
ბაღში შებიჯება: მიზნის თესვა უკრაინის ახალგაზრდული ხელოვნების მეორე ბიენალეზე
ამაწლის უკრაინის ახალგაზრდული ხელოვნების მეორე ბიენალეს შესახებ წერს ალექს ფიშერი. ახალგაზრდული ხელოვნების მეორე ბიენალე 2019 წლის 17 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა ხარკოვში, უკრაინაში. ბიენალე უკრაინის კულტურის სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა, რისი განხორციელებაც უკრაინის კულტურული ფონდის, ხარკოვის საქალაქო საბჭოს და ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. მთავარი პროგრამის კურატორები იყვნენ ანასტასია იევეევა, დარინა სკრინნიკ-მისკა და ბორის ფილონენკო. ალექს ფიშერი არის ხელოვნების ისტორიკოსი, მწერალი და კურატორი ბაფალო, ნიუ იორკიდან. ის ამჟამად კიევში ცხოვრობს, იკვლევს თანამედროვე უკრაინულ ხელოვნებასა და კულტურას IZOLYATSIA-სა და „მისტეტსკი არსენალ“-თან თანამშრომლობით. ფოტოები ეკუთვნით კირილო ზავჰოროდნის და იჰორ ზავჰოროდნის, (ახალგაზრდული ხელოვნების მეორე ბიენალეს კუთვნილება). სტატია ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ.