დაიკარგა თორმეტი ქალი - კითხვარი
თეა
კითხვა 1: რა გქვია და რა დაგარქვეს როცა დაიბადე? რა ეროვნების პასპორტს ფლობ ამჟამად?
თეა გვეტაძე მერლანი. თეა გვეტაძე. გერმანული
კითხვა 2: როდის და სად იწყება შენი - როგორც ხელოვანის - ბიოგრაფია?
13 წლის ასაკში, პირველად რომ შევიპარე ბებიაჩემის სახელოსნოში.
კითხვა 3: რამდენჯერ გაქვს წარმოდგენილი შენი ნამუშევრები საქართველოში და როდის? / რამდენჯერ გაქვს წარმოდგენილი საქართველოს ფარგლებს მიღმა?
ორი პერსონალური გამოფენა გალერეა ნექტარში, 2014 და 2017 წლებში. რამდენიმე ჯგუფური გამოფენა 2014-დან დღემდე.
კითხვა 4: რატომ წახვედი? / რატომ დაბრუნდი უკან?
სასწავლებლად წავედი. უკან კი იმიტომ დავბრუნდი, რომ მამაჩემს სიმსივნესთან გამკლავებაში დავხმარებოდი.
კითხვა 5: ასახავს თუ არა შენი შემოქმედება შენს ბიოგრაფიას?
ხანდახან ვღელავ, რომ მნახველს მთელი ჩემი ცხოვრების ამოკითხვა შეუძლია ჩემს შემოქმედებაში.
კითხვა 6: ახდენენ თუ არა გავლენას შენს შემოქმედებაზე ქართული ვიზუალური ხელოვნების გარკვეული ტრადიციები? / რატომ? / რატომ არა?
რაიმე კონკრეტული ტრადიციის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ ყველაფერმა, რაც ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული იქმნებოდა საქართველოში, ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ჩემზე.
კითხვა 7: დაახასიათებდი შენს შემოქმედებას როგორც ფემინისტურს?
მსგავსი დეფინიციების მიღმა ვარ.
კითხვა 8: აქტიურად მოღვაწეობ შენი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის სახელოვნებო სივრცეში? ქართულ სახელოვნებო სივრცეში?
დიახ.