EN KA

დაიკარგა თორმეტი ქალი - კითხვარი

თამარა

კითხვა 1: რა გქვია და რა დაგარქვეს როცა დაიბადე? რა ეროვნების პასპორტს ფლობ ამჟამად?

ამას წინათ, აღმოვაჩინე რომ თავი მომაწყინა და შემაწუხა იმ 'იდენტობის კონსტრუქტმა', რომელსაც ასევე გულითადად ვინახავ. ვითარება მას შემდეგ აღარც გაუმჯობესებულა - ვერ გადამიწყვეტია უნდა შევიწუხო ტუ არა თავი ახალი გამოგონებებით. მსოფლიო კალეიდოსკოპურ მდინარეს გავს უწყვეტ ნაკადში, შესაბამისად ავთენტურობის ძიებაც კი უაზრობა ხდება მის მდინარებაში, თუმცა, ჩემი პასპორტი ევროპულია და წითელი


კითხვა 2: როდის და სად იწყება შენი - როგორც ხელოვანის - ბიოგრაფია?

იმ წამის მეასიათასედში, როდესაც თამარა კ.ე. - როგორც ხელოვანი - წყვეტს არსებობას.


კითხვა 3: რამდენჯერ გაქვს წარმოდგენილი შენი ნამუშევრები საქართველოში და როდის? / რამდენჯერ გაქვს წარმოდგენილი საქართველოს ფარგლებს მიღმა?

საქართველოს გარდა ყველგან, მანამ, სანამ გამოფენებში 'Shots Across the Lane' და 'დაიკარგა 12 ქალი' არ მივიღე მონაწილეობა - ძალიან სუსტი ქვეტექსტია, არა?


კითხვა 4: რატომ წახვედი? / რატომ დაბრუნდი უკან?

უფრო წამიყვანეს, ვიდრე წავედი, და როგორც ფუნდამენტალურ ცვლილებებს ახასიათებთ, ყოველგვარი განსაზღვრული მიზეზებისა და მიზნების გარეშე.


კითხვა 5: ასახავს თუ არა შენი შემოქმედება შენს ბიოგრაფიას?

სიამოვნებით ვიტყოდი რომ არა, მაგრამ ალბათ ეს ბოლომდე სიმართლე არ არის.


კითხვა 6: ახდენენ თუ არა გავლენას შენს შემოქმედებაზე ქართული ვიზუალური ხელოვნების გარკვეული ტრადიციები? / რატომ? / რატომ არა?

ვიტყოდი რომ არა და ალბათ მართალიც ვიქნები. სიმართლე გითხრათ, ეს წერტილი მავიწყდება, მაშინ, როდესაც მომავალში, სადაც ხელოვნური ინტელექტი სწრაფად შეცვლის ჩვენს გონებებს, და როგორც ტექნოლოგია გვპირდება, ადამიანები განთავისუფლდებიან ეგზისტენციალური ამოცანებისა და ყოველდღიური, აუტანელი რუტინული შრომისაგან.


კითხვა 7: დაახასიათებდი შენს შემოქმედებას როგორც ფემინისტურს?

'ფიმეილნომადური' (ქალურად - მოძრავი?), გულუხვად შემთხვევითი და ბოლო ხანებში ისტერიული.


კითხვა 8: აქტიურად მოღვაწეობ შენი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის სახელოვნებო სივრცეში? ქართულ სახელოვნებო სივრცეში?

ჰმმ.... რაღაც მხრივ, ალბათ ვარ.

უკან დაბრუნება