერმა   დამპყრობელმა დააშინა შენი დამპყრობელი

არ დაიჯერო რომ უბედურება დამთავრდა და რომ უნამუსობას გააჩნია საზღვარი.  არ დაიჯერო ნახევარ-თავისუფლების.


10) არასდროს დაიჯერო, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში თავისუფლად შეგიშვებენ (თუ ყაჩაღი ან (...), ან (...) არ ხარ); 

არ დაიჯერო, რომ ვინმე მოგისმენს.



უკან დაბრუნება